შემოგვიერთდით facebook-ზე
პოლიციამ სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეხლსასროლი იარაღი და საბრძლო მასალა ამოიღო
10-09-2013, 15:48  /  ნახვა: 1999

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1961 წელს დაბადებული დიმიტრი ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დიმიტრი ჩ-ს, დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ტე-ტე“-ს სისტემის 2 პისტოლეტი, 4 მჭიდი, 15 ვაზნა, ასევე „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი 35 ვაზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 7 მჭიდი და 211 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშალს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა