შემოგვიერთდით facebook-ზე
გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა
24-06-2013, 17:49  /  ნახვა: 2059

საქართველოს შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ბრალი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რამდენიმე მუხლით დაუმძიმდა, და ამასთან შესაძლოა ბრალი სხვა მაღალჩინოსნებსაც წაეყენოთ, -  ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურამ, ბრიფინგზე გაავრცელა.
პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისთვის ცნობილი იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ყველა დეტალი, რის შემდგომაც მან ფალსიციფიცირებული საქმის წარმოება უზრუნველყო.
პროკურატურამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ მოხდა, დანაშაულის წახალისება, ფარული მხარდაჭერა დანაშაულის დაფარვისათვის, ასევე სასჯელის ვადამდე ადრე გათავისუფლების ქმედებება. გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული საკუთარი მოტივებით ჩაიდინა.
„სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დ. ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნული განაჩენით მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი“,- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულებმა, მიიღეს ფულადი ანაზღაურება დუმილის სანაცვლოდ  და ისინი ისეთივე პირობებში იხდიდნენ სასჯელს, როგორც თავისუფლებაში მყოფი ადამიანი.
განცხადების მიხედვით, შს და სასჯულაღსრულების თანამშრომლების ხელშეწყობით, მსჯავრდებულები ტოვბდნენ ციხეებს და იმყოფებოდნენ იყვნენ კუდ-ის დეპარტამენტის შტატში. პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნული მსჯავრდებულების გათავისუფლების შესახებ ტენდენციური გადაწყვეტილება იყო.
პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების შედეგად სხვა პიროვნებების ბრალეულობაც გამოვლინდეს.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა