შემოგვიერთდით facebook-ზე
,,ქურდული სამყაროს" წევრები დააკავეს
17-04-2013, 12:57  /  ნახვა: 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა ე. წ. ,,ქურდული სამყარო"–ს წევრები, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული კახა შ. და 1974 წელს დაბადებული აკაკი ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული ,,ქურდული სამყაროს" წევრობას  აღიარებს. ისინი  ,,ქურდული" წესების დაცვით მოწყობილი  გარჩევებისას, დაშინებისა და მუქარის  გზით,  მოქალაქეებს სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა კახა შ. და აკაკი ბ.  ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის  223–ე პრიმა  მუხლის პორველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა)   მიმდინარეობს, რაც  ხუთიდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა