შემოგვიერთდით facebook-ზე
შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
15-04-2013, 14:47  /  ნახვა: 2009

19 აპრილს, თბილისში, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერიას და მანიფესტაციის ორგანიზატორებს საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართავს:

სახელმწიფოსა  და ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო ვალდებულებას წარმოადგენს, 19 აპრილს, დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება.

საკოორდინაციო ჯგუფის უმთავრესი ამოცანა იქნება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და კანონით გათვალისწინებული მოქმედებების კოორდინირებულად განხორციელება. მათ შორის, მიზანმიმართული პროვოკაციებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და ეფექტიანი პრევენციული მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მანიფესტანტების, მათ შორის, იმ პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვას.

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის, ასევე, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესრულების და ურთიერთკოორდინირებული მოქმედებების დროული განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერიისა და საქართველოში წარმოდგენილი უფლებადამცველი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.

დღეს, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ჭიკაიძემ წერილობითი ფორმით მიმართა თბილისის მერ გიგი უგულავას, რათა 17 აპრილამდე, შეიქმნას ერთობლივი საკოორდინაციო ჯგუფი.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა