პოლიციამ დაკავებულისგან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი დავით შ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ტომფსონი“-ს სისტემის ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხუთი მჭიდი და 653 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ჩეხეთიდან წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადირება მოხდება
26 აპრილს, თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩეხეთის სამართალდამცავებმა, საქართველოს მიერ, წითელი ცირკულარით ძებნილი, 1955 წელს დაბადებული ზურაბ ნადირაძე დააკავეს.
აღნიშნულმა პირმა 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დაკავებულს სხეულით 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ოლეგ ე. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, საქართველოს საზღვრის კვეთისას დააკავეს. დაკავებულს, სხეულით, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გადმოჰქონდა, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 6,08 გრ ნარკოტიკული საშუალება 1,88 გრამ „ჰეროინს“ შეიცავს
ავტორი
თიკო ბეკოშვილი
ავტოკატასტროფას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა
27 აპრილს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში ავტოკატასტროფა მოხდა. მუქი შინდისფერი ოპელი ბეტონის ბარდიულს შეეჯახა, მანქანაში სამი ადამიანი იჯდა; 19 წლის ნიკა ხაფთანი, 16 წლის ბეთო ბენდელიანი და 18 წლის ლაშა ოსტატიშვილი. საჭეს ბეთო ბენდელიანი მართავდა. ბავშვები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ავტომანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მოწვეული იყვნენ, პოლიციის რეფორმაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გახსნა. მოწვეული სტუმრებისათვის ჩატარდა პოლიციის შესახებ კანონპროექტის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის განახლებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთიკის კოდექსის, შსს-ს დანაყოფებისთვის შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების, სამართალდამცავ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაციები.
ამერიკელი მკვლევარები ფიქრობენ, რომ სარკოფაგში მწოლიარე ლენინი ნამდვილად მოძრაობდა
ორი წლის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ამოუცნობი ვიდეო მასალა, რომელზეც აშკარად ჩანს, სარკოფაგში მწოლიარე ლენინი, როგორ წევს მარცხენა ხელს ზემოთ, წინ მოიწევს მთელი სხეულით და ისევ ეცემა...
ქალმა 42 წელი კომაში გაატარა
მაიამიში, 59 წლის ედუარდა ო’ბარა დიაბეტური, რომელიც 16 წლიდან სულ კომაში იყო, 42 წლის მანძილზე არ გამოფხიზლებულა.
აღსანიშნავია, რომ ედუარდას თვალები გამუდმებით ღია ჰქონდა, თუმცა ვერ აზროვნებდა: მას არც საუბარი ესმოდა, ვერც ხედავდა და ვერც გარე სამყაროს აღიქვამდა.
კომაში ჩავარდნამდე, ო’ბარამ უკანასკნელად დედას მიმართა: ,,შემპირდი, რომ არასდროს მიმატოვებ",- თქვა გოგონამ. დედამ თხოვნა შეუსრულა და 35 წელი, კეი ო’ბარამ, ქალიშვილის საწოლთან გაატარა. მის დაბადების დღეს ყოველთვის აღნიშნავდა, უვლიდა და დღეში, მხოლოდ 90 წუთს უთმობდა საკუთარ თავს, რათა ეჭამა და აბაზანა მიეღო
ავტორი
დიანა ოვანესიანი
,,პეტროს ადამიანის" სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი 150 წლისაა
1850 წელს გიორგი ჩმშკიანი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელმაც ნიჭიერი მსახიობები იპოვა და სამსახიობო გუნდი შექმნა. გიორგი ჩმშკიანმა, გაბრიელ სუნდუკიანთან ერთად სომხური თეატრი დაარსა. სუნდუკიანი სომეხი კლასიკოსი და დრამატურგია, რომლის სპექტაკლებს ქართულ თეატრში თამაშობდნენ: მარჯანიშვილის თეატრი, რუსთაველის თეატრი და სხვა.
სომხური თეატრი, ყოველთვის ქართულ ხელოვნებას ემსახურებოდა. ჩვენ ვმეგობრობთ ქართველ რეჟისორებთან, ისინი, ხშირად ესწრებიან ჩვენს სპეკტაკლებს, გვითხრა სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, არმენ ბაიანდურიანმა, რომელიც თეატრის და საკუთარ შემოქმედებაზე გვესაუბრა.
არმენ ბაიანდურიანი: სკოლის დამთავრების შემდეგ, კლუბის მენეჯერად ვმუშაობდი, სადაც სპექტაკლებს ვდგამდი. სომხურ თეატრში სპექტაკლის დადგმა შემომთავაზეს, იმის მიუხედავად, რომ არ მქონდა სარეჟისორო დამთავრებული. შვიდი პიესა მაქვს დაწერილი და შვიდივე დაიდგა. თეატრიდან, რაღაც დროის განმავლობაში წავედი, როცა დაბრუნება გადავწყვიტე, სამხატვრო ხელმძღვანელად ამირჩიეს.
ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა
სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ქუთაისის N2 საპატიმრო დაწესებულებაში, გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ,,სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული, 1976 წელს დაბადებული ხ.დ. გარდაიცვალა.
მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლევონ გ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა 2013 წლის 22 აპრილს, ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრა, 1967 წელს დაბადებული, შვიდჯერ ნასამართლევი სამუელ ეგიზაროვი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევონ გ-მ ის შურისძიების მიზნით მოკლა.
სუპერმოდელი მირანდა კერი კომპანიიდან დაითხოვეს
სუპერმოდელი მირანდა კერი ,, Victoria's Secret“-ის ანგელოზთა სიაში აღარაა, მოდელი კომპანიიდან დაითხოვეს. მირანდამ უკვე გამოიმუშავა ერთი მილიონი დოლარი, მაგრამ სამ წლიანი კონტრაქტი არ განუახლეს. მირანდა 2013 წლის გრანდიოზულ, ტრადიციულ შოუში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ბრენდის სახე აღარ იქნება. დასავლურ პრესაში წერენ, რომ მიზეზი მირანდას ცუდი რეპუტაციაა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი ორლანდო ბლუმის უმშვენიერესი მეუღლე ,,Victoria's Secret“-ის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და კომპანიისთვის დიდი ფული აღარ მოაქვს.
მსახიობი კიმ კეტროლი ორმოცწლიან დიეტაზეა
ცნობილი ამერიკელი მსახიობი კიმ კეტროლი აცხადებს, რომ უკვე დაახლოებით 40 წელი დიეტაზეა, თუმცა 56 წლის ვარსკვლავი, ჯერ კიდევ არ კარგავს ,,სექსუალურის" ტიტულს.
კეტროლმა, რომელმაც სახელი ფილმში ,,სექსი დიდ ქალაქში" თამაშით გაითქვა, აღიარა, რომ წლებთან ერთად გარეგნობის შენარჩუნება ძალიან უჭირს. ,,ხშირად ვხუმრობ, რომ 1974 წლიდან დიეტაზე ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ნაწილობრივ სიმართლეა. ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და ჩემი სხეული ბუნებრივად, ასეთი მოხდენილი არ არის, განსაკუთრებით ამ ასაკში. საკმაოდ კარგი მადა მაქვს", - განაცხადა მსახიობმა.