შემოგვიერთდით facebook-ზე
ქალმა 42 წელი კომაში გაატარა
29-04-2013, 14:49  /  ნახვა: 2286

მაიამიში, 59 წლის ედუარდა ო’ბარა დიაბეტური, რომელიც 16 წლიდან სულ კომაში იყო, 42 წლის მანძილზე არ გამოფხიზლებულა.

აღსანიშნავია, რომ ედუარდას თვალები გამუდმებით ღია ჰქონდა, თუმცა ვერ აზროვნებდა: მას არც საუბარი ესმოდა, ვერც ხედავდა და ვერც გარე სამყაროს აღიქვამდა. 

კომაში ჩავარდნამდე, ო’ბარამ უკანასკნელად დედას მიმართა: ,,შემპირდი, რომ არასდროს მიმატოვებ",- თქვა გოგონამ. დედამ თხოვნა შეუსრულა და 35 წელი, კეი ო’ბარამ, ქალიშვილის საწოლთან გაატარა. მის დაბადების დღეს ყოველთვის აღნიშნავდა, უვლიდა და დღეში, მხოლოდ 90 წუთს უთმობდა საკუთარ თავს, რათა ეჭამა და აბაზანა მიეღო.

ქალმა 42 წელი კომაში გაატარა

2008 წელს კეი ო’ბარა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომაში ჩავარდნილი გოგონას მოვლა კი მისმა დამ განაგრძო. 

მისი გარდაცვალებისას კი მისმა დამ განაცხადა: - ედუარდამ უბრალოდ თვალები დახუჭა  და სამოთხეში, დედასთან გაემგზავრა". 

თან დასძინა: ,, ედუარდამ  კონტაქტის გარეშე ბევრი რამ მასწავლა, ეს ნამდვილად შესანიშნავია".

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა