ორი წლის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ამოუცნობი ვიდეო მასალა, რომელზეც აშკარად ჩანს, სარკოფაგში მწოლიარე ლენინი, როგორ წევს მარცხენა ხელს ზემოთ, წინ მოიწევს მთელი სხეულით და ისევ ეცემა...
ამ ვიდეოს, მაშინ, არანაირი ,,ფურორი" არ მოუხდენია. თუმცა მოგვიანებით ვიდეო ამერიკელი მკვლევრების ხელში მოხვდა. ამერიკელებსაც მეტი რა უნდოდათ, ვიდეო კარგად შეისწავლეს და განაცხადეს, ჩვენ თვითონაც მონუსხული ვართ რეზულტატით. არანაირი სპეციალისტის ხელი, ამ ვიდეოს შექმნაში არ ურევია და არც მონტაჟის რაიმე ნიშანი დაჰკრავს, პირიქით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვიდეო ნამდვილად ლენინის სარკოფაგშია გადაღებული და კადრები სრულიად რეალურიაო...
დაუჯერებლადა მიმაჩნია, რომ ეს რეალური იყოს, თუმცა ფაქტია, რომ რუსულ პრესასა და ინტერნეტ-სივრცეში, ამაზე, უკვე ძალიან ბევრს წერენ და ხმამაღლაც ლაპარაკობენ.