შემოგვიერთდით facebook-ზე
,,პეტროს ადამიანის" სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი 150 წლისაა
29-04-2013, 14:12  /  ნახვა: 3194

ავტორი

დიანა ოვანესიანი

1850 წელს გიორგი ჩმშკიანი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელმაც ნიჭიერი მსახიობები იპოვა და სამსახიობო გუნდი შექმნა. გიორგი ჩმშკიანმა, გაბრიელ სუნდუკიანთან ერთად სომხური თეატრი დაარსა. სუნდუკიანი სომეხი კლასიკოსი და დრამატურგია, რომლის სპექტაკლებს ქართულ თეატრში თამაშობდნენ: მარჯანიშვილის თეატრი, რუსთაველის თეატრი და სხვა.

სომხური თეატრი, ყოველთვის ქართულ ხელოვნებას ემსახურებოდა. ჩვენ ვმეგობრობთ ქართველ რეჟისორებთან, ისინი, ხშირად ესწრებიან ჩვენს სპეკტაკლებს, გვითხრა სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, არმენ ბაიანდურიანმა, რომელიც თეატრის და საკუთარ შემოქმედებაზე გვესაუბრა. 

არმენ ბაიანდურიანი: სკოლის დამთავრების შემდეგ, კლუბის მენეჯერად ვმუშაობდი, სადაც სპექტაკლებს ვდგამდი. სომხურ თეატრში სპექტაკლის დადგმა შემომთავაზეს, იმის მიუხედავად, რომ არ მქონდა სარეჟისორო დამთავრებული. შვიდი პიესა მაქვს დაწერილი და შვიდივე დაიდგა. თეატრიდან, რაღაც დროის განმავლობაში წავედი, როცა დაბრუნება გადავწყვიტე, სამხატვრო ხელმძღვანელად ამირჩიეს. 

-რა სირთულეები გაიარეთ, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა?

-როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი, რამდენიმე მსახიობმა ქალაქი დატოვა და ერევანში გააგძელა მოღვაწეობა, აქ, მხოლოდ 17 მსახიობი დარჩა. არ მყავდნენ რეჟისორები, ყველაფრის დაწყება თავიდან მომიწია. ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ სპეციალურად გახსნა სომხური თეატრისთვის სამსახიობო კურსები. მოიწვია, ორი ახალგაზრდა რეჟისორი, ერთი გრიბოედოვის თეატრის რეჟისორი, ხოლო მეორე რომან მატიაშვილის კინო-სტუდიიდან.

,,პეტროს ადამიანის" სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი 150 წლისაა

-ამჟამად რამდენი მსახიობი გყავთ?

-ახლა 45 მსახიობი მყავს.

-სპექტაკლებში მონაწილეობას იღებთ?

-რატომღაც, თამაშის შიში გამიჩნდა, ოცი წელია სცენაზე არ გამოვსულვარ.

-რამდენი სპექტაკლი გაქვთ დადგმული?

-სულ 17 სპექტაკლი, ესენია: ,,ოტელო", ,,დუმბაძე", ,,ლორკა", ,,სუნდუკიანი" და ა.შ.

-რამდენი რეჟისორი გყავთ სომხურ თეატრში?

-სამი რეჟისორი ვართ; მე, რომან მატიშვილი და ლევონ უზუნიანი. 

-გასტროლებზე ხშირად დადიხართ?

-თეატრს კაპიტალური რემონტი ესაჭიროება, ამის გამო გასტროლებზე სიარული ხშირად გვიწევს, თუმცა, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ამ საქმეს მიხედავდა.

-რომელ ქვეყნებს ესტუმრეთ?

-ვიყავით ირანში, პარიზში, ერევანში. სხვადასხვა ფესტივალზე ვმონაწიელობდით. ერთ-ერთი ,,ლორკა" იყო, რომელიც ერევანში გადიოდა და პირველი ადგილი მოვიპოვეთ. ასევე, შემოთავაზება გვაქვს ამერიკიდან, ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

-ვინ აფინანსებს თქვენს გასტროლებს?

-საქართველოს კულტურის სამინისტრო.

-საქველმოქმედო საღამოებში მონაწილეობთ?

-რუსთაველის თეატრის მსახიობისთვის საქველმოქმედო საღამო გავაკეთეთ, დავდგით სპექტაკლი, სადაც სომხური თეატრის მსახიობები თამაშობდნენ. ეს საღამო გიორგი ყორღანაშვილს ეძღვნებოდა.

-რას გვეტყვით თქვენს შემოქმედებით გეგმებზე და როგორ თეატრზე ოცნებობთ?

-ვოცნებობ, თეატრში ახალი თაობა მოვიდეს, რათა ჩემი საქმე გააგრძელონ, მინდა ჩემი თეატრით და მსახიობებით ყველა კმაყოფილი იყოს.

ასევე, გავესაუბრეთ სომხური თეატრის მსახიობებს.

,,პეტროს ადამიანის" სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი 150 წლისაა

ელეონორა ოჰანიანი: ორმოცი წელია სომხურ თეატრში ვთამაშობ, განათლება ერევანში მივიღე, შემდეგ თბილისში ჩამოვედი და სომხურ თეატრში მსახიობად მოვეწყვე. სხვა თეატრებშიც მიმუშავია, თუმცა ჩვენნაირი კოლექტივი და გარემო არსად მინახავს, პატარა ოჯახივით ვართ.

ლეილა ოგანესიანი: ოცდათხუთმეტი წელია, რაც ამ თეატრში მსახიობად ვმუშაობ, დამთავრებული მაქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი. სომხური თეატრით ძალიან კმაყოფილი ვარ, სხვა თეატრში არ მიმუშავია, მგონია ძალიან რთულია ერთი თეატრიდან მეორეში გადასვლა, ფაქტიურად ანგრევ ერთ ოჯახს და ქმნი მეორეს, იმის მიუხედავად, რომ მესამე სეზონია თეატრში, მხოლოდ რეპეტიციებს გავდივართ, რადგან შენობა ძველია და რესტავრაცია ესაჭიროება. ჩემს კოლექტივში და თეატრში თავს კარგად ვგრძნობ.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა