თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი დავით შ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ტომფსონი“-ს სისტემის ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხუთი მჭიდი და 653 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236-ე მუხლის ოირველი ნაწილით).