შემოგვიერთდით facebook-ზე
ავტოკატასტროფას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა
29-04-2013, 18:44  /  ნახვა: 3495

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

27 აპრილს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში ავტოკატასტროფა მოხდა. მუქი შინდისფერი ოპელი ბეტონის ბარდიულს შეეჯახა, მანქანაში სამი ადამიანი იჯდა; 19 წლის ნიკა ხაფთანი, 16 წლის ბეთო ბენდელიანი და 18 წლის ლაშა ოსტატიშვილი. საჭეს ბეთო ბენდელიანი მართავდა. ბავშვები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ავტომანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ. რაც, რატომღაც მთელი დღის განმავლობაში, პატრულისთვის შეუმჩნეველი დარჩა. მანქანა, ბეთო ბენდელიანს სახლიდან დაუკითხავად ჰყავდა წაყვანილი, (მშობლები გურიაში დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ). შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, მძღოლი ბეთო ბენდელიანი და უკან მჯდომი ნიკა ხაფთანი. გვერდით მჯდომ ლაშა ოსტატიშვილს, ხელი აქვს მოტეხილი და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.  გარდაცვლილები, მარნეულის პროზექტურაში გადაიყვანეს, თუმცა ძლიერი დასახიჩრების გამო, მიღებაზე უარი განაცხადეს და ცხედრები რუსთავში გადაასვენეს. 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა