შემოგვიერთდით facebook-ზე
ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა
26-04-2013, 15:44  /  ნახვა: 1825

სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ქუთაისის N2 საპატიმრო დაწესებულებაში, გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ,,სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული, 1976 წელს დაბადებული ხ.დ. გარდაიცვალა. იგი სასჯელს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით იხდიდა და ჩართული იყო ,,მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის" პროგრამაში. 2013 წლის 14 აპრილს, 22:00 საათზე მსჯავრდებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც, რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. გარდაცვლილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოძიება ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს ელოდება, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა