ავტორი
სოფო ხვიბლიანი
როგორ აღმოჩნდა ნინა სუბლატი ბერას სტუდიაში?!
- როდის აღმოაჩინეს თქვენი ვოკალური მონაცემები, რომელ ჯგუფში მღეროდით და პირველად როდის დადექით სცენაზე?
- ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა მუსიკალურ ჯგუში არ ვყოფილვარ, მხოლოდ ბერას სტუდიაში დავდიოდი, სადაც უცხოელი მასწავლებლები ვოკალს და ქორეოგრაფიას გვასწავლიდნენ, რის შემდეგაც ,,საქართველოს ვარსკვლავში“ მოვხვდი. სცენაზე პირველად, ფილარმონიაში, ამ კონკურსზე ვიმღერე.
- ბერას სტუდიაში როგორ აღმოჩნდი?
- ,,კასტინგი" გამოცხადდა, ვიდეოზე გადაღებული ჩემი კადრები გავაგზავნე და ასე შემარჩიეს...
- რაც საქართველოს ვარსკვლავი გახდით, გაქვთ თუ არა ბერასთან ურთიერთობა?
ავტორი
თიკო ბეკოშვილი
ზაზა ურუშაძე: 21-ე საუკუნეში ფილმის ,,გააქრობას“ ვერ წარმოვიდგენდი
ფილმები - ,,მათთვის ვინც მამამ მიატოვა“ და ,,აქ თენდება“, ქართველი მაყურებლისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა ,,სამი სახლი“, ,,დარჩი ჩემთან“ და სერიალი ,,ცხელი ძაღლი“ ყველასთვის კარგად ნაცნობი და რეიტინგული. სერიალ ,,ცხელი ძაღლის“ ერთ-ერთი ნაწილი, საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის სკანდალური და მიუღებელი აღმოჩნდა. რატომ აკრძალური და სკანდალური?! ამას ჩემი რესპოდენტი, საქართველოს კინო განვითარების ფონდის დირექტორი, კინო-რეჟისორი ზაზა ურუშაზე მოგვიყვება.
- როგორ გახდით რეჟისორი და რატომ აირჩიერთ ეს პროფესია?
- 16 წლის ვიყავი, სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომ ჩავაბარე და ქალბატონ ლანა ღოღობერიძის ჯგუფში მოვხვდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ კინოს გარეშე არ შემეძლო და მომავალში ეს საქმე უნდა მეკეთებინა.
- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები კინოში...
პოლიციამ მკვლელობის ფაქტი მომხდარიდან რამდენიმე საათში გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზურაბ კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა გვიან ღამით, იოსებიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1991 წელს დაბადებული თორნიკე ხიზანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მიღებული სასიკვდილო ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინა
სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით ჩატარდა, აღნიშნული ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებულ სპეციალურ სამალავებში, აღმოჩენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ, 500 გრამიან შეკვრებად დაფასოებული 232 ერთეული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, საერთო წონით 116 კგ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხის ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის და მოლდოვის რესპუბლიკების ორი მოქალაქე.
დაკავებისას, თურქეთის მოქალაქე, „მერსედესი“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანას მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართავდა. მას თან ახლდა მოლდოვის მოქალაქე.
ავტორი
სოფიკო ხვიბლიანი
ვისი ესმის ნოდიკო ტატიშვილს ცხოვრებაში და სცენაზე?!
ნოდიკო ტატიშვილი: უამრავი პროექტი იქნება და ბევრი ახალი სიმღერაც იქმნება ჩემთვის, მაგრამ ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს...
- ნოდიკო, ხალხი ადრეც გიცნობდათ, როგორც ნიჭიერ მომღერალს, თუმცა ჯეოსტარმა ამ მხრივ მაინც დიდი როლი ითამაშა, კიდევ რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?
- ჯეოსტარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში, ცხოვრებაში საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება მომცა და სანაცვლოდ ხალხის სიყვარული მივიღე. მერწმუნეთ, ამაზე მთავარი მომღერლისთვის არაფერია. იმ სამმა თვემ დიდი გამოცდილება მომცა. ძალიან კარგ მუსიკოსებთან მქონდა შემოქმედებითი ურთიერთობა, შემდეგ დავმეგობრდით. პროექტში, პროფესიული თვალსაზრისით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, ეს პერიოდი ყოველთვის დაუვიწყარი იქნება.
- ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა, თქვენ და სოფოს რომ მიგეღოთ ვინ იყო ამის ინიციატორი და რატომ გადაწყვიტეთ დუეტში გემღერათ?
- ჩემი და სოფოს ევროვიზიაზე წარდგენის ინიციატორები, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროდიუსერები იყვნენ, მათი გადაწყვეტილებით არჩევანი ჩვენზე შეჩერდა, რამაც ძალიან გაგვახარა. დუეტის იდეაც მათ ეკუთნით, დუეტში სიმღერა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც წყვილს ერთმანეთის ესმით სცენაზეც და ცხოვრებაშიც...
ავტორი
სოფიკო ხვიბლიანი
მიზეზი რის გამოც უკრაინაში ოთო ნემსაძემ პირველი ადგილი ვერ აიღო
ოთო ნემსაძე: ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს, იმედი მაქვს იღბალი არ მიმატოვებს, კარიერას უკრაინაშიც წარმატებით გავაგრძელებ და ჩემს ქვეყანას ვასახელებ.
- ფართო საზოგადოებამ ჯეოსტარის მეშვეობით გაგიცნოთ, რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?
- ჯეოსტარში შემთხვევით მოვხვდი და გავიმარჯვე. ამისათვის, ყველას მადლობას ვუხდი, ეს ჩემთვის დიდი სკოლა იყო. ჯეოსტარმა, ჩემს საქმიანობაში ასი გრადუსით შემომატრიალა.
- თქვენ უკრაინულ ,,ახალ ხმაში“ მიიღეთ მონაწილეობა, მსგავსი შოუ საქართველოშიც არის, რატომ უკრაინაში და არა ჩვენთან?
- მინდა ავღნიშნო, რომ ეს ძალიან კარგი შოუა, საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და ბევრი ნიჭიერი მომღერალი აღმოაჩინა. ვთვლი, რომ საქართველოსთვის ახალი ხმა არ ვიყავი და ამიტომ თავი შევიკავე.
- პირველად ,,feeling good” იმღერეთ და ოთხივე მწვრთნელი შემოგიტრიალდათ, ვინ გირჩიათ ეს სიმღერა და საერთოდ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი?
- არავის არაფერი ურჩევია, ამ კონკურსში ყველა სიმღერა ჩემი არჩეული იყო, ერთის გარდა. კიევში კონცერტი მქონდა, იქ ,,ქართულმა ასოციაციამ“ მონაწილეობის მიღება მირჩია, თავიდან არ მინდოდა, მაგრამ მერე დამითანხმეს.
ავტორი
სოფო ხვიბლიანი
როგორ მოხვდა ნათია ბადირეიშვილი ,,კომედი შოუში“?!
ნათია ბადირეიშვილი: ჩემს ცხოვრებას კომედიის ელემენტები აქვს, რაც მთავარია საშინელებეთა ფილმი არ არის, არც დრამა, ის უფრო სათავგადასავლო მელოდრამაა.
- რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაგებარებინათ?
- ხალხთან ურთიერთობა და საინტერესო ცხოვრება მიყვარს, თუმცა თავიდან სხვა პროფესია მინდოდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შევცვალე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ.
- შოუში როგორ მოხვდით?
- მოცეკვავე ვარ, არგენტინულ ცეკვებზე დავდიოდი. ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტში, სადაც ცეკვის გუნდი გვქონდა, გვერდით აუდიტორიაში, ,,მანსაკანის“ ბავშვები თამაშობდნენ, რომლებსაც ერთ-ერთი როლისთვის გოგო დასჭირდათ. მთხოვეს, რომ მეთამაშა, სწორედ ამ პერიოში ,,თქვენი შოუ“ იქმნებოდა. დამირეკეს, რომ იქაც ერთი როლი შემესრულებინა, პირველს მეორე როლი მოჰყვა და ასე, დავრჩი შოუში.
უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
საჯარო რეესტრში ყადაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.
საკასაციო სასამართლომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავდა ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, ყადაღის არსებობა გამორიცხავდა ყადაღადადებულ ნივთზე სხვა უფლების (მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების) რეგისტრაციას. თუმცა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს დადგენილი ზოგადი წესიდან, კერძოდ, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იყო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იყო ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ იყო განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც იყო ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე.
მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დავით ჭ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულმა, გვიან ღამით, თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებული ლადო დაუშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დღეს, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირების ჩვენება გაიმართება
დღეს, 15 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის 23 წევრისთვის, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირების ჩვენება გაიმართება. ვიდეომასალის ჩვენება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით მოხდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, შს სამინისტროს, 24 ივნისს, წერილობითი თხოვნით მიმართა.
გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა
საქართველოს შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ბრალი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რამდენიმე მუხლით დაუმძიმდა, და ამასთან შესაძლოა ბრალი სხვა მაღალჩინოსნებსაც წაეყენოთ, - ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურამ, ბრიფინგზე გაავრცელა.
პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისთვის ცნობილი იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ყველა დეტალი, რის შემდგომაც მან ფალსიციფიცირებული საქმის წარმოება უზრუნველყო.
პროკურატურამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ მოხდა, დანაშაულის წახალისება, ფარული მხარდაჭერა დანაშაულის დაფარვისათვის, ასევე სასჯელის ვადამდე ადრე გათავისუფლების ქმედებება. გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული საკუთარი მოტივებით ჩაიდინა.
„სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დ. ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნული განაჩენით მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი“,- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულებმა, მიიღეს ფულადი ანაზღაურება დუმილის სანაცვლოდ და ისინი ისეთივე პირობებში იხდიდნენ სასჯელს, როგორც თავისუფლებაში მყოფი ადამიანი.
ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მესამე რეგიონალური კონფერენცია
დღეს, ბათუმში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შემოსავლების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საერთაშორისო სარკინგზო ტრანსპორტის კომიტეტის მხარდაჭერით, სასტუმრო შერატონში, ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მესამე რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლებენ.
ორდღიან ღონისძიებას დაეწრებიან სამთავრობო უწყებების, კერძოდ, სამინისტროების, საბაჟოების, სატრანსპორტო სააგენტოების, რკინიგზებისა და ნავსადგურების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები. მონაწილე მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას რეგიონალური ვაჭრობის განვითარების შესახებ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობისთვის. კონფერენცია მიზნად ისახავს კავკასიის სატრანზიტო დერეფნის ცნობადობის ამაღლებას, ერთი ფანჯრის მექანიზმისა და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში მიღწეული შედეგების შეფასებას.