ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
თემურ ჩალაბაშვილი: თუ გინდა ადამიანის გულს მოარტყა, სათქმელი უნდა იყოს მართალი
ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ „დროშა“-ში, რომელსაც მწერალი გიორგი ნატროშვილი რედაქტორობდა. მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ „პირველ სხივში“, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას, ამიტომ მისთვის ამ ტრადიციულ ჟურნალში დაბეჭდვა ძალიან საამაყო იყო. მაშინ მიხვდა, რომ ლექსმა თავისი მისამართი იპოვა... სტუდენტებმა, ჯერ კიდევ დამწყები პოეტების ლექსები იცოდნენ ზეპირად, რაც ძალიან დიდი სტიმული იყო მისთვის.
- რამდენი წიგნი გაქვთ გამოცემული, ან სად გაქვთ გამოქვეყნებული?
- სამი კრებული მაქვს გამოცემული - „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“ და „პოეტის ასი ლექსი“, იანვარში კი მეოთხე წიგნი გამოვა, სახელწოდებით „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“. არ ვცდილობ ბევრი წიგნის გამოცემას, მთავარია ხარისხი.
- საყვარელი მწერალი და წიგნი...
- როგორ შეიძლება პოეტს მხოლოდ ერთი გატაცება ჰქონდეს, მაგრამ ჩემთვის ყველა დროის საყვარელი მწერალი ვაჟა-ფშაველაა.
- ჰობი და ცხოვრების დევიზი...
უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა კომპლექსური სამაშველო ოპერაციები განახორციელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უამინდობით გამოწვეული საგზაო მოძრაობის შეფერხების გამო მთელი ღამის განმავლობაში რიკოთის უღელტეხილზე იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 35 თანამშრომელი სრული სამაშველო აღჭურვილობით. სამაშველო ოპერაციებში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ჩართვა აუცილებელი გახდა, რადგან დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე ავტომანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ, რამდენიმე მანქანა სავალი ნაწილიდანაც გადავიდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა თოვლის გამო რიკოთზე ჩარჩენილი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სპეციალური ტექნიკით ბუქსირება განახორციელეს და მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. კომპლექსური სამაშველო ოპერაციები ჩატარდა შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და მუნიციპალურ სამაშველო და სახანძრო სამსახურებთან ერთად. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაციები ასევე ჩაატარეს წალკა-ნინოწმინდის უღელტეხილზე.
ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილი სრულიად გათავისუფლდა თოვლში ჩარჩენილი ავტოტრანსპორტისგან.
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გივის ძე ქათამაძე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა ბათუმის ბულვარში არსებული ღია თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვის ფილების დასაგები სამუშაოების ხარვეზით, ვადაზე ადრე ჩაბარების და აღნიშნულ საკითხში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 300 ლარი.
სამართალდამცველებმა გოჩა ქათამაძე ქრთამის აღების ფაქტზე 3 დეკემბერს დააკავეს.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი
სოფო ხვიბლიანი
რომელი გადაცემის წამყვანი იქნება მარკუს მეტრეველი?!
მისთვის სიმღერა მთავარია. კარიერის გაგრძელებას საქართველოში აპირებს და მაქსიმალურად ეცდება თაყვანისმცემლებს იმედები არ გაუცრუოს.
- ძალაინ დიდი ხანი საბერძნეთში მოღვაწეობდით, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
- საბერძნეთში 20 წელი ვმოღვაწეობდი, თუმცა ბოლოს, მაინც საქართველოში დავბრუნდი. ამის ძირითადი მიზეზი საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი იყო. გადაწყვეტილი მქონდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოსკოვში წავსულიყავი და რუსულ შოუ ბიზნეზში ჩავრთულიყავი, მაგრამ რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შემიშალა.
- საქართველოში როგორ მიგიღეს?
- თავიდან გამიჭირდა, რადგან ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის უცხო აღმოვჩნდი, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი მეგობარი მყავდა, დახმარება არავისთვის მითხოვია. უბრალოდ გადავდგი წარმატებული ნაბიჯები, რამდენიმე ცნობილ მომღერალთან ერთად დუეტი ჩავწერე და გაჰიტდა. შემდეგ კი თავისთავად აეწყო.
- ძალინ თავისუფალი პიროვნება ხართ, რა აზრის ხართ ქართულ ტრადიციებზე?
- თავისუფალი ვარ, როგორც ცხოვრების წესით, ასევე მენტალობით. არ მიყვარს დაკომპლექსებული საზოგადოება, რაც შეეხება ქართულ ტრადიციებს, რათქმა უნდა ძალიან ბევრი ღირებული და ფასეული ტრადიცია გვაქვს ქართველებს, მაგრამ ბევრი დაშტამბული და ვადაგასული.
ავტორი
ნათია რევაზიშვილი
ამბობენ ,,თეატრი რეალური ცხოვრებაა, არარეალურ სამყაროშიო", ამიტომ ცხოვრების მრავალფეროვნებას, ყველაზე უკეთ თეატრი ასახავს და შესაბამის ეპოქასაც ქმნის...
ხელოვნება ადამიანის სულის სიღრმეში იხედება და ზოგჯერ გამოსავლის პოვნაშიც გვეხმარება. რადგან სცენა ფანტაზიის, წარმოსახვის და აზრის ხმამაღლა გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, სწორედ ამიტომ გახდა ლაშა გოგნიაშვილის სპექტაკლები საზოგადოებისთვის ემოციურად აღსაქმელი. რეჟისორის პრიფესიული თვალთახედვა, ხალხის ყოვედღიური პრობლემებისკენაა აქცენტირებული.
დღევანდელ საუბარს სპექტაკლ ,,ბესლანით" ვიწყებთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, უკრაინის ფესტივალ ,,მანდრივი ვიშაკ"-ზე იყო წარდგენილი და მეორე ადგილი დაიკავა.
ავტორი
გიორგი გაბაშვილი
,,რევოლუცია მოდის” ანუ „ბალოტნაიადან - მაიდნამდე“
დღეს მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება კიევისკენაა მიპყრობილი. პრესაში გვხვდება სტატიები სათაურით „უკონტროლო უკრაინა“, „უკრაინული ზამთარი“ და სხვა.
უკრაინაში საზოგადოების პროტესი და ამ პროტესტის აქციებში გადაზრდა, გამოიწვია პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირებაზე.
საზოგადოების მასობრივი პროტესტის მეოთხე დღეს, მშვიდობიანი აქცია სპეცრაზმთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით სცადა აქციის დაშლა. ამ დღეების განმალობაში, უკრანელ ხალხში იმდენად დიდია რევოლუციური მუხტი, რომ აქციის დაშლის მცდელობას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა და ასობით ადამიანი დაშავდა.
ძირითადად, აქციები დედაქალაქ კიევში, „მაიდანზე“ მიმდინარეობს. სანამ „მაიდანს“ დავურუნდებით, პოლიტიკური თვალსაზრისით პარალელი გავავლოთ 2004 წელთან, როცა უკრაინაში პირველი - ნარინჯისფერი რევოლუცია - მოხდა. როცა 2004 წელს უკრაინა თავისი გზით წავიდა, ეს აღიქვა, როგორც რუსუთის შოკი. საუკუნეების განმალობაში, პირველად, უკრაინამ ზურგი აქცია რუსეთს და ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში, უკრაინას შანსი მიეცა, ევროპის ნაწილი გამხდარიყო.
უკრაინის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება კი პრეზიდენტ იანუკოვიჩს უკავშირდება. ეს თეზისი მან რამდენიმე დღის წინ განამტკიცა, როცა უარი თქვა ევროპაზე.
დღეს კი სხვა კითხვა გაჩნდა: გადავა, თუ არა უკრაინა, კვლავ ევროპულ რელსებზე?
რამდენიმე ფაქტი, რაც ანალიზში დაგვეხმარება:
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
,,დიოგენეში“ ნიკა ჩერქეზიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა
წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ თანამედროვე პოეტის ნიკა ჩერქეზიშვილის საღამო გაიმართა.
პოეზიის საღამოს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ძირითად ნაწილს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეადგენდნენ.
პოეზიის საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ზურა ჯიჯიაშვილი.
,,გამომცემლობა „დიოგენე“ ოცდამესამე წელია, ყოველ პარასკევს, მოწვეულ სტუმართან ერთად ლიტერატურულ საღამოს აწყობს. ნიკა ჩერქეზიშვილის პოეზიის საღამოებზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. აქამდე ნიკა ჩევნთან შეხვედრას ვერ ახერხებდა. ძალიან ბევრი ადამიანისგან იყო მოთხოვნა, რომ მოგვეწვია.“ – განაცხადა პოეზიის საღამოს ორგანიზატორმა.
,,მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ სულ არ ვგრძნობ თავს ისე, როგორც თევზი წყალში. არაფრის თქმა შემიძლია, გარდა იმისა , რომ პოეზია ჩემთვის ყველაფერია.“ - აღნიშნა პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
ქართული ელიტის პოეტები - წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ,,ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია ,,ივერია"
პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა კურთხევით
პროექტის მიზანი და შინაარსი საქართველოს პოეტების, მწერლების, ხატმწერების, მხატვრების და ფოტოხელოვანების, მათ შორის საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატების შემოქმედების პოპულარიზაცია გახლავთ. ,,ივერიის" პრემიისთვის ყოველ თვე მონაწილეობას მიიღებს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), ერთი მსჯავრდებული (პატიმრები), ერთი სასულიერო პირი, ოთხი (,,ჩვეულებრივი") პოეტი და სხვა. ყოველ საღამოზე წაიკითხება და ასევე ჟურნალ ,,ქართულ ელიტაში" დაიბეჭდება ერთი ქართველი კლასიკოსის ლექსები. პირველი წლის პროექტში, - წელიწადეულ კრებულში შევა ქართველი კლასიკოსების შემოქმედება: ილია ჭავჭავაძე, შოთა რუსთაველი, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, გიორგი ლეონიძე, ტერენტი გრანელი, ლადო ასათიანი.
ყოველ თვე, მონაწილე პოეტებისა და მწერლების შემოქმედება (ასევე ხატმწერების, მხატვრების, ფოტოხელოვნების შემოქმედება) დაიბეჭდება ჟურნალ ,,ქართულ ელიტაში", რომელთა საღამოებიც გაიმართება თვეში ერთხელ, საქართველოს სხვადასხვა ადგილას. ერთი წლის განმავლობაში შემოსული მასალები გადაიბეჭდება წელიწადეულ წიგნში, ავტორთა ბიოგრაფიებთან ერთად. წლის განმავლობაში, ყოველ პოეტურ საღამოს გაალამაზებს ერთი ხატმწერის, ერთი მხატვრის და ერთიც ფოტოხელოვანის შვიდ-შვიდი ნამუშევრი, რომელთა შემოქმედებაც დაიკავებს, ასევე ღირსეულ ადგილს წელიწადეულ კრებულში. სულ, ერთი წლის მანძილზე, მონაწილე იქნება 12 ხატმწერი, 12 მხატვარი, 12 ფოტოხელოვანი, 84 პოეტი და მწერალი.
მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
მიხეილ სააკაშვილი: „მე ყველაფრის თავიდან დაწყებას ვაპირებ, მე არ ვარ დაღლილი და არ მჭირდება დასვენება, მაგრამ ჩემს ხალხს სჭირდება დასვენება ჩემგან“.
(washingtonpost-ის სარედაქციო წერილი)
ზუსტად 10 წლის წინ, ნოემბრის ბოლო კვირაში, ახალგაზრდა იურისტმა მიხეილ სააკაშვილმა, არჩევნების გაყალბების გამო დაწყებული აქციები რევოლუციით დაასრულა და კორუფციული რეჟიმი სულ მალე მისმა გუნდმა ჩაანაცვლა, ხოლო თვთონ 35 წლის ასაკში საქართველოს პრეზიდენტი გახდა. „ვარდების რევოლუციას“ ერთი წლის შემდეგ, უკრაინაშიც მოჰყვა რევოლუცია და ეს ორი ქვეყანა პრო-დასავლური გზით წავიდა, რაც დასაწყისშივე არ მოსწონდათ მოსკოვში.
10 წლის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა. გასულ კვირას უკრაინის მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე და საკმაოდ „გაახარა“ კრემლი. უკრაინას წინ უძღოდა სომხეთი, რომელიც შემოდგომაზე გახდა ზეწოლის ობიექტი პუტინის მხრიდან. ასე რომ, მხოლოდ მოლდოვა და სააკაშვილის საქართველო განაგრძობენ სწრაფვას ევროკავშირისკენ.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
პატარა ოჯახის დიდი კორიფეები
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ფილიალის უფროსი, ქალბატონი დარეჯან თომაძე, წლების წინ, ერთ-ერთი საქველმოქმედო მარათონის მზადების დროს გავიცანი. იგი მრავალი წლის განმავლობაში, დუშეთის ბავშვთა სახლის დირექტორი გახლდათ. თბილი და მოსიყვარულე, გასაოცარი ფენომენის მქონე პიროვნებაა, რომელიც გულში ჩაგიხუტებს და შენი სულის მწარე იარებს განკურნავს. გაიხდის საკუთარ ტანისამოსს, იმისათვის, რომ სხვას არ შესცივდეს. ახლა, უკვე აქ ვგრძნობთ მის ჩვეულ სიყვარულსა და სითბოს, რასაც თანაბრად უნაწილებს დიდსა, თუ პატარას. დღეს, ჩვენს ლამაზ ოჯახში, არაერთი ღვაწლმოსილი ადამიანი ცხოვრობს. ქალბატონი დარეჯანი კი, ამ პატარა ოჯახის დიდი კორიფეების ღირსეული და თავდადებული პატრონია.
- როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა განსაკუთრებული უნარის მქონე ადამიანებთან?
- 25 წელი, საბავშვო ბაღის დირექტორად ვიმუშავე, რომელიც ბოლო 5 წელი საპილოტე ბაღად გადაკეთდა და ინკლუზიური სწავლება დავიწყეთ. ამიტომ, ჩემთვის ახალი არ იყო, ასეთ ბენეფიციარებთან ურთიერთობა. შემდგომ, ბავშვთა სახლის დირექტორად გადავედი, მაგრამ ეს ბავშვთა სახლი მალევე დაიხურა. შეიქმნა საშიშროება იმისა, რომ 35 თანამშრომელი უმუშევარი დარჩენილიყო. გამოვნახე გამოსავალი და გავხსენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი დუშეთში. რაც ძალიან რთული იყო, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მქონდა. მათი დახმარებით შენობის გარემონტება და მისი სრული ადაპტირება შევძელი. სანამ ზემოთ ხსენებულ პანსიონატს გავხსნიდი, ვხვდებოდი ყველას საბავშვო ბაღისა, თუ სკოლის დირექტორებს და ვუხსნიდი, რომ უნდა გახსნილიყო ,,შშმპ პანსიონატი" და ვთხოვდი, ყოფილიყვნენ მოწყალენი, მიმტევებელნი. შეიძლება მათ რაღაც შეეშალოთ, შეიძლება არასწორად მოიქცნენ, მაგრამ ჰყავთ დედა, ჩემი სახით, რომელიც მათ მიერ ჩადენილ ყველა საქციელზე პასუხს აგებს. ჩემი ბენეფიციარების 99%-ი დედას არ იცნობდა, ისინი ყველა ბავშვთა სახლში გაზრდილები იყვნენ, ამიტომ დედას მე მეძახდნენ და მეც შესაბამისად ვიქცეოდი. ისე კარგად მოხდა ამ ბავშვების ადაპტირება საზოგადოებასთან, რომ ერთი პრობლემაც კი არ გამჩენია. ეს წლები ყველაზე დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო, ჩემი 35 წლიანი სამუშაო პრაქტიკიდან. შემდეგ, მოულოდნელად ,,თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში", სამუშაოდ გადმოსვლა მომიწია. ძალიან გამიჭირდა მათი დატოვება, მაგრამ ჩვენი დედა-შვილური და თბილი ურთიერთობა, დღემდე გრძელდება.
მსოფლიო მაკაბიადა თბილისში
2013 წლის 27 ნოემბერს, 11 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში იმართება „WORLD MACCABI CUP 2014”-სადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია. საქართველოს მხრიდან ესწრებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი, სახელმწიფო წარმომადგენლები ჯამლეტ ხუხაშვილი და კახა ბასილია. ისრაელიდან მსოფლიოს ქართველ-ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირელაშვილი, ისრაელის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი გაბი მიხეილი და ასევე ისრაელის სამთავრობო დელეგაცია 4 კაცის შემადგენლობით. მსოფლიო მაკაბის თასი გაიმართება 2014 წლის 18-19 ოქტომბერს ქ.თბილისში და მონაწილეობას მიიღებს 55 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ორგანიზატორები არიან: მსოფლიოს მაკაბის კავშირი მსოფლიოს კარატეს ფედერაცია საქართველოს სპორტის სამინისტრო ქ. თბილისის მერია.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
დეკანოზ ანდრია ნაცვლიშვილის ნახატების გამოფენა
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, დეკანოზ ანდრეა ნაცვლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს მიეძღვნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული, ოთხმოცი ნამუშევარი.
„თუ ადამიანში უფალი არ არის, ის ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს, გარდა თავისი ხორციელი მიზნებისა. ვცდილობდი ჩემს ნახატებში უფალი ყოფილიყო, იმისათვის რომ ადამიანს სჭირდება განათლება, შემეცნება. მინდოდა, ყველას დაენახა სითბო, სიყვარული. ჩემს ნახატებში ყველაფერი გულიდან არის წამოსული.“ - განაცხადა დეკანოზ ანდრეა ნაცვლიშვილმა.
ექსპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.