შემოგვიერთდით facebook-ზე
მიხეილ სააკაშვილი: „მე ყველაფრის თავიდან დაწყებას ვაპირებ, მე არ ვარ დაღლილი და არ მჭირდება დასვენება, მაგრამ ჩემს ხალხს სჭირდება დასვენება ჩემგან“.
26-11-2013, 15:51  /  ნახვა: 2123

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

ზუსტად 10 წლის წინ, ნოემბრის ბოლო კვირაში, ახალგაზრდა იურისტმა მიხეილ სააკაშვილმა, არჩევნების გაყალბების გამო დაწყებული აქციები რევოლუციით დაასრულა და კორუფციული რეჟიმი სულ მალე მისმა გუნდმა ჩაანაცვლა, ხოლო თვთონ 35 წლის ასაკში საქართველოს პრეზიდენტი გახდა. „ვარდების რევოლუციას“ ერთი წლის შემდეგ, უკრაინაშიც მოჰყვა რევოლუცია და ეს ორი ქვეყანა პრო-დასავლური გზით წავიდა, რაც დასაწყისშივე არ მოსწონდათ მოსკოვში.
10 წლის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა. გასულ კვირას უკრაინის მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე და საკმაოდ „გაახარა“ კრემლი. უკრაინას წინ უძღოდა სომხეთი, რომელიც შემოდგომაზე გახდა ზეწოლის ობიექტი პუტინის მხრიდან. ასე რომ, მხოლოდ მოლდოვა და სააკაშვილის საქართველო განაგრძობენ სწრაფვას ევროკავშირისკენ.
რაც შეეხება სააკაშვილს, მან დაასრულა პრეზიდენტობის მეორე ვადა. ერთი წლით ადრე კი მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. ახლა, სააკაშვილი აღარაა პოპულარლი, არც საქართველოში და არც ამერიკაში, მითუმეტეს ობამას პრეზიდენტობის ხანაში, როცა საქართველოს და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს აღარ „წყალობენ“.
რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს კურსი ევროპისკენ  დიდწილადაა დამოკიდებული პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში არყოფნაზე. თუ სააკაშვილი საქართველოში ჩავა და მას მართლმსაჯულებას გადასცემენ, საქართველო ვეღარ წავა ევროპის გზით. ამ შემთხვევაში საქართველო გაიმეორებს უკრაინის შეცდომას. ევროპასთან უკრაინის ინტეგრაცია ,,ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიდერის დაპატიმრებამ შეაფერხა.
დასრულდება ლიბერალური დემოკრატია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში?
შეძლებს პუტინი კვლავ გაყოს ევროპული გაერთიანებები და საბჭოთა იმპერია?

მიხეილ სააკაშვილი: „მე ყველაფრის თავიდან დაწყებას ვაპირებ, მე არ ვარ დაღლილი და არ მჭირდება დასვენება, მაგრამ ჩემს ხალხს სჭირდება დასვენება ჩემგან“.
სააკაშვილი დარწმუნებულია რომ - არა.
როცა რადიკალურ რეფორმებს ატარებ, რათქმაუნდა ბევრს ენდომება, რომ ისინი შეაჩერო. ეს მარტივია. მაგრამ არა მგონია რუსეთმა უკან დაგვაბრუნოს. მთლიანად ეს რეგიონი მიზანმიმართულად მიიწევს დასავლური განვითარებისკენ - დასძენს სააკაშვილი.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო, უკრაინა და სხვა ევრაზიული ქვეყნები მიჰყვებიან დემოკრატიის განვითარებისა და ევროპაში ინტეგრაციის საერთო კურსს, ზუსტად ისე, როგორც „ვარშავის პაქტი“-ს დროს, 90-იანებში გააკეთეს ეს პოლონეთმა და უნგრეთმა. განსხვავება იმაშია, რომ რუსეთი ელცინის „ვაი-დემოკრატიიდან“ გარდაიქმნა პუტინის ნეო-იმპერიალისტური რეჟიმის მანქანად.
პუტინი თავის მეზობლებს აშინებს ემბარგოს საშუალებით, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.
„პუტინის ძალაუფლება არის კორუფცია,  ასე რომ თუ გინდა ევროპაში მიგიღონ, უნდა გადალახო ყველა მტკივნეული რეფორმა, ხოლო პუტინის ევრაზიულ კავშირში მისაღებად, საჭიროა იყო კორუფციული, სუსტი ქვეყანა, რომელსაც პუტინის მსგავსი მმართველი სჭირდება“ - ამბობს სააკაშვილი.
საქართველოში, ხელისუფლების ცვლილება და მთავრობის სათავეში ივანიშვილის მოსვლა, შეიძლება საკმარისი საბაბი იყოს იმისათვის, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში შევიდეს. თუმცა მთავრობის წევრები ამ შეხედულებას უარყოფენ და პრო-დასავლური გზით განვითარებისკენ ისწრაფვიან.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი რეფორმის გამტარებელი მთავრობა კვლავ დაბრუნდება სათავეში. მისმა პარტიამ 22 % მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც სავსებით საკმარისია რეინკარნაციისთვის.
 „მე ყველაფრის თავიდან დაწყებას ვაპირებ, მე არ ვარ დაღლილი და არ მჭირდება დასვენება, მაგრამ ჩემს ხალხს სჭირდება დასვენება ჩემგან“ - დასძენს ბოლოს სააკაშვილი.


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა