შემოგვიერთდით facebook-ზე

ჯგუფი ,,მანდილი“, რომელიც ფეისბუქის საშუალებით ჯერ რუსეთსა და ამერიკაში შეიყვარეს, შემდეგ საქართველოში გაიცნეს. ძალიან მცირე დროში უამრავი ხალხის მოწონებაც დაიმსახურეს და დამსახურებული, თუ დაუმსახურებლი კრიტიკაც მოისმინეს... მალე ისინი თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერების ჩაწერით გაახარებენ.

1-10-2014, 16:07

ლილი ხურითი: თეატრს კარგი დღეები არ უდგას
ბავშვობიდან თეატრალური ცხოვრება ჰქონდა. ასე რომ დიდი არჩევანის წინაშე არც დამდგარა. 1983 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. 1984 წლიდან სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობს მსახიობად.
გადაღებულია ფილმებში: ,,დონ ჟუანის დაბადება"(დაშა), ,,მიიღეთ გამოწვევა სენიორებო", ,,ბილიკები ცაში"" (ლილი), ,,წერილები ბამიდან", ასევე ქართულ სერიალებში : ,,გოგოები და ბიჭები" და ,,ჩიფსების თაობა." თეატრში 30 მთავარი როლი და უამრავი სხვა პერსონაჟი აქვს განსახიერებული.

29-09-2014, 17:12

ამ კითხვაზე თავად ასე პასუხობს: – უპირველეს ყოვლისა გახლავართ მშობელი, მეუღლე. ვარ პოეტი, შემდეგ არტისტი. 8 წლის მანძილზე, ასევე ტერენტი გრანელის პირველი საფლავის მცველი. პირდაპირი, სამართლიანობის მოყვარული და ხშირად ზედმეტად ემოციურიც. 20 წელი არტსა და პოეზიის საღამოებში გავატარე... წელიწადნახევარია, რაც ყველაფერი მივატოვე და საერო მორჩილი გავხდი, ანუ ეკლესიური. ვარ მთავარი სტიქაროსანი (დიდი დიღმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში) და ჩემი მამაოს მარჯვენა ხელი.

19-09-2014, 20:02

მთავრობამ დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა 260 დევნილი ოჯახისათვის (800-მდე დევნილი) საკუთრებაში საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს.

დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, ფოთში, ბათუმში, ქარელსა და წყალტუბოში დაუკანონდათ.

მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ბინების დაკანონების პროცესი კვლავ გრძელდება და საცხოვრებელი ფართები, სადაც დევნილები კანონიერად ცხოვრობენ მათი საკუთრება გახდება.

19-09-2014, 17:38

19 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. 2014 წელი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო წელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს. სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, სადაც საზოგადო მოღვაწემ მთელი ცხოვრება გაატარა, დღეს დანგრევის პირასაა.

19-09-2014, 17:32

თბილისში სამუშაო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN)ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბევრ მნიშვნერლოვან საკითხთან ერთად, აქტიურად განიხილებოდა ცერნში (CERN) საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ოფიციალურ განაცხადს წარადგენს ცერნში (CERN) და დაიწყება პროცესი. პარლელურად, არაერთი ცერნის (CERN) წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და საქართველოდანაც ბევრი მეცნიერი ეწვევა ბირთვული კვლევის ევროპულ ცენტრს.

19-09-2014, 17:21

დღეს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის განცხადება, რომ ექსპრეზიდენტს სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონება დაუყადაღეს. ადვოკატმა ამ ქონების ჩამონათვალიც გაავრცელა. 

19-09-2014, 16:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი მსხვილი თურქული ჰოლდინგის ,,მეტრო ტიკარის" ხელმძღვანელს, გალიპ ოსტურკს შეხვდა. ჰოლდინგი ბათუმში 42 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის განხორციებას იწყებს, რომლის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი აპარტ-ოტელი და სასტუმრო აშენდება. 

19-09-2014, 15:59

არადეკლარირებული, ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩნდა, საქართველოს მოქალაქეს, ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, მოქალაქე ა.მ. –ს ბარგში 15954,24 ლარის ღირებულების, საერთო წონით 376,53 გრამი ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

19-09-2014, 15:33

,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. კონტროლის ზონაში შემოსული, საქართველოს მოქალაქე მ. გ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანის კარებსა და საბარგულის კედლებში არადეკლარირებული 17 დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს, რომელთა საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 35286 ლარი შეადგინა.

19-09-2014, 15:29

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ასლან ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1986 წელს დაბადებული ლევან ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში დააკავეს.

19-09-2014, 15:07

პოეტი ვაჟა ოთარაშვილი ფიქრობს, რომ ოდითგან ქართველი კაცის ორიენტირი უფალი და სამშობლო იყო, ამ ორმა ზნეობრიობამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. სარწმუნოების დაკარგვით, საქართველო პირისაგან მიწისა წაიშლება. მხოლოდ სიახლეების კი არა, მარადიული ღირებულებების ძიება უნდა ხდებოდეს, რომელიც, როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, არ ძველდება. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, რაც არ უნდა შეიცვალოს, ყველაფერი მაინც წარმავალია.  ხელისუფლება ტრადიციული ორიენტირისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ევროპისკენ, რუსეთისკენ ან ამერიკისკენ, რადგან საქართველო დიდი წმინდანების და მეფეების თვით შეწირვის მაგალითებმა გადაარჩინა. დღევანდელ ხელისუფლებაში ამ სულისკვეთებას კი ვერ ხედავს.

15-09-2014, 23:02



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა