შემოგვიერთდით facebook-ზე
ვაჟა ოთარაშვილი: ქართული ტელევიზიები სავსეა ,,ტელე მეძავებით"
15-09-2014, 23:02  /  ნახვა: 4072

პოეტი ვაჟა ოთარაშვილი ფიქრობს, რომ ოდითგან ქართველი კაცის ორიენტირი უფალი და სამშობლო იყო, ამ ორმა ზნეობრიობამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. სარწმუნოების დაკარგვით, საქართველო პირისაგან მიწისა წაიშლება. მხოლოდ სიახლეების კი არა, მარადიული ღირებულებების ძიება უნდა ხდებოდეს, რომელიც, როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, არ ძველდება. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება რაც არ უნდა შეიცვალოს, ყველაფერი მაინც წარმავალია.  ხელისუფლება ტრადიციული ორიენტირისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ევროპისკენ, რუსეთისკენ ან ამერიკისკენ, რადგან საქართველო დიდი წმინდანების და მეფეების თვით შეწირვის მაგალითებმა გადაარჩინა. დღევანდელ ხელისუფლებაში ამ სულისკვეთებას კი ვერ ხედავს.
– თქვენი აზრით ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა?
– სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებაში კრიმინალი ნაციონალების ხროვიდან შემოპარული აგენტები არიან და ვერ ვხედავ პატრიოტულ ძალებს, რომლებიც საქართველოს სწორ გზაზე გაყვანას შეძლებენ. ნაძირალა, სისხლის მსმელი მიშა სააკაშვილი, ქართველების სიძულვილით გაჟღენთილი და ფსიქიურად შეურაცხადი იყო. ნებისმიერი მისი ნაბიჯი ქართული ცნობიერების წაშლისკენ იყო მიმართული, ამიტომ აავსო ციხეები ქართველი პატიმრებით, ხალხს აწამებდა, ქუჩებში ხოცავდა. ეს ყველამ კარგათ იცის, მაგრამ სადისტი ხელისუფლება, რომელმაც ქართველი ერი გაანადგურა, იმპოტენტმა ხელისუფლებამ შეცვალა.
– იმპოტენტ ხელისუფლებაში რას გულისხმობთ?
– იმას, რომ თავისი უნიათობის გამო ხელისუფლება ქვეყნის განვითარებისთვის არაფერს აკეთებს. სააკაშვილის დროს საქართველო მინუსებში იყო, დღეს კი ნულოვან ნიშნულზეა გაყინული.

ვაჟა ოთარაშვილი: ქართული ტელევიზიები სავსეა ,,ტელე მეძავებით"
– დღეს ჟურნალისტებსაც ხშირად გვაკრიტიკებენ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ქაოსის გამო...
– ქართული ტელევიზიები ტელე მეძავეებით, აგენტებით სავსეა. საქართველო უცხოელ ,,ბოსებზეა" გაყიდული. განათლების სისტემა მთლიანად დაანგრია მტერმა თუ "მოყვარემ". სკოლებში ეროვნულ ცნობიერებას ანგრევენ, მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომლებიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, სასკოლო პროგრამიდან ამოღებულია, მაია მიმინოშვილი კი უმაღლესებში ჩარიცხულთა რაოდენობით ამაყობს. ეს ყველაფერი ბლეფია, რომელიც მხოლოდ ფულის საკეთებლად ხდება. უმაღლეს სასწავლებლებში ფაქტიურად სწავლა არ მიმდინარეობს, რადგან ფასიანმა უმაღლესმა სასწავლებლებმა დაანგრია მთლიანად განათლების სისტემა. ასი ბავშვიდან შეიძლება ხუთი სწავლობდეს, დანარჩენს კი ნიშანს იმაში უწერენ, რომ ფულს იხდიან. ამიტომ უცოდინარ ჟურნალისტთა ნაკადი მივიღეთ, რომლებიც აკაკი წერეთელს ყაზბეგისგან ვერ არჩევენ. სამარცხვინო გადაცემები გვაქვს, არადა უცხოელი ჟურნალისტები ქართული კინოს ფენომენზე წერენ, ჩვენ კი თურქული სერიალებით ვადებილებთ ხალხს. საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ვალდებულია ეროვნულ კულტურას მიხედოს. სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელობა საეჭვო პიროვნებებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც არც ღირსება და არც სათანადო განათლება გააჩნიათ. ქართული არხები მოსახლეობის ზომბირებას ემსახურება, უცხოური სპეც სამსახურების დავალებებს ასრულებენ. სატელევიზიო არხის მესაკუთრენი კი გამყიდველი ფარსადანები არიან, იუდას გზაზე მდგართ მწვანე დოლარები და ვარდისფერი ევროები ურჩევიათ სამშობლოს "სალ კლდეებს".
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა