შემოგვიერთდით facebook-ზე
რა ხდება ჯგუფ ,,მანდილის“ წევრების პირად ცხოვრებაში?!
1-10-2014, 16:07  /  ნახვა: 5253

ჯგუფი ,,მანდილი“, რომელიც ფეისბუქის საშუალებით ჯერ რუსეთსა და ამერიკაში შეიყვარეს, შემდეგ საქართველოში გაიცნეს. ძალიან მცირე დროში უამრავი ხალხის მოწონებაც დაიმსახურეს და დამსახურებული, თუ დაუმსახურებლი კრიტიკაც მოისმინეს... მალე ისინი თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერების ჩაწერით გაახარებენ.

ერთმანეთი როგორ გაიცანით?

თათული მგელაძე: შორენა და ანი ერთმანეთს სკოლიდან იცნობდნენ, ერთად სწავლობდნენ, ხოლო მე და შორენამ ორი წლის წინ,,facebook“-ის საშუალებით, როცა   ჩემი დაბადების დღეს გაციებული შევხვდი. საწოლიდან სტუმრებმა ამაყენეს, რომ მემღრა. სიმღერის დროს პიჟამოებში ჩაცმულს თურმე ვიდეოს მიღებდნენ. ვიდეო კი შემდეგ ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში ამიტვირთეს, სადაც შორენამ ნახა... (იცინის)

შორენა ცისკარაული: ძალიან გამიკვირდა, ფოლკლორულ ჯგუფში ასეთი ვიდეო რომ დაიდო. ჩემი ემოციები ვერ დავმალე და გავლანძღე. შემდეგ ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი დამჭირდა, ვიცოდი, რომ თათულის ეცოდინებოდა და გამოგზავნა ვთხოვე. ასე შევრიგდით. გავიგეთ, რომ ორივე აბიტურიენტები ვიყავით და გამოცდებზე ერთად გავდიოდით, ამის შემდეგ ჩაეყარა ჩვენს მეგობრობას საფუძველი.

პირველად სად იმღერეთ ერთად?

რა ხდება ჯგუფ ,,მანდილის“ წევრების პირად ცხოვრებაში?!

თათული მგელაძე: გეპეიში, სადაც შორენას ანი ჰყავდა დაპატიჟებული, მას ორივესთან ცალ–ცალკე უნდა ემღერა, მაშინ ანის არ ვიცნობდი. თუმცა უცებ გადავწყვიტეთ ოთხივე სიმღერა  ერთად გვემღერა, რის შემდეგაც მივხვდით, რომ ხმები ერთმანეთს ძალიან მოუხდა და ჯგუფი შევქმენით.

ადრე სხვა ჯგუფში თუ მღეროდით?

შორენა ცისკარაული: მე და ანი ჯგუფ „უნისონში” ვმღეროდით, მაგრამ ერთ–ერთი მომღერალი გაგვითხოვდა და დაიშალა. შემდეგ ბიჭებიც წავიდნენ, მხოლოდ მე და ანი დავრჩით, მარტო კი ვერაფერს გავხებოდით.

რატომ დაარქვით ჯგუფს „მანდილი“?

შორენა ცისკარაული: პირველ რიგში  გოგოები ვართ და ამიტომ, მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ დედაჩემს დავესიზმრეთ, თითქოს „მანდილი“ გვერქვა და დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ჯგუფს ეს სახელი რქმეოდა.

თქვენს მიმართ ვინმეს ინტერესი გამოუჩენია თუ არა დაფინანსების მხრივ?

რა ხდება ჯგუფ ,,მანდილის“ წევრების პირად ცხოვრებაში?!

თათული მგელაძე: მთიანეთში ვიყავით შორენას ბიძის დაბადების დღეზე, ვმღეროდით, იქ ერთ კაცს მოვეწონეთ (სახელს და გვარს მისი თხოვნით არ ვასახელებთ), ფული მოგვცა, რომ სიმღერა ჩაგვეწერა.

ეს ვიდეო, რითაც საქართველომ გაგიცნოთ, როდის ატვირთეთ?

თათული მგელაძე: ორი თვის წინ, თავიდან სამასამდე გაზიარება ჰქონდა, შემდეგ რუსმა ჟურნალისტმა გააზიარა, მას ერთმა ამერიკელმაც მიჰბაძა და და ქართველებიც გააქტიურდნენ. რამოდენიმე დღეში youtube-ზე სამასიათასი ნახვა ჰქონდა, რამაც ძაან გამაოგნა.

რომ არა ამერიკელი და რუსი ჟურნალისტი, დღეს ასეთი აქტუალურები იქნებოდით?

თათული მგელაძე: არა, ეს ქართველების  ყველაზე ცუდი თვისებაა, მხოლოდ მაშინ შეგიყვარებენ, თუ უცხომ გაღიარა, ანდა სიკვდილის შემდეგ.  

ხალხი თქვენს მიმართ სითბოს გამოხატავს?

შორენა ცისკარაული: ზოგი გვლანძღავს, ზოგს ვუყვარვართ, გვწერენ, რომ სწორად არ ვმღერივართ და ჩვენგან პროფესიონალიზმს ითხოვენ, რაც არ გვაქვს.

გაქვთ თუ არა რაიმე შემოთავაზება?

სიმღერის ჩაწერა პირველად ჩვენმა მეგობრებმა დებმა ნაყეურებმა შემოგვათავაზეს, შემდეგ რადიო  „დარდიმანდმა“ და „არდაიდარდომ“.

თქვენს გეგმებზე რას გვეტყვით?

თათული მგელაძე: ოთხი სიმღერის ჩაწერას ვაპირებთ, სპონსორს ვეძებთ.  დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

რა ხდება ჯგუფ ,,მანდილის“ წევრების პირად ცხოვრებაში?!

შორენა ცისკარაული: შეყვარებული მყავს – გიორგი მარსაგიშვილი, რომელიც მეშვიდე კლასში გავიცანი, ის ჩემს პარარელურ კლასში სწავლობდა...

როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ვიჩხუბეთ, ცუდი რაღაც მაჩვენა... (იცინის)

რა გაჩვენა?

ჩვენი კლასელები ფეხბურთს თამაშობდნენ და წააგეს, გაბრაზებულს მუშტი მაჩვენა... (იცინის). შემდეგ კი ნახერხით ,,გული“ ამინთო და ახალწელს სამკაულები მაჩუქა, მაშინ ძალიან პატარები, არაფრის აზრზე არ ვიყავით, შემდეგ ნელ-ნელა მოვედით გონს და მივხვდით, რომ ერთმანეთი მართლა ძალიან გვიყვარდა.

გიორგი რა მოგეწონა მასში და რამდენ ხანში გაუმხილე სიყვარული?

გიორგი მარსაგიშვილი: ორ თვეში ვუთხარი მიყვარხარ–მეთქი, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით. შორენამაც გამიმხილა თავის გრძნობები, რომელიც დღემდე ძლიერდება. მასში ყველაფერი მხიბლავს, დავინახე თუ არა გულში ჩამივარდა და დღემდე მყავს.

დაოჯახებას როდის აპირებთ?

ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავთ...

სოფო ხვიბლიანი (სპეციალურად საიტისთვის)

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა