შემოგვიერთდით facebook-ზე
მიხეილ სააკაშვილს ქონება დაუყადაღეს
19-09-2014, 16:15  /  ნახვა: 2105

დღეს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის განცხადება, რომ ექსპრეზიდენტს სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონება დაუყადაღეს. ადვოკატმა ამ ქონების ჩამონათვალიც გაავრცელა. 

"რაც შეეხება დაყადაღებულ ქონებას - დაყადაღებულია; მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული – ყვარლის ნაკვეთი, სააკაშვილის ბებიის საკუთრებაში არსებული 500 კვადრატული მეტრის ფართობი სოფელ ნატანებში, ასევე ტოიოტას მარკის ავტომობილი, რომლითაც სარგებლობს მისი დედა, სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა ბარნოვზე. ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის "ჰონდა აკორდი", - განაცხადა კახიძემ.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა