შემოგვიერთდით facebook-ზე
საბაჟოზე არადეკლარირებული ძვირფასი ლითონები ამოიღეს
19-09-2014, 15:33  /  ნახვა: 2236

არადეკლარირებული, ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩნდა, საქართველოს მოქალაქეს, ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, მოქალაქე ა.მ. –ს ბარგში 15954,24 ლარის ღირებულების, საერთო წონით 376,53 გრამი ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
საბაჟოზე არადეკლარირებული ძვირფასი ლითონები ამოიღეს

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა