,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. კონტროლის ზონაში შემოსული, საქართველოს მოქალაქე მ. გ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანის კარებსა და საბარგულის კედლებში არადეკლარირებული 17 დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს, რომელთა საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 35286 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.