შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
პოეზიით გაჭირვებულებს ვეხმარებით
გიორგი მოსიაშვილი: ყველა ადამიანი ღვთის შემოქმედია, ღმერთი კი სიყვარული. ჩემთვის პოეზია   მთელი ცხოვრებაა და არა უბრალოდ გატაცება. პოეზია ყველა ადამიანს აღამაღლებს,  ლექსის წერის ნიჭი ნებისმიერ ადამიანში ბუდობს, უბრალოდ, მისი პოვნა და გაღვივებაა საჭირო.

31-05-2013, 17:40

ავტორი
ანა აფციაური
ქართველი დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე თბილისში კოლექციის ჩვენებას გამართავს

ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე, თბილისში, ახალ მოდელებს წარადგენს.
როგორც თავად ნატალია ჩხიკვაძემ განაცხადა, ჩვენება 1 ივნისს, ბავშვთა საერთასორისო დღეს მოეწყობა.

31-05-2013, 16:12

ავტორი

ანა აფციაური

კირა ნაითლი კოკო შანელის როლს შეასრულებს

ყველასათვის კარგად ნაცნობი მსახიობი კირა ნაითლი, უკვე დიდი ხანია რაც „შანელთან“ თანამშრომლობს.  იგი კარლ ლაგერფილდის წყალობით, დიზაინერის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში, მოდის სახლის დამაარსებლის, კოკო შანელის როლს შეასრულებს. ფილმი ლეგენდარული დიზაინერის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოდის. ფილმის პრემიერა 8 მაისს, ჰონკონგში შედგება.

31-05-2013, 15:59

ავტორი
ანა აფციაური
ოდრი ტატუს ჰოლივუდში მოღვაწეობის გაგრძელება არ სურს

ოდრი ტატუს თქმით, საზღვარგარეთ კარიერის მოწყობას არ გეგმავს. მას ამერიკული ფილმები და ამერიკელი რეჟისორების ნამუშევრების ხარისხი მოსწონს. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ჰოლივუდში გადაღებები, კალიფორნიაში ხშირ გადაადგილებას მოითხოვს, რაც მისთვის მიუღებელია. მითუმეტეს, რომ ლოს-ანჯელესის მზის ქვეშ  სხეულის ყოველი მილიმეტრი ჩანს, რომელსაც ათობით პაპარაცი და ჭორიკანა  განიხილავს.

31-05-2013, 15:45

ავტორი

ნინო კერატიშვილი

ქართველი დიზაინერები და მოდელები ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოდელო სფერო ნელ-ნელა ვითარდება, თუმცა ევროპისგან და აზიისგან ჯერ კიდევ, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. სააგენტო „ლეონი“-ს მოდელი მარიკუნა ნორაკიძე, ამჟამად ჩინეთში მოღვაწეობს და თავისი საქმიანობის შესახებ გულახდილად გვესაუბრება.

30-05-2013, 19:44

თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია

მისთვის მშვილდოსნობით დაინტერესება 1972 წელს მოხდა. ბავშობაში აქტიურად იყო სპორტით დაკავებული, მშობლებმა 7 წლის ასაკში ცურვაზე შეიყვანეს. სკოლის დამთავრების შემდეგ, პირველი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი - ფილოსოფია ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგის სპეციალობით.

ინსტიტუტში მეორე კურსზე სწავლისას, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, თავისთავად, ყველა სპორტის სახეობა აქტიურად შუქდებოდა და ყველა სპორტი მოსწონდა, მაგრამ განსაკუთრებულად, სწორედ მაშინ მოეწონა სპორტის ორი სახეობა: აკადემიური ნიჩბოსნობა და მშვილდოსნობა. ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ მალევე შევიდა აკადემიურ ნიჩბოსნობაზე. მალე სპორტის ოსტატობის კანდიდატის ხარისხსაც მიაღწია. ამას სპორტული ტრავმები მოჰყვა - სახსრების ტკივილის შემდეგ ექიმების რჩევით ჩამოშორდა ნიჩბოსნობას. თუმცა, მეორე სპორტული სახეობითაც ასევე იყო გატაცებული - მშვილდოსნობით და სპორტ-კომპლექს „დინამოში“ მივიდა მშვილდის დასაუფლებლად. მისი მწვრთნელი არმენაკ კაჟიანი იყო, რომელიც დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 1976 წელს შეასრულა სპორტის ოსტატობის ნორმატივი და მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება.

29-05-2013, 21:19

საქართველომ ევროპის კარატეს ფედერაციის კომპლიმენტი დაიმსახურა

25-26 მაისს, თბილისმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ეგიდით გრანდიოზულ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა - „ოფენ ჯორჯია 2013“. „ოფენ ჯორჯიას“ საერთაშორისო ტურნირზე 12 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 350 საუკეთესო სპორტსამენი ასპარეზობდა პირველობისთვის. აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი საკმაოდ დიდი იყო - 3000 დოლარი. გარდა ამისა იყო მრავალი სპონსორი და ძვირფასი საჩუქარი სადაზღვევო კომპანია „უნისონიდან“ და „ჯეოსელიდან“, რამაც კარატეს პოპულარობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

29-05-2013, 16:32

ავტორი

ანა აფციაური

იენ სომერჰოლდერი მოსკოვშია

იენ სომერჰოლდერი  მოსკოვში ივანა ჩაბაკთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც მთელს ჰოლივუდში კარგად ცნობილი სამსახიობო ტექნიკის დამაარსებელია. ივანა მუშაობს ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად როგორიცაა ბრედ პიტი, მეგ რაიანი, ლივ ტაილერი, ბიონსე და ა. შ. ზუსტად ივანა ჩაბაკს თვლის იენი საკუთარ მენტორად. 

დასაწყისში სწორედ სომერჰალდერს უნდა მიეღო მონაწილეობა ეკო ფესტივალში, რომელიც სერიალ „ვამპირის დღიურებს“ ეძღვნებოდა, თუმცა ბოლო მომენტში გარემოებები შეიცვალა. ამან ვერ აიძულა იენს შეეცვალა საკუთარი შეხედულებები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, თუმცა გეგმების კორექტირება მოხდა.

რედისონის ნავმისადგომთან მას შეხვდნენ ენთუზიაზმით განმსჭვალული თაყვანისმცემლები.  რამდენიმე სახიფათო კითხვის დასმის შემდეგ cosmo.ru რედაქტორი რამდენადმე ავსებდა ცისფერთვალება მსახიობის თყვანისმცემელთა რიგებს.

28-05-2013, 21:33

ავტორი

ანა აფციაური

კიევში ანუკი არეშიძის და ბიჭოლა თეთრაძის პირველი ბუტიკი გაიხსნა

კიევში, ჟიტომირსკის ქუჩაზე დიზაინერ ანუკა არეშიძის და ბიჭოლა თეთრაძის პირველი კონცეფციური მაღაზია concept store ANOUKI BICHOLLA გაიხსნა.

ბუტიკის გახსნას საქართველოდან, მილანიდან, ლონდონიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან  ჩამოსული დიზაინერები დაესწრნენ.  ბუტიკის გახსნას ქართველი და უკრაინული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.  დიზაინერებისათვის ამ დღის მისალოცად  საქართველოდან ცნობილი  სახეებიც ავთანდილი და ქრისტინე იმედაძეც  ჩავიდნენ.  მოგვიანებით ანუკიმ და ბიჭოლამ სტუმრები უკრაინაში ერთ–ერთ ყველაზე მოდურ ევროპულ რესტორანში  PRAVDA BAR-ში გამართულ წვეულებაზე მიიწვია. 

28-05-2013, 20:55

ავტორი

ანა აფციაური

Apple-ის ერთერთი პირველი კომპიუტერი 516000$ გაიყიდა

ბერლინში გამართულ აუქციონზე კომპანია Apple-ის წარმოების ერთერთი პირველი კომპიუტერი 516000 დოლარად გაიყიდა. რარიტეტული კომპიუტერი, Apple-1, 1976 წელს დაახლოებით 700 დოლარი ღირდა.

აღნიშნული კომპიუტერი, კომპანიის დამაარსებლებმა სტივ ჯობსმა და სტივენ ვოზნიაკმა გარაჟში ააწყვეს. ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ 6 ცალი ამგვარი კომპიუტერია, რომელიც მუშა მდგომარეობაში იმყოფება.

 

28-05-2013, 20:39

ავტორი

ანა აფციაური

კიანუ რივზი რუს მსახიობს ხვდება

მიუხედავად იმისა, რომ 49 წლის კიანუ რივზის გარეგნობა ამ ბოლო დროს გვიტოვებს უკეთესის ნახვის  სურვილს, იგი  ჯერ კიდევ ახერხებს ლამაზმანების გულის დაპყრობას.

ჰოლივუდის მსახიობის ახალი მეგობარი 25 წლის რუსი მსახიობი გახდა.

28-05-2013, 20:30

ავტორი

ანა აფციაური

თექის დედოფალი

ანა ჩანგიანი თვითნასწავლი დიზაინერია, რომელსაც დამსახურებულად უწოდებენ - თექის დედოფალს. მიუხედავად იმისა, რომ გვიან დაიწყო დიზაინერის კარიერა, პროფესია სწრაფად აითვისა და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერი გახდა. 

ანა ჩანგიანი: საოცრად კომუნიკაბელური და დამოუკიდებელი, უკომპლექსო,   ბავშვი ვიყავი, ყოველთვის რაღაცეებს ვგეგმავდი,  დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა. მიყვარდა სწავლა, ხატვა,  ხალხმრავლობა, ბევრი მეგობარი მყავდა. 

-დიზაინერობამდე რას საქმიანობდით?   

-სკოლის დამთავრების შემდეგ, ალმა-მატერის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვისწავლე. მაშინ მივხვდი, რომ საოცრად მხიბლავდა ადამიანებთან ურთიერთობა. ამ სპეციალობამ ძალიან გამიტაცა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელე-რეპორტიორის სპეციალობაზე გავაგრძელე სწავლა, პარალელურად ვმუშაობდი გაზეთ „7 დღეში“. 

17 წლის ასაკში ოჯახის შექმნის გამო (ეს ჩემი პირველი წარმატებაა) შემოქმედებითი პაუზა დაიწო. მივხვდი, ჩემი სპეციალობა და ოჯახი ერთად დიდხანს ვერ გააგრძელებდა თანაცხოვრებას. საკუთარი თავის პოვნა თავიდან ვცადე,  ამიტომ თექის ტექნოლოგია შევისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებული ვიყავი, ეს საქმე ჩემთვის, მაინც უცნობ სფეროს წარმოადგენდა. ამიტომ თითოეული ჩემი ნაშრომი, ჩემგან მაღალ შეფასებას ვერ იმსახურებდა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს, მხოლოდ გატაცება იყო  და ასეც უნდა დარჩენილიყო, რადგან მომწონს ფრაზა - ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს!

25-05-2013, 13:04



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა