შემოგვიერთდით facebook-ზე
პოეზიით გაჭირვებულებს ვეხმარებით
31-05-2013, 17:40  /  ნახვა: 2688

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
გიორგი მოსიაშვილი: ყველა ადამიანი ღვთის შემოქმედია, ღმერთი კი სიყვარული. ჩემთვის პოეზია   მთელი ცხოვრებაა და არა უბრალოდ გატაცება. პოეზია ყველა ადამიანს აღამაღლებს,  ლექსის წერის ნიჭი ნებისმიერ ადამიანში ბუდობს, უბრალოდ, მისი პოვნა და გაღვივებაა საჭირო.
- ლექსებს რა ასაკიდან წერთ და თქვენი პირველი ლექსი რას ეძღვნება?
- ლექსებს რვა ცხრა წლიდან ვწერ. ამ ამბავს უცნაური ისტორია აქვს. ერთხელ, როდესაც სკოლიდან ვბრუნდებოდი, ტროტუარზე მკვდარი ჩიტი დავინახე, რომელსაც ფოთლები ეყარა. რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ლექსის დაწერის სურვილი გამიჩნდა და  პირველი ლექსი შემოდგომას მივუძღვენი. 
- ძირითადად რაზე წერთ?
- ყველაფერზე. იმაზე, რაზეც გული შემტკივა,  რაც მაწუხებს და მედარდება.
-თქვენი საყვარელი ლექსი?
- ჩემი უსაყვარლესი ლექსია - ,,ყორღანებიდან გნოლი აფრინდა“.
- თუ აგაქვთ ისეთი ლექსი, რომელიც არავის წაუკითხავს?
- კი და ის, სიყვარულს ეძღვნება, იგი ჩემს გრძნობებზეა დაწერილი,  თუმცა შეიძლება დადგეს დრო და გამოვაქვეყნო.
- პოეტებთან მეგობრობთ?
- სხვა პოეტებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.  ამასწინათ, ნანა ცინცაძესთან ერთად „პრაზაჰოლში“ საღამო ჩავატარეთ,სადაც უფროსი და ჩემი თაობის პოეტები ერთად მონაწილეობდნენ. ახლო მეგობრობა მაკავშირებს, პოეტებთან: ედვარ  უგულავასთან და ლევან ალავერდაშვილთან.
- როგორც ვიცი ხშირად მართავთ ღონისძიებებს, ვინ გეხმარებათ?
- დიდიხანია, რაც ღონისძიებების ორგანიზატორი ვარ. ძირითადად, საქველმოქმედო ღონისძიებებს  ვაწყობთ და ვეხმარებით ადამიანებს. დახმარებით, თითქმის არავინ გვეხმარება, ყოველთვის ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ. 18 თებერვალს გვქონდა ,,მაგთი“ კლუბში ჩავატარეთ, ახლა პრაზაჰოლში. ერთადერთი დახმარება ისაა, რომ ფართი უფასოდ გამოგვიყვეს.
- თქვენ ღონისძიებებში ვინ იღებს მონაწილეობას?
- როგორც უფროსი, ასევე ჩვენი თაობის  პოეტები და მომღერლები; მამუკა ჩარკვიანი, თემურ მეტრეველი, ნატო მეტონიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე, ანა ხანჩალიანი და მარიამ კახელიშვილი.
- როგორი ტიპის მსმენელისთვისაა თქვენი საღამო განკუთვნილი, დასწრება თავისუფალია?
- ნებისმიერი მსმენელისთვის, რომელსაც გემოვნებიანი ლექსების მოსმენა უყვარს და უნდა, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაეხმაროს. ხშირად, ჩვენს ღონისძიებებზე დასწრება უფასოა, მოსაწვევებით, როგოც ჩვენი ბოლო ღონისძიება.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ახლახანს ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობა წარმათებით გავიარე და 20 ივნისს სომხეთში მივდივარ. ვაპირებ, ჩემი საღამო გავაკეთო და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ქნება.

 

                                                      დაძაბა სევდამ სხეული ჩემში,
                                                       ემტვრევა იმედს თეთრი რტოები,
                                                      თითქოს შენი ხმა შორიდან მესმის
                                                      და ვდგევარ ქარში განმარტოებით.

                                                      შემრჩა აბჯარი მუხლებში მოხრილს,
                                                      ჩემივე თავმა სხვაში გამცვალა,
                                                      ნეტავი მქონდეს პატარა ქოხი
                                                      შემიფარებდი ისეთს რაცა ვარ.
                           
                                                      ფორმალურობის მძიმე ნაკვთებით
                                                      ირგებს სამყარო სიცრუის ნიღაბს,
                                                      მივდივარ ბნელში ჩამქრალ სანთლებით
                                                      და სააღდგომო კრავივით მიმყავს.

                                                     გულს შერჩენილი ერთი იმედი
                                                     გამქრალ სურვილში შენთვის რომ  ფარობს,
                                                     კვლავ შენი სახლის კართან მოვედი,
                                                    სულ ერთი ღამით რომ შემიფარო.


                              
            

                                               
                                                               

 

                                                                                                  
                                                                  

 

 

 


             
                                                                                

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა