ავტორი
ანა აფციაური
ბერლინში გამართულ აუქციონზე კომპანია Apple-ის წარმოების ერთერთი პირველი კომპიუტერი 516000 დოლარად გაიყიდა. რარიტეტული კომპიუტერი, Apple-1, 1976 წელს დაახლოებით 700 დოლარი ღირდა.
აღნიშნული კომპიუტერი, კომპანიის დამაარსებლებმა სტივ ჯობსმა და სტივენ ვოზნიაკმა გარაჟში ააწყვეს. ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ 6 ცალი ამგვარი კომპიუტერია, რომელიც მუშა მდგომარეობაში იმყოფება.