შემოგვიერთდით facebook-ზე
თექის დედოფალი
25-05-2013, 13:04  /  ნახვა: 2976

ავტორი

ანა აფციაური

ანა ჩანგიანი თვითნასწავლი დიზაინერია, რომელსაც დამსახურებულად უწოდებენ - თექის დედოფალს. მიუხედავად იმისა, რომ გვიან დაიწყო დიზაინერის კარიერა, პროფესია სწრაფად აითვისა და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერი გახდა. 

ანა ჩანგიანი: საოცრად კომუნიკაბელური და დამოუკიდებელი, უკომპლექსო,   ბავშვი ვიყავი, ყოველთვის რაღაცეებს ვგეგმავდი,  დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა. მიყვარდა სწავლა, ხატვა,  ხალხმრავლობა, ბევრი მეგობარი მყავდა. 

-დიზაინერობამდე რას საქმიანობდით?   

-სკოლის დამთავრების შემდეგ, ალმა-მატერის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვისწავლე. მაშინ მივხვდი, რომ საოცრად მხიბლავდა ადამიანებთან ურთიერთობა. ამ სპეციალობამ ძალიან გამიტაცა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელე-რეპორტიორის სპეციალობაზე გავაგრძელე სწავლა, პარალელურად ვმუშაობდი გაზეთ „7 დღეში“. 

17 წლის ასაკში ოჯახის შექმნის გამო (ეს ჩემი პირველი წარმატებაა) შემოქმედებითი პაუზა დაიწო. მივხვდი, ჩემი სპეციალობა და ოჯახი ერთად დიდხანს ვერ გააგრძელებდა თანაცხოვრებას. საკუთარი თავის პოვნა თავიდან ვცადე,  ამიტომ თექის ტექნოლოგია შევისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებული ვიყავი, ეს საქმე ჩემთვის, მაინც უცნობ სფეროს წარმოადგენდა. ამიტომ თითოეული ჩემი ნაშრომი, ჩემგან მაღალ შეფასებას ვერ იმსახურებდა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს, მხოლოდ გატაცება იყო  და ასეც უნდა დარჩენილიყო, რადგან მომწონს ფრაზა - ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს!

-თქვენი პირველი წარმატება, რამაც ცნობილი დიზაინერი გაგხადათ? 

-ცნობილი დიზაინერის სტატუსი, რამდენად  შემეფერება ვერ გეტყვით.   ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, საქართველოში მოღვაწე  დიზაინერებმა, სურვილი გამოთქვან  და სამოსი,  ქართული პროდუქციით, ექსკლუზიურად, მათთვის დამზადებული  ფაქტურით შექმნან. 

წარმატების  ამბიცია, სხვა ქვეყნებიდან  მიღებულმა  შეფასებებმა გამიჩინა.  მინდა, ჩემი საქმიანობა აქტუალური და საინტერესო გავხადო, პირველ რიგში საქართველოში  და მერე საზღვრებს გარეთ.

სახელოსნოში მოსული მომხმარებელი, ჩემს ნამუშევრებს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მათ გამოფენას, მაინც ვერ ვბედავდი. ჩვენი სახელოსნოს  პირველი გამოფენა,  ერთი წლის შემდეგ მოეწყო და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. დამთვალიერებელი გალერეა  „ჰობში“,  სამი დღე მოდიოდა. უამრავი, ფერი, ფორმა, თბილი, ცივი,შხამიანი და პასტელური, ნატურალური, ჰაეროვანი, რასაც  ქმნი, როგორ შეიძლება ის არ შეიყვარო, არ გაუფრთხილდე, ან არ განავითარო.  ყველაზე მეტად მაწუხებდა, რომ თექა - საქართველოში შექმნილი პროდუქცია,  ჩვენს საზღვრებსგარეთ უფრო პოპულარული, დაფასებული, მოდური და საინტერესოა.  ამიტომ გადავწყვიტე, რომ  ნამუშევარი, პირველ რიგში უმაღლესი ხარისხის და მოდური ყოფილიყო. 

-საიდან წამოვიდა „ხელოვნების სახლის“ ჩამოყალიბების იდეა?

-3 წლის წინ, პირველად, საბავშვო  კოლექცია გავაკეთე  და ბავშვებთან ურთიერთობით  უდიდესი  სიამოვნება  მივიღე. ეს იყო საოცარი ენერგია და დახვეწილი  გემოვნება. ისინი ყველაზე სრულყოფილი  ადამიანები არიან. სწორედ,  ჩვენების შემდეგ, ერთი პატარა მოვიდა და მკითხა, მატყლი სად ვიყიდოვო? ბევრი აღარ მიფიქრია და  ორი  წლის წინ  ხელოვნების სახლი ,,ART“  ჩამოვაყალიბეთ, სადაც გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგი  ისწავლება. ამ ეტაპზე, ბაშვები საკუთარი ფანტაზიით და მარჯვე ხელებით  ქმნიან საკუთრ შემოქმედებას. მათ უამრავი იდეა გააღვიძეს ჩემში. ძალიან ხშირად ვაწყობდით, როგორც სალონურ, ასევე შოუ ღონისძიებებს.

-თქვენს მიერ შექმნილი,  რომელი ნამუშევარი მოგწონთ?

-ჩემი ყველა  ნამუშევარი მომწონს, უფრო მეტიც, ისე მიყვარს,  რომ საკუთრი თავისთვის ვერ ვიმეტებ. 12 წლის მანძილზე უამრავი სიხარული  და ტკივილი მოუტანიათ. ყოველ ახალ ნამუშევარში, ჩემს ემოციას, სითბოს, სიყვარულს და გულწრფელ განწყობას ვდებ. 

-ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც „ხელოვნების სახლმა“ განახორციელა?

-რამდენიმე თვის წინ , საერთაშორისო ორგანიზაცია: ,,frendshifors“-თან  ერთად საქველმოქმედო  ღონისძიება - შოუ „იმედისთვის“ გავაკეთეთ. სადაც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები, ჩემი სკოლის  ბავშვებთან ერთად, პოდიუმზე გამოვიდნენ.  უამრავი საჩუქარი გავუკეთეთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის, საზოგადოებაში ინტეგრაცია და თანადგომა იყო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი და საინტერესო პროექტი იყო. 

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა