შემოგვიერთდით facebook-ზე
მარიკუნა ნორაკიძე: წარმატებულ ქალს ყოველთვის ჰყავს შავი პიარის შემქმნელი ადამიანები
30-05-2013, 19:44  /  ნახვა: 4373

ქართველი დიზაინერები და მოდელები ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოდელო სფერო ნელ-ნელა ვითარდება, თუმცა ევროპისგან და აზიისგან ჯერ კიდევ, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. სააგენტო „ლეონი“-ს მოდელი მარიკუნა ნორაკიძე, ამჟამად ჩინეთში მოღვაწეობს და თავისი საქმიანობის შესახებ გულახდილად გვესაუბრება.
- მარიკუნა, როდის დაინტერესდი სამოდელო საქმიანობით?

- ცამეტი წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში მოვიდნენ და „miss small georgia“-ს კონკურსისთვის გოგონები აგვარჩიეს. აღნიშნულ კონკურსში მეორე ადგილზე გავედი. ჩვენებების და კონკურსების შემდეგ ამ სფეროთი დავინტერესდი.  

- სამოდელო საქმიანობას სერიოზულად უყურებდი, თუ გართობის კუთხით?

- თავდაპირველად სხვადასხვა სააგენტოებში ვიყავი, ბოლოს კი „ლეონში“ დავიმკვიდრე ადგილი. დასაწყისში ეს ჰობი მეგონა, ამიტომ იურიდიულზე ჩავაბარე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მოდელობა მინდოდა და გადავწყვიტე სამოდელო საქმიანობას სერიოზულად დავუფლებოდი. ორი უკიდურესობის წინაშე აღმოვჩნდი, ერთ-ერთი პროფესია უნდა ამომერჩია, ამიტომ მოდელობა ვარჩიე.  ერთი წლის შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტს თავი დავანებე, თუმცა შეიძლება მომავალში იქ სწავლა ისევ გავაგრძელო...

მარიკუნა ნორაკიძე: წარმატებულ ქალს ყოველთვის ჰყავს შავი პიარის შემქმნელი ადამიანები

- ამჟამად სააგენტო „ლეონში“ რას საქმიანობ?

- ამ სააგენტოს დამთავრების შემდეგ დიპლომი მომცეს და მოდის განხრით ერთ-ერთ წარმომადგენლად დამნიშნეს. ახლა „ლეონში“ პატარა სამოდელო სააგენტო „მარილევი“ მაქვს, სადაც ბავშვებს სამოდელო სფეროსთან ერთად აერობიკას, დიზაინს და მოდის ისტორიას ვასწავლით. 

- ფოტოსესიებზე ხშირად მონაწილეობ?

- სურათები ძალიან მიყვარს, ამიტომ ფოტოსესიაზე მუშაობა კარგადაც გამომდის. კონკურსზე „მის თინეიჯერი“ ფოტოგენურობის ტიტული მომანიჭეს, რამაც ძალიან გამახარა. ამის შემდეგ კამერის წინ ხშირად ვპოზირებ.  

- ჩვენებები უფრო მოგწონს, თუ ფოტოსესია?

- როცა სცენაზე გადიხარ, მაყურებლიდან ძალიან დიდი მუხტი მოდის. ამის შემდეგ უკვე ცდილობ ფორმაში იყო, მეტს ვარჯიშობ. ფოტოსესიაზე ურთიერთობა კი კამერასთან გიწევს. 

- არის თუ არა დიზაინერის მიერ შექმნილი და შერჩეული სამოსი მოდელის წარმატებაზე დამოკიდებული? 

- არის შემთხვევები, როცა დიზაინერის კოლექცია არ მოგწონს, თუმცა მოდელს, ყველა სამოსის გაპიარება უნდა შეგეძლოს. მაყურებელს ის უნდა აჩვენო, რაც დიზაინერს თავის შემოქმედებაში აქვს ჩაფიქრებული. არ მომწონებია, მაგრამ ჩამიცვამს. 

- როგორც ვიცი, ახლა სამოდელო საქმიანობას ჩინეთში აგრძელებ...

მარიკუნა ნორაკიძე: წარმატებულ ქალს ყოველთვის ჰყავს შავი პიარის შემქმნელი ადამიანები

- ჩინეთში ოცდაოთხი გოგონა უნდა წაეყვანათ. მეც მათ შორის მოვხვდი, რომლებიც ფოტოსურათების, პარამეტრების და ვიდეორგოლების საშუალებით აგვარჩიეს. შვიდი თვე ვიყავით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს დიდი გამოცდილების შეძენის დრო იყო. 

- რა გამოცდილება შეგძინათ უცხოეთში წასვლამ?

- ძალიან დიდი, იქ სულ სხვა გარემო და სამუშაო პირობებია. მიუხედავდ იმისა, რომ აზიაა, მოდის ტენდენცია ძალიან განვითარებულია. საკუთარი სტილი აქვთ, მაგრამ მოდას არ ჩამორჩებიან. სწორედ იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დამნიშნეს „ლეონში“ აღნიშნული ჯგუფის ხელმძღვანელად. ვცდილობ, ჩინეთის მოდის სამყაროდან, ქართულ დიზაინში ლამაზი ფერები შემოვიტანო.  

- ფერები ადამიანის განწყობაზე მოქმედებს?

- კი, ძალიან დიდი გავლენა აქვს. საქართველოში ძირითადად მოდაში მუქი ფერებია , რაც საზოგადოების განწყობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამიტომ ჩემი სურვილია, ქართველი ერი ფერადი ტანსაცმლით დადიოდეს და თუ ამაში მცირეოდენ წვლილს შევიტან, მოხარული ვიქნები. 

- როგორც ვიცი, ჩინეთში წასვლას ისევ აპირებ...

მარიკუნა ნორაკიძე: წარმატებულ ქალს ყოველთვის ჰყავს შავი პიარის შემქმნელი ადამიანები

- დიახ, მალე წავალ, როგორც მოდელის, ასევე ხელმძღვანელის ამპლუაში. ჩემი მენეჯერი კი ნუცა გოცირიძე იქნება. მასთან ერთად უცხოეთში ხშირად მიწევს ყოფნა, რომელიც ძალიან კარგი მეგობარი და პროფესიონალია. ჩემს განკარგულებაშია ჩვენებები, სარეკლამო რგოლები და ა.შ..

- სამოდელო სფერომ რა მოგცათ?

- ბავშვობიდან ბიჭივით ვიზრდებოდი, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სამოდელო სფეროში აღმოვჩნდებოდი. ვისწავლე ადამიანების გამოცნობა. რაც მეტად გიმართლებს და წარმატებას აღწევს, მით ნაკლები მეგობარი გრჩება გვერდით. ის ხალხი ჩამომშორდა, ვინც ჩემს გვერდით ყოფნას არ იმსახურებდა. წარმატებულ ქალს,  შავი პიარის შემქმნელი ადამიანები ყოველთვის ჰყავს.

მარიკუნა ნორაკიძე: წარმატებულ ქალს ყოველთვის ჰყავს შავი პიარის შემქმნელი ადამიანები

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა