შემოგვიერთდით facebook-ზე
თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია
29-05-2013, 21:19  /  ნახვა: 4517

თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია

მისთვის მშვილდოსნობით დაინტერესება 1972 წელს მოხდა. ბავშობაში აქტიურად იყო სპორტით დაკავებული, მშობლებმა 7 წლის ასაკში ცურვაზე შეიყვანეს. სკოლის დამთავრების შემდეგ, პირველი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი - ფილოსოფია ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგის სპეციალობით.

ინსტიტუტში მეორე კურსზე სწავლისას, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, თავისთავად, ყველა სპორტის სახეობა აქტიურად შუქდებოდა და ყველა სპორტი მოსწონდა, მაგრამ განსაკუთრებულად, სწორედ მაშინ მოეწონა სპორტის ორი სახეობა: აკადემიური ნიჩბოსნობა და მშვილდოსნობა. ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ მალევე შევიდა აკადემიურ ნიჩბოსნობაზე. მალე სპორტის ოსტატობის კანდიდატის ხარისხსაც მიაღწია. ამას სპორტული ტრავმები მოჰყვა - სახსრების ტკივილის შემდეგ ექიმების რჩევით ჩამოშორდა ნიჩბოსნობას. თუმცა, მეორე სპორტული სახეობითაც ასევე იყო გატაცებული - მშვილდოსნობით და სპორტ-კომპლექს „დინამოში“ მივიდა მშვილდის დასაუფლებლად. მისი მწვრთნელი არმენაკ კაჟიანი იყო, რომელიც დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 1976 წელს შეასრულა სპორტის ოსტატობის ნორმატივი და მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება.

თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია

- ბატონო თენგიზ, როგორ დაიწყო საქართველოში სპორტული მშვილდოსნობის ისტორია?

- სპორტული მშვილდოსნობის ისტორია საქართველოში დაიწყო 60-ნ წლებიდან, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში. მაშინ, მშვილდოსნობა ისევე როგორც სხვა ყველა სპორტის სახეობა, სპორტის კომიტეტს ექვემდებარებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო სპორტ-კომიტეტში ფედერაციების შექმნა, ამ ფედერაციებს უნდა ემართათ ესათუის სპორტის სახეობა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა სროლის სახეობების ფედერაცია, სადაც შედიოდა ტყვიის სროლა, სასტენდო სროლა და მშვილოდოსნობა.

მშვილდოსნებმა საჭიროდ ჩავთვალეს დამოუკიდებლად გვემოქმედა, რადგან ასე უკეთესად შეიძლებოდა ჩვენი სახეობის მართვა, განვითარება და წარმატების მოპოვებაც. პირველ პრეზიდენტად 2003 წლის მარტში ქალბატონი ქეთევან ლოსაბერიძე ავირჩეით. ქალბატონი ქეთევან ლოსაბერიძე არის მშვილდოსნებისათვის, და არა მარტო ჩვენთვის, საამაყო პიროვნება.

ის არის მანდილოსნების შორის ერთადერთი ოლიმპიური თამასების ჩემპიონი ევროპის კონტინეტიდან. რთული პერიოდი, ქალბატონ ქეთევანმა შეძლო ნოლიდან დაეწყო ფედერაციის განვითარება და მალე გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. შემდეგომში, ჯანმრთელობის გამო, მან გამგეობის სხდომაზე დააყენა საკითხი მისი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ. 2005 წლის გაზაფხულზე ჩატარდა რიგგარეშე ყრილობა სადაც მე ამირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად, ქალბატონი ქეთევანი კი საქართველოს მშვილდოსნობის სამყარომ აირჩია ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად. 2009 წლის აგვისტოდან 2012 წლის დეკემბრამდე ფედერაციას ხელმძღვანელობდა ბატონი მამუკა ქაცარავა. ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ კი მშვილდოსნებმა კვლავ მე ამირჩიეს პრეზიდენტად.

თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია

- რა არის მშვილდის და ისრის თვისება?

- კაცობრიობის ისტორიაში მშვილდი ალბათ ერთ-ერთი პირველი იარაღია, რომელიც ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამიანმა ხის დრეკადობის ძალის გამოყენებით შექმნა სანადიროდ, საკვების მოსაპოვებლად და თავის დასაცავად. ყველა ერი სხვადასხვანაირად ამზადებდნენ მშვილდ-ისარს, იმ მასალის მიხედვით, რომელიც იქ მოიპოვებოდა. მშვილდი მზადდებოდა ფენა-ფენა სხვადასხვა ჯიშის ხიდან, ბამბუკიდან, ძვლიდან. მშვილდის ნაწილებს აწებებდნენ თევზის საჰაერო ბუშტიდან საგულდაგულოდ დამზადებულ წებოს საშუალებით. ლარის დასამზადებლად გამოიყენებოდა ცხოველის მყესები. ისრები მზადდებოდა ხის ან ბამბუკით ტოტიდან. ისრის წვერები ძირითადად მზადდებოდა ოფსიდიანიდან (ვულკანური მინა), ფრთებს კი, ისრებს ფრენის სტაბილური და ზუსტი ფრენისათვის უკეთებდნენ, სხვადასხვა, წყალში მცურავი ფრინველის ბუმბულისაგან ამზადებდნენ. ისარს, ძირითადად, ორ-სამ ფრთას უკეთდებდნენ.

- ქართული მშვილდი რითი განსხვავდება სხვა მშვილდებისაგან? 

- არ შემიშლია არ მოვიხსენიო 70-90 წლების სპორტული სამყაროს ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი, ფიზიკური აღზრდისა და თეორიის სპეციალისტი, პროფესორი ვასილ ელოშვილი, რომელმაც დაწერა ძალიან საინტერესო წიგნი - „მშვილდოსნობა“, სადაც აღწერილი აქვს მშვილდის მოზიდვის მრავალი ილეთი. აღწერილი აქვს მშვილდის დამზადების სხვადასხვა წესი, თუ როგორ ამზადებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ის აღწერს, რომ მშვილდისთვის კარგია თხილის ტოტი, დაახლოებით მაჯის სიმსხო. ხე, ხშირ შემთხვევაში იხარშებოდა. ხევსურები ამას იყენებდნენ იმისთვის რომ უფრო ელასტიური ყოფილიყო მშვილდი და დიდხანს შეენარჩუნებინა ელასტიურობა. ან და, ხეს დაახლოებით ნახევარი წლით საქონლის ნაკელში დებდნენ, შემდეგ ამოიღებდნენ გაასუფთავებდნენ, რის შემდეგაც იწყებოდა მისი საბოლოო დამუშავება. ასეთი და კიდევ სხვა მრავალი მეთოდით მზადდებოდა მშვილდი საქართველოში. ასევე საინტერესო არის ქრისტეფორე კასტელის (იტალიელი მისიონერის) ჩანახატები ქართული მშვილდის შესახებ, რომელიც XVI-XVII საუკუნეში მოგზაურობდა საქართველოში. კასტელი მოგზაურობდა ძირითადად დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო იმერეთის ტერიტორიაზე. მას აღწერილი აქვს იმ პერიოდის საქართველოს ისტორია და ყოფა. იქ არის ჩანახატები მოყვანილი, თუ როგორ ერთობიან ქართველები მშვილდ-ისრის სროლით. საოცარია, რომ მას ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ამორძალების ჩანახატები აქვს გაკეთებული.

თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია

- ბატონო თენგიზ, როგორია მშვილდის სროლის ტექნიკა?

- სროლის ტექნიკა ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, მოზიდე ლარი, დაუმიზნე და გაისროლე. მაგრამ, ზუსტი სროლა ყველას როდი შეუძლია. სხვათაშორის ქალბატონი ქეთევან ლოსაბერიძეს სროლის ტექნიკა არ ითვლებოდა იდეალურად, მაგრამ იგი ისე სწრაფად და სტაბილურად ისროდა რომ სხვეს ასე არ შეეძლო. მშვილდოსნობა, ქალბატონ ქეთევანს შეაყვარა მისმა მწვრთნელმა ბატონმა შალვა ჯაშიაშვილმა. ბატონი შალვა იყო სამხედრო თადარიგის პოდპოლკოვნიკი და როგორც სამხედრო პიროვნებამ კარგად იცოდა სროლის საიდუმლოებები. ის ამბობდა რომ სროლაში ძირითადი მარცვალი არის სწრაფი სროლა. რაც შეეხება მის გენიოსობას ისიც უჩვენებს, რომ დაახლოებით 20 წლის შემდეგ შემოვიდა მშვილდოსნობაში სწრაფი სროლის აუცილებლობა. ბატონი შალვა ქალბატონ ქეთევანისაგან ითხოვდა ლარის მოჭიმვიდან ორ წამში გასროლის გაკეთებას. 2-3 წამი არის იდეალური დრო მიზნის მისაღწევად. თუ გასროლა სრულდება დროის ერთი და იგივე მონაკვეთში ეს ნიშნავს, რომ ყველა გასროლის ყველა ცალკეული ელემენტი სწორადაა შესრულებულია და შედეგიც მაქსიმალურია. საინტერესოა, რომ 2 წამის შემდეგ ფიზიოლოგიურადაც ყურადღების კონცენტრაცია ირღვევა და თვალის ბადურის მგრძნობელობაც მკვეთრად ქვეითდება. ესეც თქვენ სწრაფი სროლის აუცილებლობის მეცნიერული დასაბუთება. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალბატონების მშვილდის სიმძავრე მოზიდულ მდგომარეობაში საშუალოდ უდრის 17-19 კგ. მამაკაცების კი - 20-21 კგ. თუ გავითვალისწინებთ, რომ შეჯიბრების პერიოდში მშვილდოსანს ერთ დღეში უწევს 72 ჩასათვლელი გასროლის შესრულება, ერთ ვარჯიშზე კი საერთო ჯამში 300-400 გასროლის შესრულება. ეს საკმაოდ დიდი დატვირთვაა. თუ გადაამრავლებთ გასროლათა რაოდენობას მშვილდის სიმძლავრეზე მიიღებთ იმ წონას რომელთანაც მშვილდოსანს აქვს საქმე ვარჯიშის ან შეჯიბრების დროს, ხოლო თუ გავიხსენებთ რომ მშვილდოსანი დამიზნების პროცესს ახორციელებს მოჭიმული მშვილდით, მაშინ დავასკვნით რაოდენ მნიშვნელოვანია სწრაფი სროლის სტრატეგია.

თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია

- დღეს რა სახის მშვილდებით ასპარეზობენ სპორტსმენები და რა სიჩქარეს ავითარებს გატყორცნილი ისარი?

- დღეს იარაღი - მშვილდი, აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი უფრო ზუსტი და ძლიერი იარაღი. თანამედროვე მშვილდი სპეციალური მასალებისგან მზადდება. სხვადსხვა ნაწილი სხვადასხვა მასალებისგან. მაგალითად: თანამედროვე მშვილდის სახელური, გააჩნია მის დანიშნულებას, მზადდება ხის, მსუბუქი ლითონების ან კარბონისგან. იყო პერიოდი, როცა სახელურები ალუმინის და მაგნიუმის შენადნობებისგან მზადდებოდა. მშვილდის დრეკადი ნაწილები, ე.წ. მხრები მხზადდება ხის, ფიბერპლასტის და კარბონისგან. თანამედროვე ისრებიც სხვათაშორის კარბონისა და ალუმინის კომბინაცია გახლაბთ. დიზაინიც განსხვავებულია. მაგალითად, ქარში წინაღობა ნაკლები აქვს დღევანდელი დიზაინის მქონე მშვილდს. ძირითადად ოლიმპიადაზე გადიან ე.წ. „გრეხილი“ (Recurve) მშვილდით, რომლის მხრები დაგრეხილია. გრეხილი ფორმა მშვილდს მეტი ელასტიურობისა და მეტი ძალის განვითაერებისათვის აქვს. ასევე არსებობს ე.წ. „კომპაუნდი“ (Compaund), ანუ კომბინირებული მშვილდი. ამ მშვილდში გამოყენებულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და ფიზიკის მიღწევები. კომპაუნდის მხრების ბოლოში დამონტაჟებული აქვს ექსცენტრიული გორგოლაჭები მომელზეც დამაგრებულია ლარი. ასთი კონსტრუქცია ისარს გასროლის დროს აძლევს ძლიერ აჩქარებას რის გამოც კომპაუნდიდან ნასროლი ისარი უფრო შორს მიფრინავს. გრეხილი მშვილდიდან გატყორცნილი ისრის სიჩქარე დაახლოებით 180 კმ/სთ. არის, ხოლო კომბაუდიდან 225-230კმ/სთ. გარდა ამისა ექსცენტრული კონსტრუქცია საშუალებას იძლევა მოჭიმულ მდგომარეობაში შედარებით დიდ ხანს დგომისა რადგანაც ამ მდგომარეოაში დატვიტთვა მინიმალურია. ამიტომაც კომპაუნდი ფართოდ გამოიყენება ნადირობისას, ვინაიდან ძალაც მეტი აქვს და დამიზნების საშუალებასაც უფრო იძლევა. ამის გარდა შეჯიბრებები ტარდება ტრადიციული (Traditional bow), გრძელი (Long bow) მშვილდებით და სხვა.  

- რა მანძილზე ტარდება შეჯიბრებებები?

- ოლიმპიურ სახეობაში მშვილდოსნობაში შეჯიბრის დროს მამაკაცებისთვის მაქსიმალური მანძილი 90 მეტრია. ხოლო მანდილოსნებში 70 მეტრი. 

- როგორი არის დღეს მშვილდოსნობის ფედერაციის მდგომარეობა?

თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია

- ფაქტიურად, ბოლო 3 წელიწადში ბატონ მამუკა ქაცარავას ხელმძღვანელობის პერიოდში ყურადღება გადატანილი იყო საერთაშორისო შეჯიბრებებზე, რამაც გარკვეული შედეგი მოიტანა. ჩვენმა ქალთა ნაკრებმა 2010 წლის თებერვალში ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ვერცხლის მედალი მოიპოვეს და ასევე 2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე პირად ჩათვლაში ქრისტინე ესებუამ მეორე ადგილი დაიკავა, რაც შეიძლება გარკვეულ წარმატებათ ჩაითვალოს. სამწუხაროდ ყურადღების მიღმა დარჩა ბავშვთა და მასობრივი მშვილდოსნობა, რამაც თავისი კვალი დატოვა ეროვნული ჩემპიონატებზე. სწორად ეს არის ჩვენი დღევანდელი საზრუნავი, გავზარდოთ მასობრიობა, შევარჩიოთ ახალბედა, ნიჭიერი ბავშვები და ისინი მოვამზადოთ გამოცდილ მშვილდოსნებთან ეგვერდით მომავალ ოლიმპირ თამაშებისათვის. 

- რამდენად ელიტარული და რამდენად მამაკაცური სპორტია მშვილდოსნობა?

- მშვილდოსნობა ხომ, რაინდობასთან, მტერთან ბრძოლასთან, საკვების მოპოვებასთან ასოცირდება.სწორად ამიტომ არის ის მამაკაცური სპორტი. ის ასევე ელიტარულიც არის. უძველესი დროიდან პაექრობდნენ მშვიდოსნობაში მეფეები, ერთობოდნენ, ნადირობდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. სხვათაშორის, არ დაგვავიწყდეს, რომ ქალაქი თბილისიც ერთერთი ასეთი ნადირობის შედეგად არის მოვლენილი.

- როგორი უნდა იყოს მშვილდოსანი?

- მშვილდოსნობა მოითხოვს პიროვნებისგან ემოციების კონტროლს, სრულ გაწონასწორებას, თავის თავში რწვენას, ყურადღების კონცენტრაციას, გარემო და კლიმატური პირობების ანალიზის უნარს და სწორ ორიენტაციას. ამის გარეშე კარგი მშვილდოსანი ძალიან რთულად თუ დადგება ვინმე. 

- უახლოესი სამომავლო გეგმები რა გაქვთ?

- ჩვენ წარვადგინეთ სპორტის სამინისტროში მშვილდოსნობის განვითარების პროექტი, სადაც პრაქტიკულად ყველა საკითხია განხილული. მომავალი, რიო-დე-ჟარეიროს ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობის ლიცენზიის მოპოვების და იქ წარმატებით გამოსვლის გარდა ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მშვიდლოსნობის პოპულარიზაცია ბავშვებში. ვგეგმავთ მოვაწყოთ შეჯიბრებები ბავშვებსა და მოზარდებს შორის. ხუთ ეტაპიანი გეგმა გვაქვს, რაც მიზნად ისახავს ვიპოვოთ და მოვამზადოთ ნიჭიერი მომავალი თაობა. შემდეგ უკვე დავიწყებთ მათთან მუშაობას. მეორე ეტაპზე ვგეგმავთ მათ მაღალ დონეზე დაოსტატებას და ა.შ. ამის გარდა დიდი სურვილი გვაქვს საქართველო გავხადოთ მშვილდოსნობის საერთაშორისო, ევროპისა და მსოფლიო დონის, შეჯიბრებების მასპინძელ ქვეყნად. ამის იმედს გვაძლევს მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების ჩვენდანი მეგობრული განწყობილება. მაგრამ, საქმე საქმეა და მეგობრობა მეგობრობაა. ვაცნობიერებთ, რომ საერთაშორისო შეჯიბრებების გამოცდილება გვაქვს ძალიან ცოტა, ამის გარდა ამ შეჯიბრებების ჩატარება მაღალ დონეზე მთავრობის და სპონსორების მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. 2014 წელს უკვე შეიძლება ევროპის ფედერაციის კალენდარულ გეგმაში საქართველოს როგორც მასპინძელი ქვეყნის ჩასმა. ვნახოთ რა იქნება. ამ მნიშვნელოვან საქმეში უფლის და ჩვენი მთავრობის იმედი გვაქვს.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა