შემოგვიერთდით facebook-ზე
ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გამო ქართული ტრადიციული წარმოება იბლოკება
2-10-2018, 22:21  /  ნახვა: 6861

,,პოლიტიკოსებო, მოგვეცით უფლება ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს ჩვენ, ქართველ ერს შეგვიძლია!"
საქართველო ფლობს იმ უნიკალურ სიმდიდრეს და მისი გამოყენების ცოდნას, რასაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოაზროვნე საზოგადოება სანთლით ეძებს. სამართლებრივი პრობლემების გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, საუბედუროდ ამას ვერ იყენებს, ვინაიდან ქართულად მოაზროვნე პოლიტიკოსების გარდა, საქართველოს ყველაფერი იმაზე მეტი გააჩნია, რაც სჭირდება. ხელისუფლების ნების შემთხვევაში შეუძლია გაძლიერდეს და სხვასაც ბევრი მისცეს, მოკლე დროში გაერთიანდეს და ღირსეულად დადგეს სხვა ქვეყნების გვერდით. ეს ფაქტია და ამის უარყოფა არავის შეუძლია.
რა ხდება საქართველოში, რომელიც მსოფლიოში გამორჩეულად მდიდარია ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით? აი, ეს უნდა იკითხოს სამართალმა და მერე ნამდვილად ,,გაბრწყინდება" საქართველო.
სახელმწიფო პროგრამები, ეკონომიკური განვითარების კუთხით, საფრთხის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თვითმყოფადობას და შეურაცხყოფს ხალხის უდიდეს კულტურას, ტრადიციებს, ცოდნასა და გამოცდილებას.
სამართლებრივი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნებსით, თუ უნებლიეთ ბევრი რამ დაკარგა. ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოში გამორჩეულად მდიდარ ხალხს, თვითგამოკვების უნარი აღარ აქვს. ამ უკანასკნელის რეანიმირებაზე უნდა ზრუნავდეს დღეს ერი და ბერი.ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გამო ქართული ტრადიციული წარმოება იბლოკება
მოსახლეობას ბიძგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება, რათა გონივრული დახმარებით თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს, იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია, სახელმწიფოს მხრიდან დაცულია და ვერავინ დაბლოკავს. მაშინ ქვეყანა მალევე დაიწყებს გაერთიანებას, თანადგომის, ნდობის უნარიც გაღრმავდება და შესაბამისად, ხალხში შრომის სიყვარული აღდგება. დასაქმების გარეშე, ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა, წყლის ნაყვა იქნება და სხვა არაფერი.
მოსახლეობისგან სოფლები სწრაფად იცლება, მათი შეჩერება ძირძველ მიწა–წყალზე თავისუფლად შეიძლება დასაქმებით, რასაც პოლიტიკური ნება, შესაბამისი კანონები და ფინანსური თანადგომა სჭირდება.
ქართული მედიცინა, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენს ქვეყანაში იდევნება. მორჩენილი ავადმყოფი არ სჭირდებათ ზოგიერთებს, თუმცა ქვეყნისთვის ქართული ტრადიციული მედიცინა, უდიდესი მნიშვნელობის სიმდიდრეა, რაც ყველამ უნდა გაიგოს და თანადგომა გაუწიოს. საჭიროა, უფლის მიერ ბოძებული ბუნებრივი სიმდიდრე, ადამიანთა კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ.
მოგეხსენებათ, საქართველოში გამძაფრებულია კონკურენცია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი მედიკამენტების გასაღებაზე. რის გამოც, ჩვენს მიერ წარმოებულ წამლებს ,,ხაფანგი" დაუგეს. ქართული ტრადიციული წესით დამზადებულ წამლებს, დანაშაულებრივად ებრძვიან და ათასნაირ ბინძურ ჭორს ავრცელებენ, მოსახლეობის ჯანმრთელობა კი დღითიდღე უარესდება. ვინაიდან ფაქტია, რომ ტრადიციულ წამლებს შეუძლია რიგი დაავადებების განკურნება. სინთეზური გზით დამზადებული ქიმიური წამლები კი კომპლექსურად ინიშნება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაავადებების სამკურნალოდ.
კონკურენციის გამო გარკვეულმა ჯგუფებმა დაბლოკეს ტრადიციული წამლების წარმოება და მკვეთრად შეაფერხეს, გამოშვებული მედიკამენტების გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში, გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე. ექვსი წელია დაყადაღებული აქვთ ფირმის ქონება, რომლის ღირებულება მრავალჯერ აღემატება იმ თანხას, რომელსაც თაღლითები წლების განმავლობაში ითხოვდნენ, ცრუ ბრალდებების საფუძველზე.
მრავალი ათასწლეულის მანძილზე, ცივილიზაციების შემოქმედ ხალხს სწამდა, რომ მეფე არის ერთი კანონის უზენაესობა, რომელსაც ქვეყნის მფარველი ანგელოზები იცავენ. ამიტომ, ვინც თამაშის წესს არღვევს, თავის დროზე ყველა დაისჯება.
ფარმაცევტული წარმოება "სალხინო"-ს სამეცნიერო საბჭომ, საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა ის სამართლებრივი პრობლემა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ხელს უშლის ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას და სიდუხჭირეში ამყოფებს ქვეყნის მოსახლეობას.ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გამო ქართული ტრადიციული წარმოება იბლოკება
ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი ჩვენი აზრით არის ის, რომ სახელმწიფომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კერძო საფინანსო ინსტიტუტებს მიანდო, რომლებიც თვითონ მდიდრდებიან, ხოლო მოსახლეობის დუხჭირი ცხოვრება, მათ უმრავლესობას საერთოდ არ ადარდებთ.
პრაქტიკიდან გამომდინარე ვფიქრობთ, ისინი ბიზნესს, მხოლოდ იმისთვის აფინანსებენ, რომ მოკლე დროში, მათი უძრავი ქონება და საქმიანობა ჩალის ფასად ჩაიგდონ ხელში, წლები არ დაელოდონ პროცენტებით მოგებაზე გასვლას.
საფინანსო ინსტიტუტები ამ მიზნის მისაღწევად, ადვილად ახერხებენ ,,ხაფანგის" დაგებას და მათ მიერვე დაფინანსებული ბიზნესის დაბლოკვას. მკვეთრად უშლიან ხელს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში გამძაფრებული კონკურენცია, უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის გასაღებაზე, ბოლოს უღებს ჩვენი ხალხის თვითმყოფადობას და ანადგურებს მას. ვინაიდან ძირითადი შემოსავალი და სამუშაო ადგილები მწარმოებელ ქვეყანას რჩება.
საქართველოში ადგილობრივი ბიზნესი ფინანსური პრობლემების გამო უძლურია, სახელმწიფო კი კონსტიტუციის ფარგლებში, ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას არ უწყობს ხელს და არ ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს. ყოველივე აღნიშნული კი ანადგურებს უნიკალურ ფლორას და ფაუნას, ფაქტია სპობს ყველა იმ მონაპოვარს, რაც საუკუნეების მანძილზე თვითმყოფადობის მიზნით არის შექმნილი.
მსგავსი ქმედებები შეგნებულად კეთდება, თუ შეუგნებლად, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ბოროტად არის გამოყენებული ქვეყნის მმართველობის ჩამოსაშლელად, ვინაიდან მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში მეწარმეობის შეფერხება, უფლებების შეზღუდვა, ქართული პროდუქციის გაუფასურება და შესაბამისად, სამუშაო ადგილების შემცირება, საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის ეკონომიკური ბერკეტების მოსაშლელად.
მშიერი, გამწარებული, უიმედო და უპატრონოდ დარჩენილი ხალხი კი საუკეთესო საშუალებაა, ქვეყნის პოლიტიკის და მისი მმართველობის მოშლა–განადგურებისათვის. საჭიროა მოგვარდეს სამართლებრივი პრობლემები, მყისიერად დასაქმდეს მოსახლეობა, რაც თავისუფლადაა შესაძლებელი.
ნათქვამია, ,,თუ გინდა კარგი პური ჭამო და შეგერგოს, პური მეპურეს გამოაცხობინეო." საქართველოში ეს სიბრძნე ფეხქვეშაა გათელილი და ესეც არის ჩვენი ხალხის სიდუხჭირის ერთ-ერთი მიზეზი, ვინაიდან ზოგიერთების არაკომპეტენტურობის გამო ხელისუფლება ვერ იყენებს მოსახლეობის ცოდნასა და გამოცდილებას. დამღუპველი შედეგები კი იმ პირებს ბრალდებათ, ვისაც ნამდვილად სურს ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება.
მრავალი ადამიანი ელოდება ხელისუფლებისგან ფინანსურ დახმარებას, პრემიერ მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის განცხადება ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება ჩვენი შანსია, დადებითად განაწყობს მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ და იმედით აღავსებს. თუ იქნება ფინანსური თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან, საქართველო მალე გაბრწყინდება, კერძო ინვესტიციების იმედით ქვეყანა ქართულად ვერ განვითარდება.
დღეს გვჯერა, თუ პრემიერ მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს დაუდგებით გვერდით, ქვეყანა ნამდვილად სწორი მიმართულებით განვითარდება, ვინაიდან ბოლო 26 წელია, ასე მკაფიოდ არავის გაუკეთებია განცხადება ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოყენებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მართლაც უნიკალური შანსია.
როინ ნაჭყებია
სახალხო მკურნალი
წამალ ,,სალხინო"–ს ავტორი

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა