შემოგვიერთდით facebook-ზე
რა უწყობს ხელს სიცოცხლის ხანგრძლივობას და რას ცვლის დაავადება ადამიანის ქცევაში?!
5-11-2018, 12:58  /  ნახვა: 2868

მსოფლიო საუკუნეებია სწავლობს დაბერების საწინააღმდეგო პროცესების, სიცოცხლის ხანგრძლივობის, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ორგანიზმის სწორი ბიოაქტივაციის საკითხებს.
დადგენილია, რომ ადამიანის გენეტიკურ აპარატში, კოდირებულია ხანგრძლივი სიცოცხლის უნარი, ამავე დროს, ამა თუ იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი ბუნებრივი ნივთიერებების არასაკმარისი მიღება, უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იწვევს, რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადებას. ქიმიური სასუქების გამოყენება, ხილ-ბოსტნეულის ხელოვნური კულტივირების დაჩქარება, საკვები პროდუქტების გადამუშავება და მრავალი სხვა ფაქტორი, ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების გაქრობას საკვები პროდუქტებიდან.
ნატურალური მცენარეული სამკურნალწამლო საშუალებები, არამარტო ავსებენ საკვებ პროდუქტებში შემავალ ინგრედიენტების დეფიციტს, არამედ ხელს უწყობენ ორგანიზმში დალექილი, ზედმეტი მავნე ნივთიერებების გამოდევნას, რაც განაპირობებს იმუნიტეტის აღდგენა-გაძლიერებას და დაავადების რისკის შემცირებას.
დაავადება მოქმედებს ადამიანის არა მარტო ფიზიკურ მდგომარეობაზე, არამედ გავლენას ახდენს მისი ქცევის ფსიქოლოგიასა და ემოციურ რეაქციებზე, ცვლის ადამიანის როლსა და ადგილს საზოგადოებაში. ამასთან ნებისმიერი დაავადების მკურნალობის ეფექტურობას ადასტურებს ორგანიზმის იმუნოლოგიური მაჩვენებილის გაუმჯობესება, რაც აისახება ავადმყოფის ცხოვრების ყველა პარამეტრზე.რა უწყობს ხელს სიცოცხლის ხანგრძლივობას და რას ცვლის დაავადება ადამიანის ქცევაში?!
დღემდე ძირითადი ყურადღება ექცეოდა და ანალიზი უტარდებოდა, ავადმყოფის ფიზიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევით მიღებულ მონაცემებს.
ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რომლითაც შესაძლებელია ავადმყოფის მდგომარეობის უკეთ შეფასება, ცხოვრების ხარისხია. ეს კრიტერიუმი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ, თუ როგორ რეაგირებს პაციენტი ავადმყოფობასა და დანიშნულ მკურნალობაზე. ცხოვრების ხარისხის განსაზღვრა აუცილებელი პირობაა, ახალი სამკურნალო პრეპარატებისა და მკურნალობის მეთოდების შესწავლის დროს. საქართველოში შესწავლილი სამკურნალწამლო საშუალებები არსებობს, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი შედეგები, როგორსაც მსოფლიო მედიცინა ეძებს.
როინ ნაჭყებია, სახალხო მკურნალი

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა