საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ,,კომაროვის" მოსწავლეები წარმოადგენდნენ, მათემატიკის მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. 12 ივლისს, ჩვენმა ბიჭებმა, ექვსიდან ექვსივემ მედალი აიღეს. საქართველომ აჯობა, ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდოეთი და სომხეთი.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული ნაკრები კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული: საბა ლეფსვერიძე, ნიკა ბირკაძე, თემო თოლორაია, სანდრო ხოხიაშვილი, დიმა კორკოტაშვილი და ლუკა მუშკუდიანი. მათგან საბა ლეფსვერიძე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და 252 შესაძლებელიდან 212 ქულა მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 27-ე ადგილი დაიკავა.