შემოგვიერთდით facebook-ზე
თინათინ კანდინაშვილი: ექიმების მტკიცების მიუხედავად, დედა ანას ლოცვით, ჩემი შვილი დედა გახდა
7-07-2018, 16:58  /  ნახვა: 3784

ჩვენი ჟურნალი, მკითხველის თხოვნით, ხშირად წერს დედა ანას ლოცვით მომხდარ სასწაულებზე, რომელიც პატრიარქის კურთხევით, მისივე თაოსნობით აღდგენილ და აშენებულ, წყნეთის ,,დავით აღმაშენებლის სახელობის" მონასტერში წლებია მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში, მისი ლოცვით უამრავი ადამიანი განიკურნა და გადაურჩა სიკვდილს. ამიტომაა, რომ მასთან დასალოცად მისული ხალხის ნაკადი, დილიდან საღამომდე არ წყდება. ახლაც, ამ წერილით, კიდევ რამდენიმე სასწაულზე მოგითხრობთ, რომელსაც დედა ანასთან მისული მრევლი ჰყვება და მადლიერების სიტყვებს არ იშურებს, ამ სათნო ადამიანის მიმართ.
თინათინ კანდინაშვილი: – ჩემს ქალიშვილს წლების განმავლობაში ქალური პრობლემები აწუხებდა, მან ოპერაციაც კი გაიკეთა, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ დედა ანასთან მივედი, ვიცოდი და მწამდა, რომ მისი ლოცვები უშველიდა. ჩემი იმედი გამართლდა. თინათინ კანდინაშვილი: ექიმების მტკიცების მიუხედავად, დედა ანას ლოცვით, ჩემი შვილი დედა გახდალოცვებმა შედეგი გამოიღო. ჩემი შვილი გამოკეთდა. მისი მკურნალი ექიმებისთვის დაუჯერებელი იყო ჩატარებული კვლევების პასუხები, რაც წამლების გარეშე, მხოლოდ დედაოს ლოცვით იქნა მიღებული. ამ ფაქტს კიდევ ერთი სასწაული დაემატა და ექიმების მტკიცების მიუხედავად, რომ თეორიულად გამორიცხული იყო ჩემი ქალიშვილის დაორსულება, 2017 წლის 7 აპრილს ხარება დღეს – ჩემს შვილს ვაჟი შეეძინა. ბავშვს დაბადებიდან გულზე პრობლემები დაჰყვა, გულის ოთხი სარქველი ღია იყო და შესაძლოა ოპერაციული ჩარევა დასჭირვებოდა. დედა ანას ლოცვებმა პატარა ალექსანდრეც გადაარჩინა ოპერაციას და გულის პრობლემები მოუხსნა. დღეს ერთი წლის ალექსანდრეს ჯანმრთელი გული აქვს. თითქმის ყოველდღე დავდივარ დედა ანასთან, მისი ლოცვები გვეხმარება მე და ჩემს ოჯახს. მადლობა დედა ანას, მის სიკეთეს ჩვენ ვერასოდეს გადავიხდით, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვილოცოთ დედა ანას ჯანმრთელობაზე და მის დიდხანს სიცოცხლეზე. მინდა ძალიან დიდხანს ვუყურო მის ნაზ და სპეტაკ სახეს, მის ლამაზ დიდრონ თვალებს სიხარულის დროს, რომ უბრწყინავს.თინათინ კანდინაშვილი: ექიმების მტკიცების მიუხედავად, დედა ანას ლოცვით, ჩემი შვილი დედა გახდა

სონია ყანდიაშვილი: – 2017 წლის სექტემბერში, ენაზე ხორცმეტი ამომივიდა. რკინიგზის საავადმყოფოს ექიმებმა, რომლებსაც გამოკვლევა არც კი ჩაუტარებიათ, ისე დამისვეს დიაგნოზი – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა. ოპერაციის თანხა, თითქმის 1500 ლარს აღწევდა, ამდენი ფული არ მქონდა. ამიტომ ჩემს ძმიშვილს ვთხოვე სხვა კლინიკაში წავეყვანე, სადაც უფრო ნაკლები თანხა იქნებოდა ოპერაციისთვის გადასახდელი. მან კი მირჩია დედა ანასთან წავსულიყავით, რომელიც ლოცვებით უამრავ ადამიანს კურნავდა. 2018 წლის აპრილში დედა ანასთან წამოვედით, მან თავზე ჯვარი დამადო და დამლოცა. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ წანაზარდმა ჯერ პატარა ბურთის ფორმა მიიღო, შემდეგ კი საერთოდ გაქრა. ახლა კი არანაირი კვალიც არ მაქვს ენაზე. დიდება უფალს ამ სასწაულისთვის და მადლობა დედა ანას უფლის და ხალხის ასეთი სიყვარულისთვის, ამდენი ადამიანის მიმართ, რომ იჩენს. მწამს და მჯერა, რომ მისი ლოცვები, რწმენით მისულ ყველა ადამიანს დაიფარავს. თინათინ კანდინაშვილი: ექიმების მტკიცების მიუხედავად, დედა ანას ლოცვით, ჩემი შვილი დედა გახდა
ლანა დვალიძე: – უამრავი პრობლემა მქონდა, მეუღლე ავადმყოფობდა და ექიმთან წასვლაზე უარს ამბობდა, ოჯახი მორალურად განადგურებული ვიყავით, საშინელი ნერვოზი მქონდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. უფლის მადლით, მეზობელმა შემატყობინა დედა ანას შესახებ. მეორე დილას წამოვედი მასთან და იმ დღიდან გაიმართა წელში, მიწასთან გასწორებული ჩემი ოჯახი. უკვე აღარაფრის მეშინია, რადგან ჩვენს ცხოვრებაში არსებობს დედა ანა, რომელიც ჩემნაირ ცოდვილ ადამიანზე ლოცულობს და უფალი მის ლოცვას ისმენს. არ ვიცი, რომელი ერთი პრობლემა ჩამოვთვალო, ყოველთვის გაჭირვებული გავრბოდი დედა ანასთან და ვიცოდი, მისი დალოცვის შემდეგ ჩემი საშველი აუცილებლად იქნებოდა. მისგან ყოველთვის ფრთაშესხმული ვბრუნდებოდი სახლში. სასწაულმოქმედია, არა მხოლოდ მისი ლოცვები, არამედ მისი წიგნიც. როდესაც რაიმე მიჭირს, მის წიგნს გულში ვიხუტებ და ისე ვლოცულობ, ასე ყოველთვის ვგრძნობ შემწეობას. თერთმეტი წლის განმავლობაში, თუ ოდესმე რამე გამჭირვებია, ან ოჯახის წევრი ცუდად გამხდარა, დავუიმედებივარ, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნებაო და ასეც ყოფილა. შვილიშვილი ავად გამიხდა, ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ისევ დედა ანას მივაშურე, ალერგიააო მითხრა. შემდეგ ექიმებმაც ორ დღეში იგივე დაუდგინეს და ბავშვი მალე გამოჯანმრთელდა. ყველა ადამიანი, ვინც ამ დალოცვილ ადგილას მოდის, ამბობს, რომ საოცარ სიმშვიდეს გრძნობს, მისი ლოცვით ღვთაებრივი გრძნობა გვიჩნდება გულში. მინდა დავლოცო ის მიწა, სადაც დედა ანა დადის. მადლობა და დიდება უფალს, რომ ეს სასწაული ადამიანი მოგვივლინა. დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენს დედა ანას!თინათინ კანდინაშვილი: ექიმების მტკიცების მიუხედავად, დედა ანას ლოცვით, ჩემი შვილი დედა გახდა

მაია: – სამაჩაბლოდან დევნილი ვარ, ძლიერი შიში და ნერვოზი მქონდა, დედაოს ლოცვით ეს პრობლემა დავძლიე. მივხვდი მისი ლოცვის მადლს, რის გამოც დედა ანას ხშირი სტუმარი ვარ. ის დაუღალავად შესთხოვს უფალს ჩვენთვის. დიდება უფალს. ღმერთო მეტი ძალა და ჯანმრთელობა მიეცი დედა ანას!
ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა