შემოგვიერთდით facebook-ზე

თეატრი "ივერიონი" სამი წელია არსებობს, მსახიობები და დასის წევრები დღემდე ენთუზიაზმზე მუშაობენ. მათ არც სარეპეტიციო დარბაზი აქვთ და არც შენობა, სადაც სპექტაკლებს ითამაშებენ. თუმცა ეს ყოველდღიურ შრომაში ხელს არ უშლით, რადგან იციან, ერთგული მაყურებელი ელოდებათ. 

15-11-2016, 20:14

22 აპრილს, აგრარული უნივერსიტეტის თეატრში, სპექტაკლ ,,გაფრენას" პრემიერა გაიმართება, რომელიც ახალგაზრდა მსახიობის კახა იაკობიძის მიერაა დადგმული. ის თავს რეჟისურაში პირველად გამოცდის. 
კახა იაკობიძე: უკვე ათი წელია აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის თეატრში სხვადასხვა სპექტაკლში ვთამაშობ. ეს კი ჩემი პირველი რეჟისორული ნამუშევარია და ვნერვიულობ, იმედია მაყურებელს მოეწონება. სპექტაკლი თამარ ფხაკაძის პიესის მიხედვით დაიდგა. ეს პიესა პირველად ორი წლის წინ წავიკითხე და გადავწყვიტე დამედგა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და ჩემი რეჟისორის ბატონ გოგა გეგელიას ინიციატივა იყო, როგორც რეჟისორს თავი გამომეცადა. პიესაზე დეკემბრიდან ვმუშაობთ, მასში ძირითადად აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები თამაშობენ, ასევე ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც თეატრში დარჩნენ და დღემდე ჩვენს დასში ირიცხებიან. ამ სპექტაკლში ორი პროფესიონალი მსახიობი თამაშობს: იოანე იმედაძე და მინდია ქიტიაშვილი, ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ დამთანხმდენენ და ჩვენთან არიან, სტუდენტებისთვის ეს დიდი გამოცდილებაა. 

19-04-2016, 23:45

თეთრიწყაროს კულტურის ცენტრში, სპექტაკლი "მოლოდინი" გაიმართა, რომლის რეჟისორიც თინათინ ბეკოშვილია. სპექტაკს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი ზამირა ხაჭვანი და ჟიურის წევრები ესწრებოდნენ.

15-03-2016, 22:49

23 წლის მინდია ქიტიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის ,,მოდი ნახეს" და გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრ ,,სახიობას" მსახიობია. ის, ასევე საუკეთესოა, ლექსის მხატვრულად წაკითხვაში. ამ ნიჭიერი ახალგაზრდით ჟურნალი geoelite.ge დაინტერესდა და მასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ. 

20-08-2015, 18:47

ჟურნალი ,,geoelite" ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობს ზურაბ ცინცქილაძეს ესტუმრა. ქართულ კინემატოგრაფიას, თუ თეატრს მის მიერ შესრულებული არაერთი საინტერესო როლი ახსოვს. იგი თავისი ცხოვრების და განვლილი გზის შესახებ გვესაუბრა.

4-11-2014, 21:07

ლილი ხურითი: თეატრს კარგი დღეები არ უდგას
ბავშვობიდან თეატრალური ცხოვრება ჰქონდა. ასე რომ დიდი არჩევანის წინაშე არც დამდგარა. 1983 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. 1984 წლიდან სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობს მსახიობად.
გადაღებულია ფილმებში: ,,დონ ჟუანის დაბადება"(დაშა), ,,მიიღეთ გამოწვევა სენიორებო", ,,ბილიკები ცაში"" (ლილი), ,,წერილები ბამიდან", ასევე ქართულ სერიალებში : ,,გოგოები და ბიჭები" და ,,ჩიფსების თაობა." თეატრში 30 მთავარი როლი და უამრავი სხვა პერსონაჟი აქვს განსახიერებული.

29-09-2014, 17:12

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

კახა მიქიაშვილი: იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე ვიმსახურებ

ცნობილ მსახიობსა და ტელეწამყვანს, კახა მიქიაშვილს, ინტერვიუს ჩამოსართმევად თავისუფალ თეატრში ვეწვიე, სადაც უკვე წლებია მუშაობს.

მისი სამსახიობო მოღვაწეობა 16 წელს ითვლის, აწ გარდაცვლილი პედაგოგის, ბატონ შალვა გაწერელიას წყალობით, სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობა პირველივე კურსიდან ჰქონდა.  

კახა მიქიაშვილი: მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. 1998 წლიდან სცენაზე ვდგავარ. თავიდან ეს პროფესია გართობა მეგონა, შემდეგ მივხვდი, რომ ურთულესი და საინტერესო სამყარო იყო. ქართველი რეჟისორების წყალობით პროფესიულად მუდამ დაკავებული ვიყავი. უკვე მეთერთმეტე წელია თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ, თითქმის ყველა წამყვან სპექტაკლში ვთამაშობ. საინტერესო როლები მაქვს, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ ვარსიმასვილს. მსახიობობასთან ერთად ტელე-წამყვანის ამპლუასაც ვითავსებ.

7-04-2014, 14:03

ავტორი
ეკა რევაზიშვილი
დიმა ჯაიანი: ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება...
სოხუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, მსახიობი დიმა ჯაიანი, ახლახანს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი ,,ქართული ელიტის" მკითხველისთვის, ახალ თანამდებობაზე თავისი გეგმების შესახებ საუბრობს, ყველა კითხვას ჩვეული ექსპრესიით პასუხობს და აცხადებს, რომ მისი უწყების დაწესებულებებში დევნის დაწყებას, თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივ განთავისუფლებას არ აპირებს, თუმცა გასული წლების გამო ,,ვიღაცამ რაღაც უნდა იგრძნოს".

- რა მემკვიდრეობა ჩაიბარეთ, როგორც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, წინამორბედი მინისტრისაგან?
- მთლიანად აფხაზეთის კულტურას და განათლებას უნდა უხაროდეს, რომ დღეს მე ვარ მინისტრი. შეიძლება ეს ვიღაცას ძალიან ხმამაღალი ნათქვამი ეგონოს ჩემი მხრიდან, მაგრამ ჩვეულებრივი და მისაღებ-დასაშვები ნათქვამია.
- რას გულისხმობთ, მოდი უკეთესად ავუხსნათ მკითხველს?

24-12-2013, 14:08

ავტორი
თინათინ ბეკოშვილი
,,კამერტონის" - ,,ოლივერი" და დიდი სცენის პატარა არტისტები   
ახლახანს, სულხან ცინცაძის სახელობის მეთექვსმეტე სახელოვნებო სკოლის სტუდია ,,კამერტონმა“, ახმეტელის თეატრში, მიუზიკლი „ოლივერი“დადგა.  იგი საქართველოში პირველად დაიდგა. სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა ლეიკემიით დავადებულ ბავშვთა ფონდში ჩაირიცხა.
- მოგვიყევით როგორ გაჩნდა „ოლივერის“ დადგმის იდეა?                                                          
თამუნა გვაზავა: - ჩემი ოცნება იყო საქართველოში მიუზიკლები დადგმულიყო. ვგრძნობდი, რომ საზოგადოებას ეს აკლდა. სტუდიის გახსნის დღიდან, სურვილი მქონდა, საბოლოო შედეგი სწორედ ის ყოფილიყო, რაც დღეს მოხდა. თავიდან, როცა ბავშვებთან მუშაობა დავიწყე,  პატარ-პატარა მიუზიკლებს ვდგამდით. აუცილებლად უნდა გამეკეთებინა „პიტერ პენი“, რადგან ეს პატარებშიც  და დიდებშიც დიდ ინტერესს გამოიწვევდა. ეს არის თემა, სადაც შინაგანად სულ ბავშვი ხარ და არ იზრდები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს პირველად საქართველოში, ქართულ ენაზე გამეკეთებინა.
ბავშვებმა მაქსიმუმი გააკეთეს. ძალიან რთული რეპეტიციების შედეგად, ყველა თავიდან ბოლომდე დავიხარჯეთ. დიდ მადლობას ვუხდი პედაგოგების ჯგუფს: სალომე ლაფერაძეს, ეკატერინე ჩინჩალაძეს, ნინო გვაზავას, თამარ ჟორდანიას და გეგა ქურციკიძეს.

15-11-2013, 14:38

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

იზა ვეფხვაძე: ისინი ჩემს სულში სახლობენ და ყველაფერს მიადვილებენ

მსახიობმა და რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის (ახლანდელი ილიას) უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,  (პარალელურად სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც), ხარაგაულის რაიონულ გაზეთში, ჟურნალისტად და პასუხისმგებელ მდივნად დაიწყო მუშაობა. გარკვეულ პერიოდში პედაგოგიურ-აღმზრდელობით გაზეთს "აღმზრდელს" გამოსცემდა,  10 წელზე მეტი ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი იყო, შემდეგ კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის უფროსი. იგი რვა წიგნის ავტორია.

მასთან გასაუბრების სურვილი, გოდერძი ჩოხელის ხსოვნის საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გამიჩნდა, რომლის წამყვანი და ორგანიზატორიც იყო. 

იზა ვეფხვაძე: 1995 წელს, როდესაც საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად ვმუშაობდი, ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ლიტერატურული თეატრი ჩამოვაყალიბე, სულ მალე თეატრს სახალხო თეატრის წოდება და დიდი ქართველი მამულიშვილის რეზო თაბუკაშვილის სახელი მიენიჭა, რომელიც ხარაგაულის ბიბლიოთეკასთან   დღემდე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემოთავაზება მქონდა, ჩემი დიდი სურვილია, თეატრმა არსებობა განაგრძოს იმ რაიონში, სადაც დაარსდა და პირველი საღამოები გამართა. ძალიან მძიმე წლებში, სამოქალაქო ომისა და სიდუხჭირის პერიოდში, ჩვენს სპექტაკლებს ასეულობით ადამიანი სტუმრობდა; მწერლები, საზოგადო მოღვაწენი, მეცნიერები და უკვირდათ, რომ იქ სიცოცხლე დუღდა.

14-05-2013, 21:44

ავტორი

დიანა ოვანესიანი

,,პეტროს ადამიანის" სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი 150 წლისაა 

1850 წელს გიორგი ჩმშკიანი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელმაც ნიჭიერი მსახიობები იპოვა და სამსახიობო გუნდი შექმნა. გიორგი ჩმშკიანმა, გაბრიელ სუნდუკიანთან ერთად სომხური თეატრი დაარსა. სუნდუკიანი სომეხი კლასიკოსი და დრამატურგია, რომლის სპექტაკლებს ქართულ თეატრში თამაშობდნენ: მარჯანიშვილის თეატრი, რუსთაველის თეატრი და სხვა.

სომხური თეატრი, ყოველთვის ქართულ ხელოვნებას ემსახურებოდა. ჩვენ ვმეგობრობთ ქართველ რეჟისორებთან, ისინი, ხშირად ესწრებიან ჩვენს სპეკტაკლებს, გვითხრა სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, არმენ ბაიანდურიანმა, რომელიც თეატრის და საკუთარ შემოქმედებაზე გვესაუბრა. 

არმენ ბაიანდურიანი: სკოლის დამთავრების შემდეგ, კლუბის მენეჯერად ვმუშაობდი, სადაც სპექტაკლებს ვდგამდი. სომხურ თეატრში სპექტაკლის დადგმა შემომთავაზეს, იმის მიუხედავად, რომ არ მქონდა სარეჟისორო დამთავრებული. შვიდი პიესა მაქვს დაწერილი და შვიდივე დაიდგა. თეატრიდან, რაღაც დროის განმავლობაში წავედი, როცა დაბრუნება გადავწყვიტე, სამხატვრო ხელმძღვანელად ამირჩიეს. 

29-04-2013, 14:12

 ნინელი ჭანკვეტაძე: დიდხანს მიდიოდა ბრძოლა ჩემსა და ქეთის შორის, ლამის ჩხუბამდე მივედით

 

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

 

ქალბატონი, ულამაზესი, ნიჭიერი _ მიხეილ თუმანიშვილის კლასის მსახიობი - ნინელი ჭანკვეტაძე. ეს იმ იშვიათთაგანი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანს მსახიობობა არ უნდოდა, მაგრამ, ისეთი არტისტი გახდა, რომ ნოდარ დუმბაძის ინგა გააცოცხლა... მიხეილ თუმანიშვილის საყვარელი მოსწავლე გახდა... დანარჩენი, ქალბატონ ნინელის მოვუსმინოთ.

- ქალბატონო ნინელი, რატომ გადაწყვიტეთ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება?

- ეს პროფესია შემთხვევით ავირჩიე, მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია.

- რა პროფესია გხიბლავდათ, ვიდრე მსახიობობას აირჩევდით?

25-02-2013, 18:31

უკან1 2 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა