თეთრიწყაროს კულტურის ცენტრში, სპექტაკლი "მოლოდინი" გაიმართა, რომლის რეჟისორიც თინათინ ბეკოშვილია. სპექტაკს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი ზამირა ხაჭვანი და ჟიურის წევრები ესწრებოდნენ.
სპექტაკლმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა. მოზარდთა თეატრალურმა დასმა პირველი შესარჩევი ტური წარმატებით გადალახა და მეორე რეგიონულ ტურზე, 21 მარტს, უკვე ბოლნისის კუტურის ცენტრში, სხვა გამარჯვებულ რაიონებთან ერთად წარსდგებიან.
თეონა აბრამიშვილი (ჟიურის წევრი): კარგი შთაბეჭდილება დამრჩა მოზარდებზე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თინათიბ ბეკოშვილს. ვფიქრობ, მომავალ წელს აღნიშნული ფესტივალი, უკვე ფართო მასშტაბით გაიმართება.
თინათინ ბეკოშვილი (რეჟისორი): თეთრიწყაროში, საბავშვო თეატრი ხუთი თვის წინ გაიხსნა. პირველი ორი თვე ურთიერთგაცნობით დავიწყეთ, სამი თვეა, რაც აქტიური მუშაობა დავიწყეთ. ამ მოკლემეტრაჟიან პიესაზე, ორი თვეა ვმუშაობთ, რომელიც გოდერძი ჩოხელის მოთხრობის "მოლოდინის" მიხედვით დავდგით. ეს არის დიალოგი, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთში საუბრობს. როდესაც გვითხრეს, რომ რეგიონული ფესტივალის შესარჩევ ტურზე უნდა გავსულიყავით, უფრო აქტიური მეცადინეობები დავიწყეთ. მეორე ტური 21–22 მარტს ბოლნისის კულტურის სახლში გაიმართება. ფესტივალის ძირითადი დანიშნულება, ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური შესაძლებლობების წარმოჩენაა. იმედია, ბოლნისშიც წარმატებით წარვსდგებით.