ავტორი
თინათინ ბეკოშვილი
ახლახანს, სულხან ცინცაძის სახელობის მეთექვსმეტე სახელოვნებო სკოლის სტუდია ,,კამერტონმა“, ახმეტელის თეატრში, მიუზიკლი „ოლივერი“დადგა. იგი საქართველოში პირველად დაიდგა. სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა ლეიკემიით დავადებულ ბავშვთა ფონდში ჩაირიცხა.
- მოგვიყევით როგორ გაჩნდა „ოლივერის“ დადგმის იდეა?
თამუნა გვაზავა: - ჩემი ოცნება იყო საქართველოში მიუზიკლები დადგმულიყო. ვგრძნობდი, რომ საზოგადოებას ეს აკლდა. სტუდიის გახსნის დღიდან, სურვილი მქონდა, საბოლოო შედეგი სწორედ ის ყოფილიყო, რაც დღეს მოხდა. თავიდან, როცა ბავშვებთან მუშაობა დავიწყე, პატარ-პატარა მიუზიკლებს ვდგამდით. აუცილებლად უნდა გამეკეთებინა „პიტერ პენი“, რადგან ეს პატარებშიც და დიდებშიც დიდ ინტერესს გამოიწვევდა. ეს არის თემა, სადაც შინაგანად სულ ბავშვი ხარ და არ იზრდები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს პირველად საქართველოში, ქართულ ენაზე გამეკეთებინა.
ბავშვებმა მაქსიმუმი გააკეთეს. ძალიან რთული რეპეტიციების შედეგად, ყველა თავიდან ბოლომდე დავიხარჯეთ. დიდ მადლობას ვუხდი პედაგოგების ჯგუფს: სალომე ლაფერაძეს, ეკატერინე ჩინჩალაძეს, ნინო გვაზავას, თამარ ჟორდანიას და გეგა ქურციკიძეს.
- გადააჭარბა თუ არა მოლოდინს დღევანდელი დღის პრემიერის შედეგმა?
- დღეს ყველა მეუბნება, რომ ჩემი ოცნება ახდა! ეს ნამდვილად ასეა.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ვისურვებდი, ყოველთვის საშუალება მქონდეს, ასეთი გემოვნებიანი სანახაობა ვაჩვენო ქართველ მაყურებელს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას მიუზიკლებზე.
- მოგვიყევით, როგორ გადაწყდა, რომ ეს სპექტაკლი თქვენ უნდა გაგეკეთებინათ?
რეჟისორი გეგა ქურციკიძე: - რეჟისორი ბადრი წერედიანი ჩემი მეგობარია და ამ სტუდიაში, ბავშვებს მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა. შემდეგ ბადრი ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა და მთხოვა, თუ დრო მექნებოდა, მისი ადგილი დამეკავებინა. შარშან სტუდიის ხელმძღვანელებმა შემომთავაზეს, რამე მიუზიკლზე მემუშავა. მათი იდეა იყო „პიტერ პენი“დამედგა, რაც ძალიან მომეწონა. რადგან ეს ნაწარმოები საქართველოში აქმდე დადგმული არ ყოფილა. უნდოდათ პირველები ყოფილიყვნენ და რეპეტიციები გაზაფხულიდან დავიწყეთ.
რადგან სტუდია საესტრადოა, ეს თეატრალური მიუზიკლი, ორივე ჟანრს მსუყედ მოიცავს. მოგეხსენებათ, დღევანდელ დღეს შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხება, რაც უფრო მეტად მახარებს.
- გაგიჭირდათ თუ არა პატარებთან რეპეტიციები?
- მსახიობები ძირითადად სტუდია ,,კამერტონის“ ბავშვები არიან, მხოლოდ ერთი მსახიობი გვყავს ილიაუნიდან მოწვეული. ბავშვებთან მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია, მითუმეტეს პროფესიონალი რეჟისორისთვის, რომელიც ძირიათადად სახელმწიფო თეატრებში, უფროს მსახიობებთან მუშაობს, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ხიბლი. მიუხედავად ამ სირთულისა, რადგან ბავშვების თამაშიდან, ზოგჯერ ისეთ ნიუანსს აღმოაჩენ, რაც დიდებთან უკვე დაკარგულია. ბავშვების ნათამაშებიდან რაღაცის დაჭერა და შემდეგ დიდებთან გამოყენება ჩემი პროფესიისთვის ძალიან საინტერესოა, აქედან გამომდინარე, როცა კი ასეთი შემოთავაზებები მაქვს დიდი სიამოვნებით ვთანხმდები.
- თუ გეგმავთ კიდე დადგათ ეს სპექტაკლი?
- აუცილებლად, რომ ორი თამაშის შემდეგ, ეს სპექტაკლი არ მოკვდეს, ალბათ სტუდიის ხელმძღვანელები იზრუნებენ ამისთვის.
- ზუკა რამდენი წლის ხარ და რამდენი ხანია, რაც სცენაზე დგახარ?
მსახიობი ზუკა ქევხიშვილი: - 11 წლის ვარ, დიდი ხანია რაც სცენაზე ვდგავარ.
- გაგირთულდა შენი როლის დახვეწა?
- სიმართლე რომ გითხრათ არა, რადგან ძალიან ბევრ მიუზიკლებში მაქვს ნათამაშები.
- დიდ სცენაზე რომ დადექი რა შეგრძნება გქონდა?
- გული მქონდა აჩუყებული და სიხარულის ცრემლები მომდიოდა.