შემოგვიერთდით facebook-ზე
ზურაბ ცინცქილაძე: ჩემი მეუღლე პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა
4-11-2014, 21:07  /  ნახვა: 5175

ჟურნალი ,,geoelite" ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობს ზურაბ ცინცქილაძეს ესტუმრა. ქართულ კინემატოგრაფიას, თუ თეატრს მის მიერ შესრულებული არაერთი საინტერესო როლი ახსოვს. იგი თავისი ცხოვრების და განვლილი გზის შესახებ გვესაუბრა.
ზურაბ ცინცქილაძე: სამსახიობო მოღვაწეობა, სტუდენტობის პერიოდიდან დავიწყე. მანამდე, ამაზე არ ვფიქრობდი. როდესაც პირველად, რეზო ჩხეიძის მაია წყნეთელი ვნახე, იმდენად დიდი ემოცია დამეუფლა, ვიტირე. სინამდვილე მეგონა, მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ეს მსახიობების მიერ განხორციელებული როლები იყო. ამ ფილმმა უდიდესი დადებითი გავლენა იქონია და ჩემი პროფესიული მომავალი განსაზღვრა.
– შემდეგ რა მოხდა?
– ბათუმში, პროფესორი ბაბულია ნიკოლაიშვილი ჩამოვიდა. ბავშვებს სამსახიობო ფაკულტეტისთვის არჩევდნენ. მაშინ მეათე კლასში ვიყავი. საკლასო ოთახში შემოსულებმა პირდაპირ მე გამომიძახეს. Mმახსოვს, ბარათაშვილის მერანი წამაკითხეს, გაუბედავად დავიწყე ლექსის კითხვა, ეჭვის თვალით ვიყურებოდი როდის გაიცინებდნენ, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და ბაბულია ნიკოლაიშვილის რეკომენდაციით, ბათუმის კულტურის სამინისტროშიც მომიწია მისვლა, სადაც შევიტყვე რომ თბილისში, სამსახიობო ფაკულტეტზე სასწავლებლად უნდა წავსულიყავი. პირველ კურსზე, შესანიშნავი პედაგოგი – ლევან მირცხულავა მასწავლიდა. ჩემი ჯგუფიდან ერთადერთი ვიყავი, რომელიც არსად ემზადებოდა, რადგან ქალბატონი ბაბულია თვლიდა, რომ შემეძლო, თვითონ გამომესწორებინა ჩემი შეცდომები. როლი არ უნდა ითამაშო ის უნდა განასახიერო, რადგან როლი სპორტის სახეობა არაა. ის უნდა შეისწავლო და სცენაზე ისე გახვიდე, თუ არა სტუმარივით იგრძნობ თავს. პერსონაჟი უნდა გახდე, გულრწფელი უნდა იყო.
– თქვენს ბავშვობაზე და სტუდენტობაზე მოგვიყევით.
– წლის და სამი თვის ვიყავი, როცა ბებიამ დარეჯან ფირცხალაიშვილმა გურიაში წამიყვანა. მასთან გავიზარდე, რადგან დედაჩემს ჩემი უმცროსი ძმა ჰყავდა გასაზრდელი. თურმე მცირე ასაკიდან დავიწყე ლაპარაკი. Dდალხენილი ცხოვრება არ გვქონდა, მარგრამ არც არაფერი მაკლდა. ბებია განსაკუთრებული სითბოთი მზრდიდა. სტუდენტობის პერიოდში კი თამრიკო შემიყვარდა _ რომელიც ახლა უკვე ჩემი მეუღლეა. ის ძალიან ლამაზი იყო, დანახვისთანავე მომეწონა. ჩვენი შეხვედრა თემურ ჩხეიძის სპექტაკლ – `გუშინდელნი~–ზე მოხდა. იმ დღის შემდეგ უკვე 40 წელია ცოლ-ქმარი ვართ.
– რა იყო 40 წლიანი თანაცხვრების გზაზე ყველაზე რთული?
_ ადამიანები, სირთულესაც და სიმარტივესაც თვითონ ქმნიან. რთული არაფერია, თუ მართებულად და ყველაფერს სწორად წარმართავ. ორივე ერთად ადვილად არასდროს უნდა გაბრაზდეთ, დათმობა უნდა ვიცოდეთ.
– თაეტრში უფრო რთულია მოღვაწეობა, თუ კინოში?
– რთული არცერთი არაა – ორივე სახალისო და ძალიან კარგია. მაგრამ პოპულარობისთვის კინო უმთავრესია, მაგრამ თეატრი მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. სცენაზე თვითონ ამონტაჟებ ცხოვრებას, კინოში კი სხვა.
– თქვენს სამსახიობო გამოცდილებაში არის ერთ-ერთი როლი `მევლუდი~, ამაზე მოყგვიყევთ.
– სინჯები დიდხანს მომდინარეობდა. ამ როლზე ისინჯებოდა: გია ბურჯანაძე, ზაზა კოლელიშვილი და ლევან უჩანეიშვილი, მაგრამ მოხდა ისე, რომ მე შემარჩიეს. `მევლუდი~ ძალიან პოპულარული გახდა, რამაც ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა.
– როგორც ვიცი თქვენ თეატრალური უნივერსიტეტის დოცენტი ბრძანდებით და სტუდენტებიც გყავდათ – როგორი იყო ზურაბ ციცქილაძე ლექტორის ამპლუაში?
– ძალიან კარგი ვყოფილვარ, ახლა მეუბნებიან ჩემი სტუდენტები. ვასწავლიდი მეტყველების კულტურას და სასცენო მოძრაობებს. მკაცდრი პედაგოგი არასდროს ვყოფილვარ, რადგან სიმკაცრე სისუსტის ნიშანია.
– საოცნებო როლი გაქვთ?
_ ეს არის კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოების ,,მთვარის მოტაცების" გმირი თარაშ ემხვარი, რომელიც დიდებული და ღირსეული აფზახი პიროვნება იყო. ეს სპექტაკლი, დღეს რომ ვითამაშოთ, აფხაზეთისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ასევე მინდა ვითამაშო გრიგოლ ხანძთელის როლი. იმედია ამ როლის თამაშს შევძლებ.
– მსახიობი, რომელსაც აღიარებთ?
_ ეს არის ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომელზეც აზრი არასოდეს შემცვლია და დღესაც ჩემს გმირად რჩება. ოთარი დიდებული მსახიობი იყო.
– როგორია ქვენი სამომავლო გეგმები?
– ძალიან ბევრ რადიო სპექტაკლში ვარ ნათამაშები. რაც შეეხება კინოს, მაქვს კინოსტუდია ,,გრან-პრი", სადაც საბავშვო ფილმებს ვაკეთებ და მეც ვმონაწილეობ. მინდა თურქეთთან ერთად ფილმი გავაკეთო, მაგრამ ამისათვის მხარდაჭერა და ინვესტიციები მჭირდება. ამ პროექტის განსახორციელებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო.
თინათინ რეხვიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა