შემოგვიერთდით facebook-ზე
მსახიობი ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
9-03-2015, 22:16  /  ნახვა: 2131

ქართული კინოს ვარსკვლავი - ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იყო მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კულტურისა სამინისტრო სამძიმრის განცხადებას ავრცელებს.
ოთარ კობერიძე 1924 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა. იგი 1956 წლიდან კინოსტუდია ,,ქართულ ფილმის" მსახიობი და ათამდე ფილმის რეჟისორია. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა