შემოგვიერთდით facebook-ზე
ვინ არის რუსთაველი გოგონა, რომელმაც რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი" გარეპა?!
20-02-2015, 23:50  /  ნახვა: 3171

მეთორმეტე კლასელი, რუსთაველი ეკუნა ყანჩაველი, რომელმაც სოციალურ ქსელში იუმორისტული ვიდეოებით ხალხს თავი შეაყვარა, ამბობს, რომ მუსიკა ძალიან უყვარს. მუსიკით ცხოვრობს და ყველაფერს, რასაც აკეთებს მისი ხასიათიდან გამომდინარეა, არასოდეს თამაშობს. სიმღერებზე დადებული საკუთარი ტექსტებით თინეიჯერებში გარკვეული პოპულარობა მოიპოვა. ასე შეიძლება ბევრს გაეკეთებინა თუმცა, მასავით იშვიათს თუ მოუხდებოდა... ჟურნალმა geoelite.ge-მ მასთან გასაუბრება და საზოგადოებისთვის მისი უკეთ გაცნობა გადაწყვიტა.
– სამომავლოდ გაქვს თუ არა პროფესია არჩეული?
– მსახიობობა მინდა, მაგრამ ეს პროფესია საქართველოში არაპერსპექტიულია, შეიძლება ისტორიული ფაკულტეტი დავამთავრო, რადგან ძალიან მიყვარს.
– საიდან მოგივიდა ვიდეოების გადაღების იდეა და გავრცელება?
– დიდი ხანია ვიდეოებს ვიღებ, თუმცა ადრე ისეთს არა, როგორსაც დღეს, გავიზარდე და ფანტაზიაც მომემატა. თავიდან ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა გართობა იყო, არასოდეს მიფიქრია, რომ ცნობილი გავხდებოდი,
– სერიოზულ სკეჩებზეც ხომ არ ფიქრობ?
– დიახ, ვფიქრობ, თუმცა ამისათვის არც დრო და არც რესურსი მაქვს.
– რომელმა ვიდეომ მოგიტანა ყველაზე დიდი წარმატება?
– ,,ვეფხისტყაოსნის" გარეპვამ, რომელიც ყველამ აიტაცა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემამდე ეს არავის გაუკეთებია.
– როგორია ოჯახის წევრების და მეგობრების შეფასება?
– ოჯახის წევრები დადებითად მაფასებენ, თავიდან ამ ყველაფერს სერიოზულად არ უყურებდნენ, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალეს. მასწავლებლებლებიც და მეგობრებიც მეუბნებიან, შენს ვიდეოებს ვუყურეთ და კარგ ხასიათზე დგვაყენაო. მეგობრებისთვის ეს სენსაცია არ ყოფილა, ჩემს სიგიჟეებს შეჩვეულები იყვნენ.
– ამ ვიდეოების გავრცელების შემდეგ დაცინვის ობიექტი ხომ არ გახდი?
– არა სხვათაშორის, უმეტესობა დადებითად მაფასებს, თუ ვინმე დამცინის არ ვიცი და არც გამიკვირდება, ალბად ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.
– პირადში რა ხდება, არის თუ არა ეკუნა შეყვარებული?
– არა, ერთხელ ვიყავი და ცუდად დამამახსოვრდა, მას მერე გულთან არავის ვიკარებ...
– პოპულარობის შემდეგ თაყვანისმცემლებმა ხომ არ იმატა?
– ბევრი მწერს და მაქებს, რაც ძალიან სასიამოვნოა, თაყვანისმცემლები კი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია.
– ტელევიზიებიდან შემოთავაზება ხომ არ ყოფილა?
– სერიალ ,,კოქტეილში" ვთამაშობდი ცოტა ხნით, მას შემდეგ სერიოზული არაფერი ყოფილა.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
– სამომავლოდ დიდ დროს მუსიკას დავუთმობ, თან გავაგრძელებ იმას რასაც ახლა ვაკეთებ.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა