შემოგვიერთდით facebook-ზე
ვინ არიან ,,მანიკო გვაჭანიძის“ გოგოები და რა სიურპრიზს ჰპირდებიან თაყვანისმცემლებს?!
10-10-2014, 19:53  /  ნახვა: 15279

სულ რაღაც სამი თვეა, რაც იუმორისტული გვერდი „მანიკო გვაჭანიძე“ შეიქმნა და მათ უკვე მილიონამდე მაყურებელი ჰყავთ, ბევრი კრიტიკის მიუხედავად, ისინი მაინც facebook-ის ,,ვარსკვლავებად“ რჩებიან და აქტივობას არ კარგავენ. ამბობენ, რომ კრიტიკული კომენტარები სულაც არ აღიზიანებთ და თაყვანისმცემლებს ახალ სიურპრიზებს ჰპირდებიან. მალე მაყურებელს ერთ–ერთი სატელევიზიო არხიდან ორ დაქალზე მოკლემეტრაჟიან სერიალს  შესთავაზებენ.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი და ვისი იდეა იყო ამ გვერდის შექმნა?

მარიამ გვალია: ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ერთმანეთს მეოთხე კლასიდან ვიცნობთ, იმდროიდან ვმეგობრობთ. რაც შეეხება ამ გვერდის შექმნას, იდეა ნინიკოს ეკუთვნის.

- თუკი მსგავსი გატაცება და ნიჭი გქონდათ, რატომ ჩააბარეთ სამედიცინოზე და არა თეატრალურზე?

მარიამ გვალია: საქართველოში  შოუბიზნესი არ არსებობს და არც ეს პროფესიაა ჩვენთან წარმატებული, ამიტომ გადავწყვიტე, იმ სპეციალობაზე ჩამებარებინა, რომელიც ცხოვრებაში გამომადგებოდა.

ნინიკო ჭავჭანიძე: ბავშობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, მაგრამ ახლა რასაც ვაკეთებ, ეს ჩემთვის ჰობზე მეტია, რადგან გაამართლა.

ვინ არიან ,,მანიკო გვაჭანიძის“ გოგოები და რა სიურპრიზს ჰპირდებიან თაყვანისმცემლებს?!

- თქვენი აზრით ასე მოკლე დროში საზოგადოებას რატომ შეუყვარდით?

მარიამ გვალი: ძალიან უბრალოები და უშუალოები ვართ, ჩვენ გვჭირდება ახალი სახეები, რადგან ყველა პოპულარულ გადაცემაში ერთიდაიგივე მსახიობები არაინ, თუნდაც „კომედი შოუში“, სწორედ ამან განაპირობა ჩვენი წარმატება.

- ძირითადად facebook-ზე წერთ ნეგატიურ სტატუსებს, რატომ?

მარიამ გვალია: ეს არის პასუხი იმ ხალხისთვის, ვისაც არ მოვწონვართ, მათ ხშირად სტატუსით და ვიდეო ჩანაწერით ვპასუხობთ.

- ვიდეოებზე იდება კომენტარები, რომ ადრე უფრო მაგრები იყავით და ახლა ვეღარ ხუმრობთ ძველებურად.

ნინიკო ჭავჭანიძე: ამბობენ, რომ ხარისხი და ხუმრობა აღარ ვარგა, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ ამ ყველაფერს ყური შეეჩვია და ითხოვენ უფრო მეტს. რათქმა უნდა ამისთვის მზად ვართ. ვაპირებთ გავაკეთოთ ჩვენი ოფიციალური გვერდი, სადაც დაიდება უფრო ვრცელი ვიდეოები, მაგალითად: რას ვაკეთებთ მთელი დღის განმავლობაში, ხალხის რეაქცია ჩვენს დანახვაზე და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი link-ით დაიდება, ანუ საზოგადოება გადაწყვეტს გვიყუროს თუ არა, რადგან თუ ,,მანიკოს“ მაყურებელი ხარ გინდა თუ არა ვიდეოს ხსნი, ასე დაგვრჩება ნამდვილი მაყურებელი.

- უარყოფით კომენტარებს შლით?

ნინიკო ჭავჭანიძე: ორჯერ წავშალე, რადგან უზრდელობა ეწერა, მართალია ჩვენი მისამართით არა, მაგრამ სასიამოვნო მაინც არ იყო. გამაღიზიანებელია, როცა დედისტოლი ქალი გიწერს – ვაი თქვენს პატრონს, ამის ნაცვლად წიგინი აიღეთ და წაიკითხეთო. ასევე ვითომ,, ვაჟკაცი ბიჭები“, რომ წერენ „ფუ სოფლელებო“, „ოე ყანა“... თუმცა ეგეთ კომენტარებზე არ ვღიზიანდები, რადგან ჩამოსული ვარ ქალაქ ქუთაისიდან და არ ვთვლი, რომ პროვინციელი და სოფლელი ვარ.

ვინ არიან ,,მანიკო გვაჭანიძის“ გოგოები და რა სიურპრიზს ჰპირდებიან თაყვანისმცემლებს?!

- რომელიმე ტელევიზიიდან შემოთავაზება თუ გაქვთ?

ნინიკო ჭავჭანიძე: ოთხმა ტელევიზიამ შემოგვთავაზა თანამშრომლობა, სამს უარი ვუთხარით, რადგან ჩვენი ფორმატი არ ოყო, ერთ–ერთმა არხმა კი ისეთი კარგი იდეა შემოგვთავაზა დავთანხმდით და სულ მალე „მანიკოს“ფართო ეკრანებზე იხილავთ. ეს იქნება მოკლემეტრაჟიანი სერიალი ორ დაქალზე, რომელიც სკეჩებით იქნება აწყობილი.

- ხალხი თქვენს მიმართ სითბოს გამოხატავს?

ნინიკო ჭავჭანიძე: დიდ სითბოს გამოხატავენ, თან პაპარაცებივით დაგვდევენ. ჩვენი ფოტოები facebook –ზე ატვირთული გვხვდება და გვეუბნებიან სად, როდის გვნახეს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- რას ეტყოდით თქვენს ფანებს?

ნინიკო ჭავჭანიძე: ყველანი ძალინ გვიყვარხართ მიხარია, რომ ევროპიდანაც ძალიან ბევრი გვწერს, დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ქართველ ემიგრანტებს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ბევრი უცნაური მესიჯი მოგვდის: ,, ნინიკო ცოლოად ხომ გამომყვები? მომწონხარ და მიდი ახლა მიჩივლე“ და მსგავსი რაღაცეები (იცინის)...

- სხვა კუთხეებზე თუ ხუმრობთ; აჭარლებზე, გურულებზე და სვანებზე რატომ არა?

მარიამ გვალია: ახლა ქობულეთში რომ ვიყავი, მინდოდა კუთხური ლაპარაკი დამეჭირა, მაგრამ ჩემთან საუბრის დროს ძალიან იპრანჭებოდნენ (იცინის)... როცა ხუმრობ იმ კუთხეს კარგად უნდა იცნობდე. ახლა ერთი კარგი იდეა მომივიდა, წაივიდეთ სვანეთში და გურიაში ერთი კვირით, ამ ყველაფერს „მანიკოს მოგზაურობა“ დავარქვათ, სადაც გადავიღებთ ვიდეოებს და კაი „ჩაშუტკულებიც“ ჩამოვალთ. (იცინის)...

- ,,მანიკო“ ვისი კონკურენტია?

ნინიკო ჭავჭანიძე: არის ასეთი გვერდები – „ნიუვაინი“ და „ეპიკვაინი“ GDS-ის ბიჭების, რომლებსაც სამ თვეში გავუსწარით და ერთი წლის შრომა წყალში ჩავუყარეთ. განსაკუთრებით ვამაყობთ „ეპიკვაინს“ რომ ვაჯობეთ.

მარიამ გვალია: ,,რუსთავი2“-ზე „დაამარცხე ვასოსაც“ ვჯობივართ, რომელიც საქართველოს სირცხვილია, რაში იხარჯება ბიუჯეტი გულდასაწყვეტია ...

ვინ არიან ,,მანიკო გვაჭანიძის“ გოგოები და რა სიურპრიზს ჰპირდებიან თაყვანისმცემლებს?!

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

მარიამ გვალია: შეყვარებული მყავს, რომელიც facebook-ის საშუალებით გავიცანი, შემდეგ დავახლოვდით და ურთიერთობაც დაიწყო. კოჭლი არ ვარ და ელამი, რატო არ უნდა დაწყებულიყო?! (იცინის)...

მანიკო ჭავჭანიძე: ბეჩა რას დაუწუნებდა? ანგელოზივით აშხვართული გოგო  მყავს. (იცინის)...

- ,,მანიკოს“ მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?

მარიამ გვალია: ნორმალური, უბრალოდ ეუცხოვება ჩემი ასეთი გაპოპულარება, რაშიც ვუგებ, მეც მსგავსი რეაქცია მექნებოდა. უბრალოდ ეჭვიანი გახდა ამ ყველაფრის შემდეგ.

- რა მოგეწონა მასში?

- ერთმანეთს ძალიან ვგავართ, აქვს იუმორის გრძნობა და ძალიან მზრუნველია. სწორედ ამ თვისებებმა მომხიბლა.

- დაოჯახებას არ აპირებთ?

- ურთიერთობებში დასერიოზულებას ვაპირებთ, მაგრამ უახლოეს მომავალში არაფერს ვგეგმავთ.

 სოფო ხვიბლიანი (სპეციალურად საიტისთვის)

 

 

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა