შემოგვიერთდით facebook-ზე

2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმებულ მგზავრებზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამნისტიას აცხადებს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში 21 000 საქმე დევს, რომელთაგან დაჯარიმებული ადამიანების ნახევარზე მეტი სტუდენტი, პენსიონერია, ან უკიდურესად შეჭირვებულია.

10-12-2014, 13:04

თბილისის ზღვის მიმდებარედ ,,ოლიმპიური კომპლექსის" მშენებლობაზე, უბედური შემთხვევის გამო ერთი გარდაცვლილი და ცხრა დაშავებულია. ისინი ყველა ჩინელი ეროვნების მოქალაქეები არიან. ამბობენ, რომ ინციდეტი დენის გაყვანილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

4-12-2014, 16:36

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, საქართველოს ბანკების მმართველებს მოუწოდა, იმ ადამიანებს, ვისაც სესხის გამო ბინები აქვთ ჩადებული ბანკში, ზამთარში სახლების გარეშე ნუ დატოვებენ.

4-12-2014, 15:25

გუშინ თელავში მომხდარ ფაქტს, ჩვენი ჟურნალი geoelite.ge გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო 65 წლის ქალბატონის გარდაცვალებაზე. აფთიაქში ვიზიტისას მოულოდნელად გარდაცვლილი გულნაზი მესტვირიშვილის ახლობლები ამტკიცებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა გამოძახების ადგილზე, რა დროსაც ავადმყოფი ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ახლობლები პრეტენზიას გამოთქვამენ იმაზეც, რომ სასწრაფომ გარდაცვლილი ადგილზე დატოვა და მისი პროზექტურაში გადასვენება არ მოხდა, ხოლო ოჯახის წევრების მისვლისას ექიმები იქ აღარ იყვნენ.

1-12-2014, 11:29

,,აი ასე მუშაობს თელავის სასწრაფო დახმარება!" – ასეთი დასათაურებით ავრცელებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს, პოეტი ლელა ლაჩაშვილი, რომელიც დეიდის 65 წლის გულნაზი მესტვირიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს:

30-11-2014, 21:50

გასულ წლებში სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდები" განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, რაც ბოლო დროს შესუსტდა. geoelite.ge მათი დღევანდელი საქმიანობით დაინტერესდა და ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს კახაბერ კაპანაძეს ესაუბრა.
კახაბერ კაპანაძე: ,,ანტიპოდები" დღეს ბევრად აქტიურია, ვიდრე გასულ წლებში, უფრო მეტ ღონისძიებებს ვატარებთ ტრენინგების სახით. ვცდილობთ სტუდენტებში არაფორმალური განათლების დონე ავამაღლოთ. ვმუშაობთ აკადემიური სტილით, ვაღრმავებთ ვერბალურ ურთიურთობებს სტუდენტებთან, ვცდილობთ მეტად გავერკვეთ მათ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებში, მყარად ჩამოვყალიბდეთ ჩვენი საქმიანობის მამართულებებში, რაც უფრო მიზნობრივს გახდის ჩვენს საქმიანობას.

27-11-2014, 19:05

მეტრო სადგურ ,,ღრმაღელეში" ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებს შორის მაშინ ჩავარდა, როდესაც მატარებელი ბაქანზე შედიოდა. თუმცა ძაბვის გათიშვა დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად, გოგონამ სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო. მეტროს მუშაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო. 

25-11-2014, 14:05

დღეს თბილისის შემოგარენში პირველი თოვლი მოვიდა. წყნეთსა და კოჯორში ადრეული ზამთარი დადგა. უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია ტექნიკა, იყრება მარილი და იწმინდება გზები.
თბილისში ნალექი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

24-11-2014, 20:35

უმრავლესობა დღეს ფარმაცევტულ მედიკამენტებზე მეტად ხალხურ მედიცინას გამოიყენებს, რადგან ფიქრობენ, რომ მცენარეული ნაყენი ჯანმრთელობისთვის უფრო ეფექტური და სასარგებლოა. შემოგთავაზებთ იმპოტენციის (სქესობრივი სიუძლურე) სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ვანგას რეცეპტით არის ცნობილი.

19-11-2014, 14:58

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ნაცემია, თუმცა მისი ცემის ფაქტი მისმა ახლობლებმა უარყვეს. დავით გალეგაშვილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით კომატოზურ მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. საავადმყოფოს ექიმების განმარტებით, პაციენტს სხეულზე არ აღენიშნება სხვა დაზიანებები, მას მხოლოდ თავა–ქალის ტრამვა აქვს. მათი განმარტებით პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.

15-11-2014, 12:16

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის სამკურნალოდ ლონდონსა და შვეიცარიაში იმყოფებოდა. იგი 58 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

14-11-2014, 00:35

შორენა ბეგაშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ფოტოები გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ ფეხი მოიტეხა. ცნობილია, რომ ფეხი ცხენით ჯირითობისას მოიტეხა. ფოტოები ქირურგიის ეროვნული ცენტრშია გადაღებული. 

8-11-2014, 13:04



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა