შემოგვიერთდით facebook-ზე
კახაბერ კაპანაძე: კარიერას პოლიტიკაში გავაგრძელებ
27-11-2014, 19:05  /  ნახვა: 3023

გასულ წლებში სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდები" განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, რაც ბოლო დროს შესუსტდა. geoelite.ge მათი დღევანდელი საქმიანობით დაინტერესდა და ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს კახაბერ კაპანაძეს ესაუბრა.
კახაბერ კაპანაძე: ,,ანტიპოდები" დღეს ბევრად აქტიურია, ვიდრე გასულ წლებში, უფრო მეტ ღონისძიებებს ვატარებთ ტრენინგების სახით. ვცდილობთ სტუდენტებში არაფორმალური განათლების დონე ავამაღლოთ. ვმუშაობთ აკადემიური სტილით, ვაღრმავებთ ვერბალურ ურთიურთობებს სტუდენტებთან, ვცდილობთ მეტად გავერკვეთ მათ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებში, მყარად ჩამოვყალიბდეთ ჩვენი საქმიანობის მამართულებებში, რაც უფრო მიზნობრივს გახდის ჩვენს საქმიანობას.
–პირადად თქვენ სტუდენტების განვითარებაში რა სახით მონაწილეობთ?კახაბერ კაპანაძე: კარიერას პოლიტიკაში გავაგრძელებ
–2012 წელს, როცა პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი "ანტიპოდები" დავაფუძნეთ. წელს კი ილიაუნის თვითმმართველობის პიარის დეპარტამენტის თავმჯდომარე გავხდი და აქტიურად დავიწყე მოღვაწეობა თვითმმართველობის სახელითაც. რა თქმა უნდა ილიაუნის თვითმმართველობა უფრო საკუთარ სტუდენტებზეა ორიენტირებული, რაც ცოტა გულდასაწყვეტია. ამიტომ გადავწვიტე ფაცებოოკ-ის საშუალებით, რამოდენიმე ათასი სტუდენტი ერთ ჯგუფში (სტუდენტები"-/students"/) გამეერთიანებინა და მათთვის ინფორმაცია იმ ტრენინგების შესახებ მიმეწოდებინა, რომელსაც მე ვფლობ. აღმოჩდა, რომ ანალოგიური სურვილი ჯგუფის სხვა მომხმარებლებსაც ჰქონდათ და მათაც აქტიურად დაიწყეს საკუთარი ინფორმაციის გაზიარება. დღეს ჯგუფს 6 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ვფიქრობ, ამ ტიპის ქმედებებით სრულიად საქართველოს სტუდენტების გაერთიანებას შევძლებ. მათ ჩართვას სტუდენტური ცხოვრებისა და ქვეყნის განვითარების პროცესებში. "ცოდნა ძალაა", ხოლო საქართველოში საჭიროა მომავალი თაობა უფრო მეტად განათლებული იყოს; განვითარებული, თავდაჯერებული, დღევანდელი ბაზრისათვის ყოველმხრივ მომზადებული და ქვეყნის ღირსეული მომავალი, რათა შევძლოთ იმ სირთულეების დაძლევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს!კახაბერ კაპანაძე: კარიერას პოლიტიკაში გავაგრძელებ
–თქვენ ახსენეთ, რომ გინდათ სრულიად საქართველოს სტუდენტების გაერთიანება, მათი ჩართვა სტუდენტური ცხოვრებისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყვეთ? კარიერის გაგრძელებას პოლიტიკაში ხომ არ გეგმავთ? ან რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ხომ არ თანამშრომლობთ?
–ჯერ მინდა გერმანიაში წავიდე და ცოდნა გავიღრმავო. თუმცა სამუდამოდ იქ დარჩენას არ ვაპირებ. რაც შეეხება კარიერის პოლიტიკაში გაგრძელებას, მართლაც, სერიოზულად ვფიქრობ. ძალიან მაწუხებს, როდესაც ჩემს ქვეყანას ამ მდგომარეობაში ვხედავ. ვფიქრობ, საშუალება თუ მომეცემა, იმაზე მეტის გაკეთებას შევძლებ, ვიდრე ახლა ვაკეთებ. რაც შეეხება პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ამ ეტაპზე არც ერთ მათგანთან არ ვთანამშრომლობ და ამას არც მომავალში ვგეგმავ. ამასთან, მზად ვარ ნებისმიერ მომენტში პოლიტიკურ საქმიანობაში ჩავერთო, თუკი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამის საჭიროება იქნება.
მზიკო კევლიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კახაბერ კაპანაძე: კარიერას პოლიტიკაში გავაგრძელებ

კახაბერ კაპანაძე: კარიერას პოლიტიკაში გავაგრძელებ

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა