შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი
ეკა რევაზიშვილი
ლადო კახაძე: კარგად უნდა გვახსოვდეს რომ ყველა ჩვენთაგანი პოტენციური მშობლები ვართ
1978 წელს, სამედიცინო უნივერსიტეტი წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა. შემდეგ გაიარა ინტერნატურა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, 1979-1981 წლებში კი კლინიკური ორდინატურა მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე. ამ პერიოდში მოხდა მისი, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტის ჩამოყალიბება და ახალი მეთოდის ათვისება, რომელსაც ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ანუ ულტრასონოგრაფია ჰქვია. შემდეგ ეს მთელს საქართველოში დაინერგა.
-რა არის ულტრასონოგრაფია?
-ეს არის სადიაგნოსტიკო კვლევის მეთოდი, რომელიც მაღალტექნოლოგიური, მაღალინფორმაციული და უსაფრთხოა, როგორც ორსული ქალის, ასევე მუცლადმყოფი ნაყოფის. გარდა ამ სფეროსი, რასაც სამეანო გინეკოლოგიური სფერო ჰქვია, ასეთი მეთოდით ხდება ადამიანის სრული გამოკვლევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემის, ენდოკრინული სისტემის, გულსისხლძარღვთა სისტემის. თითქმის არ არსებობს ორგანო, რომლის გამოკვლევაც არ შეიძლება ამ მეთოდით. მხოლოდ გულის გამოკვლევას არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ამას სპეციალური კარდიოლოგიური გამოკვლევა სჭირდება. 35 წლიანმა გამოცდილებამ საშუალება მომცა, კომპლექსურად გამოვიკვლიო ადამიანი, სქესისა და ასაკის მიუხედავად. დიაგნოსტიკა მედიცინაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ანუ სწორი დიაგნოზის პირობებში, მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, საჭიროა დიაგნოზი დაისვას დროულად და სწორად, მაშინ უკვე გაცილებით ადვილია კეთილ გამოსავალზე ორიენტირება. ულტრაბგერა მოათავსეს რადიოლოგიაში. რადიოლოგია ეს არის სფერო, იქს გამასხივებთან დაკავშირებული კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი, რომელსაც აქვს ინვაზიური ზეგავლენა, ანუ გამასხივებს, რენდგენს ვერ გამოიყენებ ორსულ ქალზე, ეს მასზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს. ასევე ძალიან მავნეა საკვერცხეების და საშვილოსნოს გამოკვლევის დროს რადიოლოგიური, რენდგენოლოგიური კვლევა. ულტრასონოგრაფიას დიდი უპირატესობა აქვს, მას არც ქიმიური, არც გენეტიკური, არც ბიოლოგიური და თერმული ზემოქმედება არ გააჩნია. იმიტომ, რომ ულტრაბგერის სიხშირე, რომელსაც მედიცინა იყენებს სრულიად უვნებელია უჯრედის, მისი შიდა მექანიზმების დონეზე პაციენტისთვის. ულტრაბგერა შეიძლება გამოიყენო, როგორც სამკურნალო მეთოდი. მაგალითად: ანთების დროს. უფრო ძლიერი ულტრაბგერა შეიძლება გამოიყენო ოპერაციის დროს, როგორც ულტრაბგერითი დანა, რომელიც ჭრის. ულტრაბგერით შეიძლება დაანგრიო სახლი, გამოიწვიო მიწისძვრა. გააჩნია მის სიხშირეს, სხივთა ნაკადების მიმართულებას და კონცენტრაციას. ამავე დროს, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, ულტრაბგერითი გამოკვლევა გაცილებით იაფია.

24-12-2013, 16:05

მირანდა ქერი თავისი სილამაზის საიდუმლოს გვიზიარებს

ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენზე სუპერ მოდელი ამტკიცებს, რომ საუკეთესო წამალია თმის გაყოფილი ბოლოებისთვის. მირანდა ქერი და მისი ოჯახის წევრები, ხშირად ხვდებოდნენ მსოფლიოს ულამაზეს ქალთა სიაში.
,,ბებიაჩემი ყოველთვის ბუნებრივი სილამაზით გამოირჩეოდა, როდესაც იცინოდა მისი ღიმილი ოთახს ანათებდა. რჩვევებს სილამაზესთან დაკავშირებით დედისგან ვიღებდი. ის ყოველთვის მარიგებდა, მთელი დღის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტჯერ გამეღიმა, რადგან ღიმილი სილამაზის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა”, განაცხადა მირანდამ.
ვარსკვლავმა ორლანდო ბლუმზე დაქორწინების შემდეგ, კანის მოვლის საშუალებების საკუთარი ხაზი გახსნა. მირანდა მიიჩნევს, რომ მსგავსი საშუალებების  დამზადება სახლის პირობებშიც ადვილი შესაძლებელია.

16-10-2013, 17:10

ლოსიონი მუწუკების გასაქრობად

ლოსიონის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

100 გრამი დაფნის ფოთოლი

1 ჭიქა მდუღარე წყალი

12-04-2013, 16:35

რომელი ვიტამინები უწყობს ხელს კანის ელასტიურობას

ვიტამინი c: ამცირებს დაბერებას და ნაოჭებისა და ნაოჭების წარმოქმნის პროცესს, განსაკუთრებით ხელს უწყობს კოლაგენის წარმოშობას. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს კანის სიმკვრივეს და ელასტიკურობას.

12-04-2013, 15:16

კაკაო ახანგრძლივებს სიცოცხლეს

ბავშვების უსაყვარლეს სასმელში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა თავმოყრილი. ეს სასმელი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, აუმჯობესებს გონებრივ მუშაობას, აქვს გამამხნევებელი თვისება. კაკაო შეიცავს ნივთიერება ფლავანოლს, რომელიც ეფექტურად ებრძვის დაღლილობას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. აფართოებს სისხლძარღვებს და შესაბამისად, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასე, რომ დილით ერთი ჭიქა კაკაო სწრაფად გამოგაფხიზლებთ და სამუშაო განწყობას გაგიუმჯობესებთ.

12-04-2013, 15:08

ავტომობილები ქალებისათვის - Daewoo Matiz, Nissan Micra და Audi A1 Audi A1

 

თანამედროვე ქალს სურს იყოს მამაკაცის თანასწორი, მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერ სფეროში. თუნდაც იყოს ეს ავტომობილი. ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქალი საჭეს მიუჯდებოდა და გახდებოდა საგზაო მოძრაობის სრულუფლებიანი წევრი.

ქალები დღეისათვის ყველანაირ ავტომობილს ერგებიან. მათი არჩევანი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. პირადი მოხმარებისათვის ირჩევენ უფრო ქალურ, ნაზ ავტომობილებს. ამ მანქანების დიზაინი ხშირად გამოირჩევა ტალღოვანი, ნაზი ხაზებით და ორიგინალური გარეგნობით. აქსესუარები კი მთლიანად დამზადებულია ქალის მოთხოვნილებების სრული გათვალისწინებით.

რას ნიშნავს ქალური ავტომობილი?

6-02-2013, 13:35

თამუნა დვალი: უტვინო მოცეკვავე არ უნდა იყო 

როგორც ყველა პატარა თამუნაც ცეკვაზე დედიკომ შეიყვანა. დღეს, რომ ის ანსამბლ „სუხიშვილებში“ ცეკვავს სწორედ მისი დამსახურებაა. ძალიან უყვარდა ქართული ცეკვა და ოცნებაც აიხდინა. დატვირთული სამუშაო გრაფიკი და გასტროლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში... ანსამბლი „სუხიშვილები“ ქართული ცეკვით აცნობენ ჩვენი ქვეყნის კულტურას უცხოელებს. თურქეთის ერთ-ერთ კლუბში მაიკლ ჯეკსონის სიმღერაზე შესრულებული ცეკვა `ლაზური~ _ თბილისში საჭორაო თემა გახდა... არადა სრულიად უცნობმა ტურისტმა შემთხვევით გადაიღო და www.youtube.com-ზე ატვირთა... ვიდეო მასალა მთელ საქართველოში უმოკლეს დროში გავრცელდა. გაკეთდა კომენატრებიც... და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ უწმაწურიც... ვინმე „ვასო“ წერს: „თანამამედროვე მიწოლაა, მაგრამ, შინაგანად მაინც არ მომწონს ეს ქართველი ქალების ტანტალი“... ან ვინმე „ქართველის“ მიერ დაწერილი: „მაგარია კლუბურზე ქართული ცეკვა, რა მოწიეს ასეთი“. თამუნა ქართველი ბიჭების რეაქციებზე ძალიან წუხს. თუ როგორ მოხვდა, მოცეკვავე თამუნა დვალი ანსამბლში სუხიშვილები თავად გვიამბობს:        

 

- სამი წლის ვიყავი, როდესაც დედამ ბალეტის საბავშვო წრეზე შემიყვანა. პირველად, 3 წლის ასაკში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვიცეკვე, მაშინ ჩემი პედაგოგი ქალბატონი ლანა აბულაძე იყო. შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე, გავხდი ბალეტის მსახიობი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბალეტი არ მიყვარდა. გული ქართული ცეკვისკენ მიმიწევდა. ამიტომაც ბალეტს თავი დავანებე. ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე და თან პარალელურად სტუდიაში „სუხიშვილები“ შევედი. იქ ტატა გომელაურის მოსწავლე ვიყავი. 2 წლის შემდეგ გამოსაშვები კონცერტი გვქონდა, სადაც უმცროს ილიკო სუხიშვილს მოვეწონე და ანსამბლში ამიყვანეს. დღეს, სუხიშვილების მოცეკვავე ვარ.

4-02-2013, 18:42

უკან1 2 3 4 5 6 7 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა