შემოგვიერთდით facebook-ზე
პატრიარქმა ბანკის მმართველებს მოუწოდა იპოთეკარები ზამთარში ქუჩაში არ დატოვონ
4-12-2014, 15:25  /  ნახვა: 2188

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, საქართველოს ბანკების მმართველებს მოუწოდა, იმ ადამიანებს, ვისაც სესხის გამო ბინები აქვთ ჩადებული ბანკში, ზამთარში სახლების გარეშე ნუ დატოვებენ.
,,მინდა გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები აიღეს და სახლები ჩადეს. ბანკს გამოყავს სახლიდან და ამ შუა ზამთარში ისინი გარეთ რჩებიან. ვთხოვ ბანკის ხელმძღვანელებს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ხალხი საპატრიარქოში და ამის გამო ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ იყოს გაყიდული", - აღნიშნა უწმინდესმა.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა