2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმებულ მგზავრებზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამნისტიას აცხადებს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში 21 000 საქმე დევს, რომელთაგან დაჯარიმებული ადამიანების ნახევარზე მეტი სტუდენტი, პენსიონერია, ან უკიდურესად შეჭირვებულია.
თეა წულუკიანის განმარტებით, ეს საქმეები უიმედო საქმეების რიცხვში ითვლება, რადგან მათ არ აქვთ საშუალება ეს თანხები გადაიხადონ. ვინც დღემდე ავტობუსში დაჯარიმებულა და არ აქვს გადახდილი, საახალწლოდ მთავრობამ გადავწყვიტა ამნისტიის გამოცხადება. ეს ალბათ, მრავალ მოქალაქეს გაუხარდება. მისი ინიციატივა მთავრობამ ერთსულოვნად გაიზიარა და კანონპროექტი პარლამენტში გაიგზავნა.