გასული ორი კვირის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თვითმმართველობისა და სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდების" მიერ საქველმოქმედო ღონისძიებები მოეწყო, geoelite.ge თვითმმართველობის წარმომადგენლებს ესტუმრა და აღნიშნულ ღონისძიებებზე გაესაუბრა.
კახაბერ კაპანაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და კომპანიებს, ვინც შემოწირულობებით დაგვეხმარა, ასევე მაღაზიებს; ,,კოკო"-ს და ,,ბელინსკი"-ს, განსაკუთრებული დახმარებისთვის კი ,,გურგე"-ს. შეგროვებული პროდუქცია ორ – გამჯაშვილების და ბენიაშვილების ოჯახებს გადაეცათ. ჩვენი სურვილი იყო, ამ ადამიანებსაც ბედნიერი ახალი წელი ჰქონოდათ. ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც მივაღწიეთ მიზანს და ის შემოწირულობები, რაც მათთან მივიტანეთ, დაეხმარება. ბოლოს კი მინდა ყველას მივულოცო ახალი წელი და ბედნიერბა ვუსურვო.
ანა ხაინდრავა: წელს ილიაუნის თვითმმართველობამ და სტუნდეტურმა მოძრაობა ,,ანტიპოდებმა" აქტიურად დაიწყო საქველმოქმედო აქციები. მოხარული ვარ, რომ მეც ამ გუნდთან ერთად საახალწლოდ რამდენიმე ოჯახი გავახარეთ. მადლობა მიდნა გადავუხადო, ასევე სპონსოპრებს და ილიაუნის სტუდენტებს. რომ არა ისინი, ეს პროექტი ასე წარმატებით ვერ ჩატარდებოდა. შემიძლია თამამად ვთქვა, წლევანდელი ახალი წელი ჩემთვის უფრო ბედნიერი და კარგია , რადგან რამდენიმე ოჯახს საშუალება მივეცით, ისეთივე ბენდიერი ახალი წელი ჰქონოდათ, როგორც სხვებს.
იზა კილასონია: სხვას როცა ეხმარები, უფრო გიხარია, ვიდრე მას ვისაც ეხმარებიო, დავრწმუნდი რომ ეს რეალობაა. ჩვენი მონდომებითა და შრომით შევძელით ღიმილიანი ახალი წლის ჩუქება რამდენიმე ოჯახისთვის. დიდი სითბო ვიგრძენით ბენიაშვილების ოჯახისაგან. სიხარული და სიკეთის კეთება გადამდებია. იმედს ვიტოვებ, კიდევ ბევრი ადამიანი გამოეხმაურება ამ ოჯახებს და შეძლებენ არამარტო ეს ახალი წელი, არამედ მთლიანად ცხოვრება გაულამაზონ. დიდი მადლობა ყველას, ვინც მცირეოდენი წვლილი შეიტანა, ამ კეთილ საქმეში.
მზიკო კევლიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)