შემოგვიერთდით facebook-ზე
რის გაკეთება შეძლო ფონდმა ,,ტრეფიკინგმა" თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატისთვის?!
10-12-2014, 22:34  /  ნახვა: 2343

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი ტრადიციული დაწესებულებაა, სადაც ბევრი აკადემიური დონის პროვნება ცხოვრობს. მისი დირექტორი დარეჯან თომაძე, იმ სიკეთეებსა და რეფორმებზე გვესაუბრება, რაც ამ ორი წლის მანძილზე გაკეთდა.
– უკვე ორი წელია, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ხელმძღვანელად დაინიშნეთ. ამ ხნის მანძილზე ბევრი სასიკეთო რეფორმა გატარდა, როგორ შეძელით?
– მანამდე დუშეთის შშმპ. პანსიონატში ვმუშაობდი, სადაც ბევრი სასიკეთო საქმე დამრჩა დასამთავრებელი. აქ ერთი თვე დამჭირდა, რომ არსებულ პრობლემებს გავცნობოდი. ყველაფრის დაძლევას ვერ შევძლებდი, თბილისის სახელმწიფო ,,ტრეფიკინგის" ფონდის და მისი დირექტორის მარი მესხის დახმარების გარეშე. 2013 წელში, გეგმის მინიმუმი შევასრულე, გარდა პანსიონატის გათბობის და ცხელი წყლისა. ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ენერგო ეფექტურობას" დავუკავშირდი, მოვამზადეთ პროექტი და იაპონიის საელჩოში წარვადგინეთ. სახელმწიფომ პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო პროექტები აირჩია და ჩვენ დაფინანსების გარეშე დავრჩით. რაც შეეხება პანდუსებს, ამასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებს მივმართე და სახელმწიფო ფონდთან ერთად, თანადაფინანსების საფუძველზე, ეს პროექტი განხორციელდა. აუცილებელი გახდა სამზარეულოში გამწოვის და ღია ფანჯრების გაკეთებაც, რაც მთლიანად ,,ტრეფიკინგის" ფონდმა დაგვიფინანსა. ამავე ფონდმა დააფინანსა; 130 ათასი ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები, რადგან შენობის სართულები ავარიულ მდგომარეობაში იყო. პანსიონატს არ ჰყავდა ტრანსპორტი, რომლითაც გადაადგილება შესაძლებელი იქნებოდა, ქალბატონმა მარიმ მიკრო-ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ,,ნივა" გადმოგვცა, რამაც ბევრი პრობლემა მოგვიწესრიგა. პრობლემა იყო მოხუცების ჰიგიენასთან დაკავშირებითაც, აბანოში მუდმივი წყალი და გათბობა არ გვქონდა. ამაზეც ,,ტრეფიკინგის" ფონდს მივმართეთ და ეს პრობლემაც მოგვარდა. თუმცა ამჯერად მაინც პრობლემად რჩება დაწესებულების გათბობა და ცხელი წყალი. აღნიშულმა ფონდმა ნაწილობრივ ესეც მოაგვარა. ახლახანს კი სასიხარულო ინფორმაციაც მომაწოდეს, მომავალი წლის ბიუჯეტში, 150 000 ლარი აქვთ განსაზღვრული, პანსიონატის გათბობისა და ცხელი წყლის გასაკეთებლად.
გარდა ,,ტრეფიკინგის" ფონდისა, დახმარებას თბილისის მერიაც გვიწევს. გაიხსნება ელექტრონული ტენდერი, რომელიც 14000 ლარით დაგვიფინანსეს და დაიწყება ეზოს შემოღობვაც.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი ტრადიციული დაწესებულებაა, სადაც ბევრი აკადემიური დონის პიროვნება ცხოვრობს. მათ კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ბიბლიოთეკარის შტატი გაუქმდა და ბიბლიოთეკამ ფუნქცია დაკარგა. ერთი წლის წინ პანსიონატის თანამშრომლებმა სამკითხველო მოაწესრიგეს და მისი გახსნის პრზენტაციაც გვქონდა. მაშინ მარი მესხმა, საჩუქრად მოფლიო ლიტერატურის 30 ტომეული გადმოგვცა. ეს პანსიონატისთვის რელიქვია იქნება.
ჩვენთან ხშირად ტარდება ღონისძიებები, როგორც გასვლითი, ასევე შიდა. ასე, რომ ცხოვრება გრძელდება.
– სამომავლოდ კიდევ რა გეგმები გაქვთ?
– მე და მარი მესხი თანამდებობებზე ერთდროულად დავინიშნეთ, თუმცა ურთიერთობა მანამდეც გვქონდა. მან არაჩვეულებრივი ალღო გამოიჩინა, ჩვენს ინსტიტუციებთან ურთიერთობაში. საოცრად ყოჩაღი და ოპერატიული პიროვნებაა. მან შეძლო უფრო მოქნილად აემუშავებინა ჩვენი სისტემა.
ძალიან მინდა გავააქტიურო ხანდაზმულების კულტურული ცხოვრება. გავხსენით შრომა-თერაპიის ოთახი. ვდგამთ მინი–სპექტაკლებს, ჩვენი ბენეფიციარების მონაწილეობით, სადაც თანამშრომლები და სტუდენტებიც იქნებიან ჩართულნი.
თინათინ რეხვიაშვილი

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა