შემოგვიერთდით facebook-ზე

სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, 13 იანვრის ღამეს, არაოფიციალურად აღინიშნება ძველით ახალი წელი. 
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია, ორ კალენდარულ სისტემას შორის, განსხვავებასთანაა დაკავშირებული. ერთია იულიუსის ,,ძველი სტილის" კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ,,ახალი სტილის" – რომლითაც თანამედროვე ადამიანები ცხოვრობენ.
ახალი წელი ძველი სტილით 13–დან 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში აღინიშნება, სადაც მართმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. ყველა ევროპული სახელმწიფო, გრიგორიანულ კალენდარზე ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გადავიდა.
რუსეთში ცვლილება 1918 წლიდან მოხდა. ვინაიდან თანამედროვე ახალი წელი მარხვის პერიოდს ემთხვევა, იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებს, მორწმუნე ადამიანებს ძველით ახალი წელი საშუალებას აძლევს ახალი წლის დადგომა იზეიმონ, როდესაც მარხვა უკვე დასრულებულია.

10-01-2015, 19:30

გასული ორი კვირის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თვითმმართველობისა და სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდების" მიერ საქველმოქმედო ღონისძიებები მოეწყო, geoelite.ge თვითმმართველობის წარმომადგენლებს ესტუმრა და აღნიშნულ ღონისძიებებზე გაესაუბრა.

6-01-2015, 19:23

2015 წლის 1 იანვრიდან, დედაქალაქის მოსახლეობას 2011 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე მიბმული დასუფთავების გადასახადის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება ჩამოეწერება, - აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიამ საკრებულოს დღეს წარუდგინა.
ინიციატივის თანახმად, თბილისში მცხოვრებ 11 ათასამდე ოჯახს დასუფთავების დავალიანება მოეხსნება, რაც ჯამში 1 მილიონ ლარს შეადგენს. თბილისის მერიამ, "თბილსერვისთან" ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავალიანების მქონე აბონენტების სუფსიდირება საკუთარ თავზე თბილისის მერიამ აიღოს.

13-12-2014, 14:39

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი ტრადიციული დაწესებულებაა, სადაც ბევრი აკადემიური დონის პროვნება ცხოვრობს. მისი დირექტორი დარეჯან თომაძე, იმ სიკეთეებსა და რეფორმებზე გვესაუბრება, რაც ამ ორი წლის მანძილზე გაკეთდა.

10-12-2014, 22:34

2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმებულ მგზავრებზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამნისტიას აცხადებს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში 21 000 საქმე დევს, რომელთაგან დაჯარიმებული ადამიანების ნახევარზე მეტი სტუდენტი, პენსიონერია, ან უკიდურესად შეჭირვებულია.

10-12-2014, 13:04

თბილისის ზღვის მიმდებარედ ,,ოლიმპიური კომპლექსის" მშენებლობაზე, უბედური შემთხვევის გამო ერთი გარდაცვლილი და ცხრა დაშავებულია. ისინი ყველა ჩინელი ეროვნების მოქალაქეები არიან. ამბობენ, რომ ინციდეტი დენის გაყვანილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

4-12-2014, 16:36

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, საქართველოს ბანკების მმართველებს მოუწოდა, იმ ადამიანებს, ვისაც სესხის გამო ბინები აქვთ ჩადებული ბანკში, ზამთარში სახლების გარეშე ნუ დატოვებენ.

4-12-2014, 15:25

გუშინ თელავში მომხდარ ფაქტს, ჩვენი ჟურნალი geoelite.ge გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო 65 წლის ქალბატონის გარდაცვალებაზე. აფთიაქში ვიზიტისას მოულოდნელად გარდაცვლილი გულნაზი მესტვირიშვილის ახლობლები ამტკიცებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა გამოძახების ადგილზე, რა დროსაც ავადმყოფი ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ახლობლები პრეტენზიას გამოთქვამენ იმაზეც, რომ სასწრაფომ გარდაცვლილი ადგილზე დატოვა და მისი პროზექტურაში გადასვენება არ მოხდა, ხოლო ოჯახის წევრების მისვლისას ექიმები იქ აღარ იყვნენ.

1-12-2014, 11:29

,,აი ასე მუშაობს თელავის სასწრაფო დახმარება!" – ასეთი დასათაურებით ავრცელებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს, პოეტი ლელა ლაჩაშვილი, რომელიც დეიდის 65 წლის გულნაზი მესტვირიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს:

30-11-2014, 21:50

გასულ წლებში სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდები" განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, რაც ბოლო დროს შესუსტდა. geoelite.ge მათი დღევანდელი საქმიანობით დაინტერესდა და ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს კახაბერ კაპანაძეს ესაუბრა.
კახაბერ კაპანაძე: ,,ანტიპოდები" დღეს ბევრად აქტიურია, ვიდრე გასულ წლებში, უფრო მეტ ღონისძიებებს ვატარებთ ტრენინგების სახით. ვცდილობთ სტუდენტებში არაფორმალური განათლების დონე ავამაღლოთ. ვმუშაობთ აკადემიური სტილით, ვაღრმავებთ ვერბალურ ურთიურთობებს სტუდენტებთან, ვცდილობთ მეტად გავერკვეთ მათ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებში, მყარად ჩამოვყალიბდეთ ჩვენი საქმიანობის მამართულებებში, რაც უფრო მიზნობრივს გახდის ჩვენს საქმიანობას.

27-11-2014, 19:05

მეტრო სადგურ ,,ღრმაღელეში" ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებს შორის მაშინ ჩავარდა, როდესაც მატარებელი ბაქანზე შედიოდა. თუმცა ძაბვის გათიშვა დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად, გოგონამ სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო. მეტროს მუშაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო. 

25-11-2014, 14:05

დღეს თბილისის შემოგარენში პირველი თოვლი მოვიდა. წყნეთსა და კოჯორში ადრეული ზამთარი დადგა. უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია ტექნიკა, იყრება მარილი და იწმინდება გზები.
თბილისში ნალექი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

24-11-2014, 20:35



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა