ავტორი
თიკო ბეკოშვილი
წავა თუ არა გიორგი ქორქია პოლიტიკურ თოქ-შოუში მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ?
ცნობილი ჟურნალისტი გიორგი ქორქია ამბობს, რომ მისი გატაცება ექსტრემალური გადაცემებია. უყვარს მოგზაურობა და სწორედ ამიტომ გააკეთა საკუთარი ტელე-პროექტი ,,ჯეომეგზური“, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დროებით შეწყდა, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ გადაცემას მალე განაახლებს და მაყურებელს უფრო საინტერესო კუთხით წარუდგენს.
- რატომ აირჩიე ჟურნალისტობა და იყო თუ არა ეს ვინმეს გავლენა?
- სკოლის პერიოდიდანვე გადავწყვიტე ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, მარტივი მიზეზის გამო - მამაჩემი და ბაბუაჩემი ამ პროფესიის იყვნენ, დიდი ბაბუა კი პუბლიცისტი. მართლაც სკოლის დათავრების შემდეგ უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე.
ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ლევან ნ. და 1978 წელს დაბადებული ალექსანდრე ვ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტს, 1965 წელს დაბადებულ ჯიმშერ ოსიაშვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
პოლიციამ დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1962 წელს დაბადებული კობა კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასანთის 28 კოლოფში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 55,66 გრ მარიხუანა.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).
აჭარაში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა გ, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ზვიად ქ, 1987 წელს დაბადებული არჩილ შ. და 1992 წელს დაბადებული ჯაბა ზ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანით ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს: გლუვლულიანი გადაჭრილი თოფი, „ეფ-1“-ის ტიპის ერთი ხელყუმბარა, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საფანტის პისტოლეტი. ასევე ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის 15 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, გარდაბანში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი მამიკ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა მამიკ მ-ს პირადი ჩხრეკისას 11,327 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,14176 გრ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის და ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
ყაჩაღური დაჯგუფების წევრები დააკავეს
შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ყაჩაღური დაჯგუფების სამი წევრი: 1979 წელს დაბადებული მალხაზ ჯ, 1984 წელს დაბადებული შალვა გ. და 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ჯ. ყაჩაღობის მომზადების, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში გადაადგილებისას დააკავეს. მათი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია: „ა-კა-74“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდითა და 105 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, წებოვანი ლენტი, ხელთათმანი და 5 პლასტიკური ბორკილი.
გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით მიმდინარეობს (18-179 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლში მოქმედი, ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – 1958 წელს დაბადებული თეიმურაზ გ, 1985 წელს დაბადებული ზურაბ გ. და 1985 წელს დაბადებული ნიკო კ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ეწეოდნენ.
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ალექსი ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ნათესავის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეინახა „იჟ-75“-ის ტიპის პისტოლეტი, „ვოლტრა პროფესიონალის“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 ვაზნა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ბინის ჩხრეკისას უკანონო იარაღი ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
სახალხო დამცველის განცხადება
2013 წელი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა, რამაც დიდი მოლოდინები და შესაბამისად ბევრი გამოწვევა მოიტანა. ყველაზე დიდი მიღწევა ამ მიმართულებით იყო გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირება. კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2009 წელს და მას შემდეგ სახალხო დამცველის არაერთი გამოსვლისა თუ ანგარიშის მოთხოვნა სწორედ მისი რატიფიცირება იყო. 2013 წლის 26 დეკემბერს პარლამენტმა 91 ხმით, ერთხმად მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“, თანდართული დეკლარაციის გათვალისწინებით, რატიფიკაცია.
გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები, მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ინარჩუნებენ, აძლიერებენ, ასახელებენ ან აყალიბებენ წინამდებარე კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგისათვის აუცილებელ სტრუქტურას, რომელიც საჭიროების მიხედვით მოიცავს ერთ, ან რამდენიმე დამოუკიდებელ მექანიზმს. ასეთი სახის მექანიზმის დასახელებისა ან შექმნის შემთხვევაში, მონაწილე ქვეყნები მხედველობაში იღებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის ეროვნული ინსტიტუტების სტატუსსა და ფუნქციონირების პრინციპებს.“
ნინოწმინდაში მოქალაქემ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ჩააბარა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრებმა, 1979 წელს დაბადებულმა სამველ ა-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა: დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნის ჭურვები: 6 ცალი „პეგა-15-პ“ და 6 ცალი „პეგა-9“, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის „ა-კა-ეს“-ის 12 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი გ. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ა. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ტ. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯონი ც. და გიორგი ტ. ქურდული სამყაროს წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 თვის და ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 11 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ასახავს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. სტატისტიკური მონაცემებით 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 8492 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 24,2%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41,3% -ით მოიმატა და 59,6% -ია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1336 ერთეულით იკლო, რაც 34,9%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59,1%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,9%-ით მოიმატა.
2013 წლის 11 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
ქვეყნის მასშტაბით
2013 წელს: