შემოგვიერთდით facebook-ზე
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
24-01-2014, 13:37  /  ნახვა: 1686

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლში მოქმედი, ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – 1958 წელს დაბადებული თეიმურაზ გ, 1985 წელს დაბადებული ზურაბ გ. და 1985 წელს დაბადებული ნიკო კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ეწეოდნენ.

სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 4 პისტოლეტი, ხოლო ზურაბ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან 1 პისტოლეტი და 3 ვაზნა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 4 ერთეული გლოკის სისტემის პისტოლეტი, 1 კუსტარული წესით დამზადებული ავტომატური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 3 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, რაც 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა