შემოგვიერთდით facebook-ზე

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა. "სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 13.08.1983 დაბადებული მსჯავრდებული ა. ჭ. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. "

26-11-2014, 14:06

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ილდიზარ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დააკავეს.

25-11-2014, 12:43

ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 
ის სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. წინა ხელისუფლების დროს პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. მან მიმდინარე წლის 28 თებერვალს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს. 

17-11-2014, 16:23

ჟვანიას საქმის ექსპერტი, 54 წლის პათანატომი მამუკა ჩხაიძე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის პირველი იყო, ვინც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა. 
ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ პირველად ,,ლიბერალმა" გაავრცელა: ,,ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მამუკა ჩხაიძე პროკურატურაში დაკითხვებზე დადიოდა. მეგობრების თქმით, ბოლოს დაკითხვაზე ჩხაიძე 7 ნოემბერს, პარასკევს იმყოფებოდა, რომლის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და მეზობლებთან ერთად ისადილა. მას შემდეგ კი მამუკა ჩხაიძე ცოცხალი აღარავის უნახავს.
ჩხაიძე მას შემდეგ მოიკითხეს, რაც ორშაბათს, 10 ნოემბერს სამსახურში, სამედიცინო უნივერსიტეტში, ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა. თანამშრომლები ჩხაიძის ოჯახს დაუკავშირდნენ.

13-11-2014, 13:52

როგორც გამოძიებით დგინდება მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მიზეზი ვალის დაუბრუნებლობა გახდა. ბრალდებულის განმარტებით, გარდაცვლილს მისი ვალი ჰქონდა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ ასესხა და მის დაბრუნებას სთხოვდა. სწორედ ამ თანხის გადაუხდელობა გახდა მკვლელობის მოტივი.

12-11-2014, 11:56

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერები, რომელთა გულგრილობის შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივ დაავადებას.
2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში.

4-11-2014, 15:35

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში ახალქალაქის 4 მაცხოვრებელმა წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1220 საბრძოლო ვაზნა, 14 ცალი ყუმბარმტყორცნი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

4-11-2014, 15:12

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, გამოვლენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტი.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულ იქნენ:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

28-10-2014, 15:39

დეპუტატი ეკა ბესელია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, ფოტოგრაფების საქმეს (რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო) ეხმაურება და ამბობს: ,,ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოგრაფების საქმეზე გამოძიების განახლება და იმ ფაქტების გარკვევა რა ხდებოდა ციხეში მათ მიმართ

28-10-2014, 14:27

განცხადების თანახმად - ,,საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეულ უცხოელ სისხლის სამართლის პრაქტიკოს სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდეს.

27-10-2014, 11:36

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" პრეზიდენტი და შპს ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორი ზაზა რაზიკაშვილი სისხლის სამართლის საქმეში მისცა.

17-10-2014, 14:01

თბილისში, ილიას სახელობის უნივერსიტეტში, ცოტა ხნის წინ ლექტორი მაკა წივწივაძე, ყოფილმა მეუღლემ ლექციიდან გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. თვითონ კი თავი მოიკლა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა, საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.  

17-10-2014, 13:19



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა