შემოგვიერთდით facebook-ზე
ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
19-02-2014, 15:48  /  ნახვა: 1744

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ლევან ნ. და 1978 წელს დაბადებული ალექსანდრე ვ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტს, 1965 წელს დაბადებულ ჯიმშერ ოსიაშვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა