დეპუტატი ეკა ბესელია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, ფოტოგრაფების საქმეს (რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო) ეხმაურება და ამბობს: ,,ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოგრაფების საქმეზე გამოძიების განახლება და იმ ფაქტების გარკვევა რა ხდებოდა ციხეში მათ მიმართ. მახსოვს, როგორ დამიწერა გიორგი აბდალაძემ მასთან, რომ შევედი ე.წ. ,,აღიარების ,,წინ ჯიბეში ,,ჟუჩოკი,, ჩამიდესო... მაშინ ციხიდან გამოსული, რომ ვამბობდი ზეწოლა ხორციელდება დაპატიმრებულებზე–მეთქი, გაიხსენეთ რა კომენტარები კეთდებოდა. გაიხსენეთ, მერაბიშვილი-სააკაშვილის ფარული სატელეფონო საუბრები, რომ გამოქვეყნდა... როგორ ათქმევინეს აბდალაძეს ადვოკატზე უარი... როგორ აბრალებდნენ ჯაშუშობას ადამიანებს... გამოაშკარავდეს ეს ფაქტები, საჭიროა და ისინიც, ვინც ჩადიოდა ამ დანაშაულს."
შეგახსეებთ, რომ 2011 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში) და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი) დააკავეს.
2013 წლის 28 მარტს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომიისიის გადაწყვეტილებით მათ პირობითი მსჯავრი ვადამდე ადრე გაუუქმდათ და ნასამართლეობა მოეხსნათ.
მათი საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, რამოდენიმე დღის წინ ისინი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს და ამ ხელისუფლების პირობებში პირველი ჩვენების მიცემა მოუწიათ.